მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 20:16

15. Jesus saith unto her, Woman, why weepest thou? whom seekest thou? She, supposing him to be the gardener, saith unto him, Sir, if thou have borne him hence, tell me where thou hast laid him, and I will take him away.16. Jesus saith unto her, Mary. She turned herself, and saith unto him, Rabboni; which is to say, Master.17. Jesus saith unto her, Touch me not; for I am not yet ascended to my Father: but go to my brethren, and say unto them, I ascend unto my Father, and your Father; and to my God, and your God.
John თავი 20
16. Jesus saith unto her, Mary. She turned herself, and saith unto him, Rabboni; which is to say, Master.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პვ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „წარვიდეს კუალად თჳსაგან მოწაფენი იგი. ხოლო მარიამ დგა გარეშე საფლავსა მას თანა და ტიროდა“ (20,10-11).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ბუნებაჲ დედათაჲ ლმობიერ არს და გლოვად ადვილად მომავალი. ხოლო ესე ვთქუ, რაჲთა არა გიკჳრდეს, ვითარ მარიამ დგა და ტიროდა, ხოლო მოწაფენი წარვიდეს თჳსაგან, რამეთუ ბუნებითცა მგლოვარე იყო და აღდგომისაცა სიტყუაჲ არა იცოდა ესრეთ, ვითარ მათ, რომელთა ეხილვნეს ტილონი და წარვიდეს საკჳრველებით. ხოლო იგი დგა მუნ და ტიროდა, და შთაჰხედა საფლავსა, სადა იყო გუამი უფლისაჲ. ამისთჳს სასყიდელი მიიღო მისისა მის მოსწრაფებისაჲ არამცირედი, რამეთუ რაჲ-იგი მოწაფეთა არა ეხილვა, იხილა დედაკაცმან - „ანგელოზნი სპეტაკითა მოსილნი, ერთი თავით და ერთი ფერჴით, სადა-იგი იდვა გუამი უფლისაჲ“ (20,12). რამეთუ ვინაჲთგან გონებაჲ დედაკაცისაჲ მის არა იყო ესრეთ მაღალი, რაჲთამცა ტილოთაგან და სუდარისა ჰრწმენა აღდგომაჲ, ამისთჳს ანგელოზნი იხილნა ბრწყინვალენი, რაჲთა ნუგეშინის-ეცეს. არამედ არარაჲ ჰრქუეს მათ აღდგომისათჳს, გარნა თჳთ მოვიდა გულისხმის-ყოფად, რამეთუ მათ ესე ოდენ ჰრქუეს, ვითარმედ: „დედაკაცო, რაჲსა სტირ?“ (20,13), და ესრეთ განუღეს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჟ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იგინი შეუვრდეს ფერჴთა მისთა და თაყუანისსცეს მას. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: ნუ გეშინინ; წარვედით და უთხართ ძმათა ჩემთა, რაჲთა წარვიდენ გალილეას და მუნ მიხილონ მე“ (28,9-10).:

...ი განგებულებითა უფლისაჲთა და მეყსეულად მიიხილა გარე და ჰრქუა: „რაბუნი! რომელსა ჰრქჳან მოძ-ღუარ, და მირბიოდა შემთხუევად მისა. ჰრქუა მას იესუ: ნუ შემომეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა; წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ მათ: აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა“. რამეთუ ვინაჲთგან მოვიღე ბუნებაჲ კაცობრივი და ვიქმენ პირმშო მრავალთა შორის და წინამძღუარ ცხორებისა, არა მრცხუენის ძმად წოდებად თქუენდა.

ამისთჳსცა ბუნებითა მით, რომელი მოვიღე კაცთაგან, აღვალ მამისა ჩემისა, რომელი-ესე ბუნებითა ღმრთეებისაჲთა მარადის განუშორებელ ვარ მისგან; არამედ ბუნებითა მით კაცობრივითა ვიტყჳ აღსლვად მამისა ჩემისა ბუნებითა ღმრთეებისაჲთა, და ღმრთისა ჩემისა - ბუნებისა ამისთჳს კაცობრივისა. რამეთუ უკუეთუმცა არა მე მომეღო ბუნებაჲ ესე, და უცოდველად დაცვითა მისითა ქმნილ იყო ღირს ღმრთისა და მამისა სათნო-ყოფად, არამცა წოდებულ იყო იგი თქუენდა მამა და ღმერთ, რომელნი-ეგე უცხოქმნილ იყვენით მისგან სიმრავლითა ბრალთაჲთა.

„მოვიდა მარიამ მაგდანელი თხრობად მოწაფეთა მისთა, რამეთუ იხილა უფალი და ესრეთ ჰრქუა მას“. აქამდე აღწერა იოვანე.

ხოლო ესე თხრობაჲ მიუთხრა რაჲ მოციქულთა მაგდანელმა...

სრულად ნახვა