მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 17:25

24. Father, I will that they also, whom thou hast given me, be with me where I am; that they may behold my glory, which thou hast given me: for thou lovedst me before the foundation of the world.25. O righteous Father, the world hath not known thee: but I have known thee, and these have known that thou hast sent me.26. And I have declared unto them thy name, and will declare it: that the love wherewith thou hast loved me may be in them, and I in them.
John თავი 17
25. O righteous Father, the world hath not known thee: but I have known thee, and these have known that thou hast sent me.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამაო მართალო, და სოფელმან არა გიცნა“ (17,25).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს ესე სიტყუაჲ? რამეთუ გამოაჩინებს აქა, ვი-თარმედ არავის უცნობიეს მამაჲ, გარნა მათ ოდენ, რომელთა ძჱ ოდენ იციან. ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: მენება, რაჲთამცა ყოველთა გიცოდეს, არამედ არა გიცნეს ესრეთ უმიზეზოდ. რამეთუ ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „მამაო მართალო“, რამეთუ მართალი ხარო ჭეშმარიტად, და არავის რაჲ აქუს მიზეზი შენთჳს, და არა გიცნესო, არამედ ამას ადგილსა, ვჰგონებ, თუ მწუხარებით თქუა, რომელ ესრეთ სახიერი და მართალი არა იცნეს. რამეთუ ვინაჲთგან ჰურიანი იტყოდეს, ვითარმედ: ღმერთი ვიცით, და შენ არა იციო, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: შემიყუარე პირველ საუკუნეთავე, და რომელი ესრეთ საყუარელ ვარ შენდა და დიდებაჲ შენგან მოვიღე, ვითარმცა წინააღმდგომ ვიყავ შენდა? არა უკუე ესრეთ არს, ვითარ იტყჳან ჰურიანი, თუმცა მათ გიცოდეს, და მემცა არა გიცოდე, არამედ უფროჲსად წინააღმდგომი, რამეთუ მე გიცი, ხოლო მათ არა გიცნეს.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სოფელმან იგი ვერ იცნა“ (1,10).:

...არა იყო, მათ იცნეს იგი. რამეთუ მახარებელმან არა თუ ესრეთ თქუა ლიტონად, ვითარმედ: არა იცნეს იგი, არამედ: „სოფელმან არა იცნაო“, ესე იგი არს, ვითარმედ სოფლისა საქმეთა შემშჭუალულთა კაცთა და სოფლისმოყუარეთა ვერ იცნეს; რამეთუ ქრისტეცა ეგრეთვე უწესს ესევითართა მათ და იტყჳს: „მამაო მართალო, და სოფელმან შენ არა გიცნა“. და არა სამე იგი ოდენ, არამედ მამაჲცა ვერ იცნა სოფელმან ამით სახითა, რომელ ვთქუთ, რამეთუ არარაჲ ესრეთ დააბნელებს გონებასა, ვითარ შექცევაჲ სოფლისა საქმეთაჲ და სიყუარული მათი.

სწავლაჲ ჱ სიმდიდრისმოყუარებისათჳს

ხოლო თქუენ, რომელთა-ესე უწყით ყოველივე, განაშორენით თავნი თქუენნი ჴორციელთაგან საქმეთა, რამეთუ მრავალი ბოროტი მოიწევის მათ მიერ ჩუენ ზედა, ვინაჲთგან არა არს კაცი, რომელსამცა უყუარდეს ამის სოფლისა საქმენი და იგიმცა მიიწია კეთილთა ზეცისათა, ანუმცა იღუაწა სასუფეველისათჳს; არამედ უეჭუელად, რომელი ამათდა შექცეულ იყოს, მათგან დაეცემის, რამეთუ „ვერვის ძალ-უც ღმრთისა მონებად და მამონაჲსა“, ; არამედ ერთისა უჴმს შეყუარებად და მეორისა - მოძულებად. და რომელნიცა მძლე ექმნნეს ვეცხლისმოყუარებასა, მათცა შეიყუარეს ღმერთი, ვითარცა ჯერ-არს, ხოლ...

სრულად ნახვა