მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 17:11

10. And all mine are thine, and thine are mine; and I am glorified in them.11. And now I am no more in the world, but these are in the world, and I come to thee. Holy Father, keep through thine own name those whom thou hast given me, that they may be one, as we are.12. While I was with them in the world, I kept them in thy name: those that thou gavest me I have kept, and none of them is lost, but the son of perdition; that the scripture might be fulfilled.
John თავი 17
11. And now I am no more in the world, but these are in the world, and I come to thee. Holy Father, keep through thine own name those whom thou hast given me, that they may be one, as we are.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და არღარა ვარ მე სოფელსა ამას, და ესენი სოფელსა არიან“ (17,11).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: დაღაცათუ ჴორციელად არა ვჩნდე, არამედ ვიდიდებოდი მე მათ მიერ. ხოლო რაჲსათჳს იტყჳს ზედაჲსზედა, ვითარმედ: „არა ვარ სოფელსა შინა და შენ შეგვედრებ მათ. და ოდეს მათ თანა ვიყავ, მე ვსცევდი მათ“? რამეთუ ესე სიტყუანი უკუეთუ ვინ ესრეთ გულისხმა-ყვნეს, მრავალი ბოროტი შეემთხჳოს. რამე-თუ ვითარმცა იყო ესრეთ, თუ იგი განეშორა მათ სრულიად? და ვითარ სხუასა შეჰვედრნა? რამეთუ ესე საქმენი კაცთანი არიან, არამედ ესე ყოველი მათთჳს თქუა და გონებისა მათისათჳს, რაჲთამცა ყვნა, რომელ უმეტესსა შეწევნასა მოელოდეს, ვინაჲთგან იგი წარვიდა. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „ოდეს მე ვიყავ, ვჰფარევდი მათ“; და კუალად მათ ჰრქუა, ვითარმედ: „მოვალ თქუენდა და თქუენ თანა ვიყო ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“. და ვითარ იტყოდა ამათ სიტყუათა, უკუეთუმცა თჳთ დაუტევებდა? არამედ, ვითარცა ვთქუ, მათისა იჭჳსაებრ იტყოდა, რაჲ-თა განიხარონ მცირედ, და მწუხარებასა მათსა ნუგეშინი-სცეს, რაჟამს ესმეს, ვითარმედ მამასა შეჰვედრებდა. რამეთუ ვინაჲთგან...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2010 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

...ოდში, იმ დროს, როცა ქალის უფლებები უკიდურესად შეზღუდული იყო და რასობრივი დისკრიმინაციაც მკვეთრად იყო გამოხატული.

მან ეკლესიაში სიყვარულით შეაერთა საზოგადოების არა მარტო განსხვავებული, არამედ დაპირისპირებული ფენებიც და მამა ღმერთს ასე შეავედრა: „რაითა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო ჩემდამო, და მე შენდამი“ ().

თავისი მოწაფეებიც მაცხოვარმა საზოგადოების სხვადასხვა ფენიდან შეკრიბა: ანდრია, პეტრე, იაკობი და იოანე მეთევზეები იყვნენ, მათე - სახელმწიფო მოხელე, ლუკა - მხატვარი და ექიმი, პავლე - რაბინთა სკოლაში აღზრდილი, იოსებ არიმათიელი - წარჩინებული პირი,... და ამით გვიჩვენა, რომ ღვთის წინაშე ყველანი თანასწორნი ვართ და ჩვენს შორის მეტ-ნაკლებობას მხოლოდ სულიერი განვითარება განაპირობებს და არა სიმდიდრე, წარმომავლობა, გარეგნობა ან თანამდებობა.

ეკლესია თავისუფალ ადამიანთა ერთობაა, ნებისმიერი ადამიანის ნავთსაყუდელია. აქ არსებული საეკლესიო იერარქია კი - ოდენ საშუალება საეკლესიო მმართველობის განხორციელებისა და საიდუმლოებების აღსრულებისა. სახარებიდანაც ნათლად ჩანს, რომ, სახელმწიფოსგან განსხვავებით, იერარქიას ეკლესიაში თვისობრივად სხვა ფუნქცია აქვს; „ვინც ხალხის მთავრებად არიან მიჩნეულნი, - ვკითხულობთ აქ, - ბატონობენ მათზე და მათი დიდებულნი ხელმ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მომავალი გითხრას“ (16,13).:

...ისთჳს გრქუას მანცა, და ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მისი სწავლაჲ სხუაჲ რაჲმე არს, რამეთუ ჩემი არს და ჩემსა დიდებასა დაამტკიცებს იგი, რამეთუ ერთი ნებაჲ არს მამისა და ძისაჲ და სულისა წმიდისაჲ. ეგრეთვე უკუე ჩუენიცა ყოფაჲ ჰნებავს უფალსა, ვითარცა იტყოდა: „რაჲთა იყვნენ ერთ, ვითარცა მე და შენ, მამაო, ერთ ვართ“, და არარაჲ არს სწორ ერთობისა და სიყუარულისა.

სწავლაჲ ოჱ ერთობისათჳს და სიყუარულისა

ხოლო ამით სახითა ერთი არა ერთი არს, არამედ მრავალი, რამე-თუ უკუეთუ ერთსულ იყვნენ ორნი გინა ათნი, არღარა ერთ არს ერთი იგი, არამედ ათწილად განმრავლდების თითოეული მათი, და ჰპოვო ათთა მათ შორის ერთი იგი და ერთთა შორის - ათნი იგი. და გინა თუ მტერი ჰყვეს, რომელი ერთსა ეტყოდის, ესრეთ არს, ვითარმცა ათთა ეტყოდა, რამეთუ არა ერთისა მიერ დაეცემის, არამედ ათთა პირთაგან. და უკუეთუ ერთი იგი მოუძლურდეს, არა მოუძლურებულ არს, რამეთუ ცხრანი იგი წილნი ცხოველ არიან და უძლურებასა მას მისსა ჰფარვენ. თითოეულსა მათგანსა ოცი თუალი აქუს და ოცი ჴელი და ფერჴნი, და ეგრეთვე, რამეთუ არა თჳსითა თუალითა ოდენ ჰხედავს, არამედ სხუა-თაჲთაცა, არცა თჳსითა ოდენ ფერჴითა ტჳრთულ არს, არამედ სხუათაჲ-თაცა, არცა თჳსითა ოდენ ჴელითა იქმს, არამედ სხუათაჲთაცა. სულნი ჰქონან ათნი, რამეთუ არა თჳ...

სრულად ნახვა