მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 3:1

1. There was a man of the Pharisees, named Nicodemus, a ruler of the Jews:2. The same came to Jesus by night, and said unto him, Rabbi, we know that thou art a teacher come from God: for no man can do these miracles that thou doest, except God be with him.
John თავი 3
1. There was a man of the Pharisees, named Nicodemus, a ruler of the Jews:
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყო ვინმე კაცი ფარისეველთაგანი, ნიკოდემოს სახელი მისი, მთავარი ჰურიათაჲ. ესე მოვიდა მისა ღამე“ (3,1-2).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე შორისცა სახარებასა ჩანს, ვითარმედ იღუწიდა ქრისტესათჳს, რამეთუ ეტყოდა მათ, ვითარმედ: „შჯული ჩუენი არავის შჯის, უკუეთუ არა პირველად ისმინოს მისგან“. და კუალად ჟამსა ვნებისასა ფრიადი მოღუაწებაჲ აჩუენა, რამეთუ მოვიდა ღამით ნიკოდემოსცა და მოიღო მური და ალოჲ ასი ლიტრაჲ, და აწცა ქრისტეს მიმართ აქუნდა სარწმუნოებაჲ, არამედ არა ვითარცა ჯერ-არს; ამისთჳსცა ღამით მოვიდა მისა, რამეთუ დღისი ეშინოდა, არამედ კაცთმოყუარემან უფალმან არავე გარემიაქცია, არცა გამოაჴუა თჳსისა სწავლისაგან, არამედ ასწავნა სწავლანი მაღალნი და დიდნი. ხოლო ისმინე, რასა იტყჳს ნიკოდემოს:

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის