მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 3:2

1. There was a man of the Pharisees, named Nicodemus, a ruler of the Jews:2. The same came to Jesus by night, and said unto him, Rabbi, we know that thou art a teacher come from God: for no man can do these miracles that thou doest, except God be with him.3. Jesus answered and said unto him, Verily, verily, I say unto thee, Except a man be born again, he cannot see the kingdom of God.
John თავი 3
2. The same came to Jesus by night, and said unto him, Rabbi, we know that thou art a teacher come from God: for no man can do these miracles that thou doest, except God be with him.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყო ვინმე კაცი ფარისეველთაგანი, ნიკოდემოს სახელი მისი, მთავარი ჰურიათაჲ. ესე მოვიდა მისა ღამე“ (3,1-2).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე შორისცა სახარებასა ჩანს, ვითარმედ იღუწიდა ქრისტესათჳს, რამეთუ ეტყოდა მათ, ვითარმედ: „შჯული ჩუენი არავის შჯის, უკუეთუ არა პირველად ისმინოს მისგან“. და კუალად ჟამსა ვნებისასა ფრიადი მოღუაწებაჲ აჩუენა, რამეთუ მოვიდა ღამით ნიკოდემოსცა და მოიღო მური და ალოჲ ასი ლიტრაჲ, და აწცა ქრისტეს მიმართ აქუნდა სარწმუნოებაჲ, არამედ არა ვითარცა ჯერ-არს; ამისთჳსცა ღამით მოვიდა მისა, რამეთუ დღისი ეშინოდა, არამედ კაცთმოყუარემან უფალმან არავე გარემიაქცია, არცა გამოაჴუა თჳსისა სწავლისაგან, არამედ ასწავნა სწავლანი მაღალნი და დიდნი. ხოლო ისმინე, რასა იტყჳს ნიკოდემოს:

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუეთუ ქუეყანისაჲ გითხარ თქუენ, და არა გრწამს, ვითარ უკუე ზეცისაჲ გითხრა თქუენ, და გრწმენეს? და არავინ აღჴდა ზეცად, გარნა რომელი გარდამოჴდა ზეცით, ძჱ კაცისაჲ, რომელი არს ცათა შინა“ (3,12-13).:

...ქუს; ხოლო უფალმან რაჟამს ესრეთ ამხილა მას, მერმე უჩუენა, ვითარმედ არა თუ ოდენ ესე უწყის, არამედ უმეტესიცა ამის ყოვლისაჲ. ამისთჳს ჰრქუა მას, ვითარმედ: „არავინ აღჴდა ზეცად, გარნა რომელი გარდამოჴდა ზეცით, ძჱ კაცისაჲ, რომელი არს ცათა შინა“. ვინაჲთგან მან ჰრქუა, ვითარმედ: „ვიცით, ვითარმედ ღმრთისა მიერ მოხუედ მოძღურად“, ამისთჳს უფალი ეტყჳს, ვითარმედ: ნუ ჰგონებთ, თუ ესევითარი ვარ, ვითარცა სხუანი წინაჲსწარმეტყუელნი, რომელნი ქუეყანით იყვნეს, რამეთუ მე ზეცით მოსრულ ვარ, და წინაჲსწარმეტყუელთაგანი არავინ აღსრულ არს ზეცად; გარნა მე ზეცით მოვედ და ცათა არავე დავაკლდი, რამეთუ ზეცათა შინა ვარ. ჰხედავა, ვითარ დიდ არს სიტყუაჲ ესე და მაღალ? არამედ მისსა დიდებასა თანა მცირე არს, რამეთუ იგი არა თუ ცათა შინა ოდენ არს, არამედ ყოველგანცა. გარნა აწ უძლურებასა ამას ნიკოდემოსისსა ესეცა კმა-ეყვნეს სიტყუანი. ხოლო „ძედ კაცისა“ ამას ადგილსა ჴორცთა სახელ-სდებს, არამედ უდარჱსისა ამის ბუნებისაგან ყოვლითურთ ღმრთეებისაცა ბუნებასა თჳსსა უწოდა, რამეთუ ამას მრავალგზის იქმს, და ოდესმე ღმრთეებისა მისისა სახელითა ოდენ ღმრთეებასაცა მოასწავებს და კაცებასაცა, და კუალად ოდესმე კაცებისა ოდენ სახელითა ეგრეთვე ორსავე ბუნებასა მოასწავებს - ღმრთეებისაცა და კაცებისასა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა...

სრულად ნახვა