მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 20:25

24. But Thomas, one of the twelve, called Didymus, was not with them when Jesus came.25. The other disciples therefore said unto him, We have seen the Lord. But he said unto them, Except I shall see in his hands the print of the nails, and put my finger into the print of the nails, and thrust my hand into his side, I will not believe.26. And after eight days again his disciples were within, and Thomas with them: then came Jesus, the doors being shut, and stood in the midst, and said, Peace be unto you.
John თავი 20
25. The other disciples therefore said unto him, We have seen the Lord. But he said unto them, Except I shall see in his hands the print of the nails, and put my finger into the print of the nails, and thrust my hand into his side, I will not believe.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა უფალი“ (20,24).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ესრეთ ამაოდ და მსწრაფლ სარწმუნოებაჲ არა კეთილ არს, ეგრეთვე უფროჲს ზომისა გამოძიებაჲ ჭეშმარიტებისაჲ უჯერო არს. ამისთჳსცა თომა საბრალობელ იქმნა, რამეთუ არა ჰრწმენა მოწაფეთაჲ. არა თუ იგინი მტყუვრად შეერაცხნეს, არამედ საქმჱ იგი მკუდრეთით აღდგომისაჲ შეუძლებელ-უჩნდა. ხოლო ვითარ, იყვნეს რაჲ ყოველნი ერთბამად, და თომა არა იყო? გარნა განბნევასა მას, რომელ იქმნა შეპყრობასა უფლისასა, მიერითგან არღარა მოსრულ იყო მათ თანა. ხოლო შენ იხილე უფლისა კაცთმოყუარებაჲ, ვითარ ერთისა მისთჳს სულისა ისწრაფა, რაჲთა აცხოვნოს, და უჩუენნა თჳსნი წყლულებანი, რაჲთა გონებითა ზრქელი იგი გულისხმისმყოფელ-ყოს. ხოლო რაჲსათჳს შემდგომად რვისა დღისა გამოჩნდა? რაჲთა შორის გამოსრულთა მათ დღეთა ესმოდის მოწაფეთაგან და სურვიელ იქმნას. და ვინაჲ იცოდა, ვითარმედ გუერდი მისი განეპო? გარნა მოყუასთა მისთაგანვე ასმიოდა. და...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1980 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge
საქართველოს საპატრიარქოს ღვთივკურთხეულ სამწყსოს:

...რეთვე მოციქულებმა, რომელთაც მაცხოვარი არაერთხელ გამოეცხადა სიტყვებით: მშვიდობა თქვენთანა! განსაკუთრებით საყურადღებოა მოციქული თომას მოწმობა, რომელმაც თქვა: უკეთუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახე იგი სამშჭუალთაი და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა სამსჭუალთასა, და დავსდვა ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, არა სადა მრწმენეს (). მაცხოვარმა არ დასტოვა იგი ურწმუნოებაში და შეიწყალა. რვა დღის შემდგომ უფალი კვლავ გამოეცხადა მოციქულებს და უთხრა: „მშვიდობა თქვენთანა!“ შემდეგ მიმართა მოციქულ თომას და ჰრქუა: მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ჴელჩი ჩემნი და მოიღე ჴელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა, და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ (). თომა მოციქულმა მაშინღა უპასუხა:უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! (). იგივე დიალოგი გრძელდება დღეს ჩვენთან, თუმცა ტექნიკურ-მეცნიერული რევოლუციის ორომტრიალში ვიმყოფებით, ჩვენ გვწამს, რომ თანამედროვე ადამიანი, რომელსაც სურს ყველაფერი იცოდეს, საბოლოოდ მოიკრებს სულიერ ძალებს, მისთვის გაცხადდება დაფარული და მსგავსად თომა მოციქულისა შეღაღადებს: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! დიალოგი დაწყებულია, დაველოდოთ მის დამთავრებას...

მეტად რთულია ის პრობლემ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჟ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იგინი შეუვრდეს ფერჴთა მისთა და თაყუანისსცეს მას. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: ნუ გეშინინ; წარვედით და უთხართ ძმათა ჩემთა, რაჲთა წარვიდენ გალილეას და მუნ მიხილონ მე“ (28,9-10).:

...საფლავად „ერთსა მას შაბათსა განთიად, ვიდრე ბნელღა იყო“; და ამას მოსლვასა იტყჳს იოვანე.

რამეთუ ვითარცა-იგი შეუნდო უფალმან თომას თქუმად ურწმუნო ებით, ვითარმედ: „უკუეთუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაჲ და დავდვა ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს“, რაჲთა მისითა გამოძიებითა ჩუენ სარწმუნოებით დავემტკიცნეთ და ვცნათ, ვითარმედ ჴორცითა მით, რომლითა ივნო, აღდგა; ეგრეთვესახედ მაგდანელსაცა შეუნდო განკჳრვებისაგან შეორგულებად, რაჲთა უმეტესითა გამოძიებითა მისითა უმეტესად გამოცხადნეს აღდგომისა იგი საკჳრველებაჲ. ამით უკუე ესევითარითა გულისსიტყჳთა მოიქცა მაგდანელი საფლავად და იხილა ლოდი იგი აღებული კარისა მისგან საფლავისა, ხოლო ანგელოზი არღარა იხილა მჯდომარე მას ზედა, ვითარცა პირველ. მაშინ უმეტესად დაამტკიცა გულისსიტყუაჲ თჳსი და შეჰრაცხა პირველი იგი ხილვაჲ უცნებად. ამისთჳსცა „რბიოდა და მოვიდა სიმონ-პეტრესა და სხჳსა მის მოწფისა, რომელი უყუარდა იესუს, და ჰრქუა მათ: აღიღეს უფალი ჩემი საფლავით, და არა ვიცით, სადა დადვეს იგი“. რამეთუ ამას შევიდა იჭუსა, ნუუკუე ჰურიათა მიცვალეს იგი ადგილისა მისაგან.

ხოლო პეტრე და იოვანე მირბიოდეს საფლავად, ვიდრე...

სრულად ნახვა