მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 20:15

14. And when she had thus said, she turned herself back, and saw Jesus standing, and knew not that it was Jesus.15. Jesus saith unto her, Woman, why weepest thou? whom seekest thou? She, supposing him to be the gardener, saith unto him, Sir, if thou have borne him hence, tell me where thou hast laid him, and I will take him away.16. Jesus saith unto her, Mary. She turned herself, and saith unto him, Rabboni; which is to say, Master.
John თავი 20
15. Jesus saith unto her, Woman, why weepest thou? whom seekest thou? She, supposing him to be the gardener, saith unto him, Sir, if thou have borne him hence, tell me where thou hast laid him, and I will take him away.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პვ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „წარვიდეს კუალად თჳსაგან მოწაფენი იგი. ხოლო მარიამ დგა გარეშე საფლავსა მას თანა და ტიროდა“ (20,10-11).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ბუნებაჲ დედათაჲ ლმობიერ არს და გლოვად ადვილად მომავალი. ხოლო ესე ვთქუ, რაჲთა არა გიკჳრდეს, ვითარ მარიამ დგა და ტიროდა, ხოლო მოწაფენი წარვიდეს თჳსაგან, რამეთუ ბუნებითცა მგლოვარე იყო და აღდგომისაცა სიტყუაჲ არა იცოდა ესრეთ, ვითარ მათ, რომელთა ეხილვნეს ტილონი და წარვიდეს საკჳრველებით. ხოლო იგი დგა მუნ და ტიროდა, და შთაჰხედა საფლავსა, სადა იყო გუამი უფლისაჲ. ამისთჳს სასყიდელი მიიღო მისისა მის მოსწრაფებისაჲ არამცირედი, რამეთუ რაჲ-იგი მოწაფეთა არა ეხილვა, იხილა დედაკაცმან - „ანგელოზნი სპეტაკითა მოსილნი, ერთი თავით და ერთი ფერჴით, სადა-იგი იდვა გუამი უფლისაჲ“ (20,12). რამეთუ ვინაჲთგან გონებაჲ დედაკაცისაჲ მის არა იყო ესრეთ მაღალი, რაჲთამცა ტილოთაგან და სუდარისა ჰრწმენა აღდგომაჲ, ამისთჳს ანგელოზნი იხილნა ბრწყინვალენი, რაჲთა ნუგეშინის-ეცეს. არამედ არარაჲ ჰრქუეს მათ აღდგომისათჳს, გარნა თჳთ მოვიდა გულისხმის-ყოფად, რამეთუ მათ ესე ოდენ ჰრქუეს, ვითარმედ: „დედაკაცო, რაჲსა სტირ?“ (20,13), და ესრეთ განუღეს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჟ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იგინი შეუვრდეს ფერჴთა მისთა და თაყუანისსცეს მას. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: ნუ გეშინინ; წარვედით და უთხართ ძმათა ჩემთა, რაჲთა წარვიდენ გალილეას და მუნ მიხილონ მე“ (28,9-10).:

...მას და იხილნა ორნი ანგელოზნი, სპეტაკითა მოსილნი, მსხდომარენი ერთი თავით და ერთი ფერჴით, სადა-იგი იდვა გუამი იესუჲსი“.

ჯერ-უკუე-იყო გლოვისა მის შეცვალებაჲ სიხარულად, ხოლო იგი მერმეღა ტიროდავე, ვიდრეღა ანგელოზთა რეცა ბრალობით ჰრქუეს: „დედაკაცო, რაჲსა სტირ?“ რამეთუ არა ჯერ-არს ხილვასა ამას ზედა ჩუენსა გლოვაჲ, არამედ სიხარული. ხოლო მან ჰრქუა მათ იჭჳ იგი გულისა თჳსისაჲ, რომელი აქუნდა: „რამეთუ აღიღეს უფალი ჩემი საფლავით, და არა უწყი, სადა დადვეს იგი“. ამას რაჲ იტყოდა, გამოჩნდა უფალი. იხილეს იგი ანგელოზთა მათ და მოწიწებით შეშინდეს. იხილა დედაკაცმან მან სახე იგი მოწიწებისა მათისაჲ და მიიქცა გარე ხილვად, თუ რაჲსათჳს განკჳრდეს იგინი, „და იხილა იესუ მდგომარე“. გარნა ანგელოზთა სხჳთა სახითა - დიდებისაჲთა - ეჩუენა და განაკჳრვნა, ხოლო დედაკაცსა მას არა ესრეთ, რაჲთა არა განცჳბრდეს. ამისთჳსცა ვერ იცნა, ვითარმედ იესუ არს. „ჰრქუა მას იესუ: დედაკაცო, რაჲსა სტირ? ვის ეძიებ? მას ეგონა, ვითარმედ მემტილე იგი არს; ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე, სადა დასდევ იგი, რაჲთა მე წარმოვიღო იგი“. ...

სრულად ნახვა