მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 18:2

1. When Jesus had spoken these words, he went forth with his disciples over the brook Cedron, where was a garden, into the which he entered, and his disciples.2. And Judas also, which betrayed him, knew the place: for Jesus ofttimes resorted thither with his disciples.3. Judas then, having received a band of men and officers from the chief priests and Pharisees, cometh thither with lanterns and torches and weapons.
John თავი 18
2. And Judas also, which betrayed him, knew the place: for Jesus ofttimes resorted thither with his disciples.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე თქუა იესუ და განვიდა მოწაფეთა მისთა თანა წიაღ ჴევსა მას ნაძოვანსა, სადა-იგი იყო მტილი, რომელსა შევიდეს თავადი და მოწაფენი მისნი. იცოდა იუდაცა, მიმცემელმან მისმან, ადგილი იგი, რამეთუ მრავალგზის შევიდა მუნ მოწაფეთა მისთა თანა“ (18,1-2).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: შუაღამეს ვალს და მდინარესა განჰვლის და მივიდის ადგილსა საცნაურსა მიმცემელისა მის მიერ, რაჲთა შემპყრობელნი მისნი განარინნეს შრომასა ფრიადსა და უჩუენოს მოწაფეთა, ვითარმედ ნეფსით მივალს ვნებად, რომელ-ესე კმა იყო ნუგეშინისსაცემელად მათა, და ესრეთ შევიდა მტილსა. ამისთჳს იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ესე თქუა იესუ“. რასა იტყჳ, ჵ ნეტარო? რამეთუ იგი ლოცვაჲ იყო, და რად არა სთქუ, ვითარმედ: დასცხრა რაჲ ლოცვისაგან, მივიდა მუნ? გარნა არა ლოცვაჲ იყო, არამედ სიტყუაჲ, რომელსა იქმოდა თავადი მოწაფე-თათჳს, და შევიდა მოწაფეთა თანა მტილსა. ესრეთ განაძლიერნა იგინი, რამეთუ არღარა ეშინოდა, ვითარცა პირველად, არამედ მტილადცა შევიდეს. ხოლო ვითარ მივიდა მუნ იუდა? ამისთჳს საცნაურ არს, ვი-თარმედ უფროჲსად უდაბნოთა იქცევინ, და უკუეთუმცა სახლსა შინა იყო, იუდამცა არა მოსრულ იყო მუნ. ხოლო არა, რაჲთა გესმეს რაჲ „მტილი“, ჰგონებდე, ვითარმედ იმალვოდა, ამისთჳს შესძინა, ვითარმედ: „იცოდა ადგილი იგი იუდაცა, რამეთუ მრავალგზის შევიდის მუნ მოწაფეთა მისთა თანა“. ხოლო მრავალგზის თჳსაგან იქცევინ მათ თანა უდაბნოთა შინა და ეტყჳნ მათ საიდუმლოთათჳს, რომელთაჲ არა ჯერარნ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის