თ ა რ გ მ ა ნ ი: ერთსა მას შაბათსა, რომელ არს კჳრიაკჱ, მოვიდა იგი; ხოლო იესუ აღდგა, იდვა რაჲ ლოდი ზედა საფლავსა, და ბეჭედნი იყვნეს მას ზედა, და ვინაჲთგან ჯერ-იყო, რაჲთამცა სხუათაცა ყოველ-თა იხილეს იგი, შემდგომად აღდგომისა მისისა აღეღო ლოდი იგი, რომლისათჳს, გარდაჴდა რაჲ შაბათი, მოვიდა მუნ მარიამ, რამეთუ ფრიადი მოსწრაფებაჲ აქუნდა უფლისათჳს, და იხილა რაჲ აღებული ლოდი, მირბიოდა თხრობად მოწაფეთა, რაჲთამცა ცნა, თუ სადა არს გუამი მისი. რამეთუ ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „აღიღეს უფალი ჩემი საფლავისაგან, და არა უწყი, სადა დადვეს იგი“ (20,2). ჰხედავა, რამეთუ არარაჲ იცოდა მან ჯერეთ დამტკიცებულად აღდგომისათჳს? რამეთუ ჰგონებდა იგი ცვალებასა სხუად ადგილად, ამისთჳსცა წარვიდა და ჰრქუა მოწაფეთა. ხოლო იგინი მიიწინეს მუნ მოსწრაფებით და იხილნეს ტილონი იგი და სუდარი, რომელი-იგი იყო სასწაული აღდგომისაჲ. და უკუეთუმცა ვის სხუასა ადგილსა მიეცვალა, რადმცა განეშიშულა გუამი მისი? და უკუე-თუმცა ვის მოეპარა, რადმცა დაეტევა მუნ ესე ყოველი? ანუ რადმცა ზრუნვიდა შეკეცასა და თჳსაგან დადებასა სუდარისასა? არამედ...
John 20:1
1. The first day of the week cometh Mary Magdalene early, when it was yet dark, unto the sepulchre, and seeth the stone taken away from the sepulchre.2. Then she runneth, and cometh to Simon Peter, and to the other disciple, whom Jesus loved, and saith unto them, They have taken away the Lord out of the sepulchre, and we know not where they have laid him.
John თავი 20