თ ა რ გ მ ა ნ ი: ორმეოცდაექუსსა წელსა უკუანაჲსკნელისა მის აღშენებისათჳს იტყოდეს, რამეთუ პირველი ოც წელ სრულ იქმნა. ხოლო უფალმან რაჲსათჳს არა გამოაცხადა იგავი იგი და თქუა, ვითარმედ: ჴორცთა ჩემთათჳს ვიტყჳ და არა ტაძრისათჳს, არამედ დაიდუმა? რამე-თუ იცოდა, ვითარმედ არა შეიწყნარებდეს სიტყუასა მას ურწმუნოებისა მათისაგან, რამეთუ, ერთად, აღდგომაჲ ურწმუნოდ აქუნდა, და მერმე, ესეცა არავე ჰრწმენა, თუ ღმერთ არს იგი, რომელ-ესე ორივე მოასწავა უფალმან ერთითა მით სიტყჳთა, რომელ თქუა, ვითარმედ: „დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამე დღესა აღვაშენო ესე”. რამეთუ ითხოვეს რაჲ მათ სასწაული, ესე ჰრქუა მათ უფალმან ამისთჳს, რამეთუ არარაჲ იყო სხუაჲ ესრეთ გამომაჩინებელ, ვითარმედ არა ლიტონი კაცი არს, ვითარ ესე, რომელ სიკუდილსა ესრეთ მძლე ექმნა და მძლავრებაჲ მისი და მძიმე იგი ბრძოლაჲ მისი ესრეთ კეთილად დაჰჴსნა. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „რაჟამს აღამაღლოთ ძჱ კაცისაჲ, მაშინ სცნათ, ვითარმედ მე ვარ“; რა-ჟამს-იგი აღვდგე და ყოველი სოფელი ჩემდა მოვიზიდო, მაშინ სცნათ, ვითარმედ...
John 2:20
19. Jesus answered and said unto them, Destroy this temple, and in three days I will raise it up.20. Then said the Jews, Forty and six years was this temple in building, and wilt thou rear it up in three days?21. But he spake of the temple of his body.
John თავი 2