მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 18:32

31. Then said Pilate unto them, Take ye him, and judge him according to your law. The Jews therefore said unto him, It is not lawful for us to put any man to death:32. That the saying of Jesus might be fulfilled, which he spake, signifying what death he should die.33. Then Pilate entered into the judgment hall again, and called Jesus, and said unto him, Art thou the King of the Jews?
John თავი 18
32. That the saying of Jesus might be fulfilled, which he spake, signifying what death he should die.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიიყვანეთ ეგე და შჯულისა თქუენისაებრ განიკითხეთ. ჰრქუეს მას ჰურიათა: ჩუენდა არავისი ჯერ-არს მოკლვაჲ. რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი იესუჲსი, რომელი თქუა და აუწყა, რომლითა სიკუდილითა ეგულებოდა მოსიკუდიდ“ (18,31-32).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: ჯერ-იყო, რაჲთა არა ჰურიათათჳს ოდენ, არამედ წარმართთათჳსცა მოკუდეს. და ამისთჳს თქუეს: „ჩუენდა არავისი ჯერ-არს მოკლვაჲ“, გინა თუ ჯუარს-ცუმაჲ. და ჰურიანი არა ჯუარს-აცუმიდეს, არამედ სხჳთა სახითა მოჰკლვიდეს, ვი-თარცა სტეფანეს ქვაჲ დაჰკრიბეს, და არა ჯუარს-აცუმიდეს, და მისი უნდა ჯუარს-ცუმაჲ. ხოლო პილატე ფრიადი საშჯელი არა ქმნა, არამედ შეიყვანა შინა და ჰრქუა იესუს:

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის