მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 3:14

13. And no man hath ascended up to heaven, but he that came down from heaven, even the Son of man which is in heaven.14. And as Moses lifted up the serpent in the wilderness, even so must the Son of man be lifted up:15. That whosoever believeth in him should not perish, but have eternal life.
John თავი 3
14. And as Moses lifted up the serpent in the wilderness, even so must the Son of man be lifted up:
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა-იგი მოსე აღამაღლა გუელი უდაბნოსა ზედა, ეგრეთ ჯერ-არს აღმაღლებაჲ ძისა კაცისაჲ“ (3,14).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: პირველად თქუა დიდი იგი ქველისმოქმედებაჲ თჳსი, რომელი მოსცა კაცთა ნათლის-ღებისა მიერ, და აწ შესძინა თქუმად მისისა მის მიზეზისა, და არარაჲთ უდარეს მის ქველისმოქმედებისა, რომელ არს ჯუარისამიერი იგი. ვითარცა-იგი პავლე ეტყოდა რაÁ კორინთელ-თა, ესე ორნივე ერთბამად თქუნა, ვითარმედ: „ნუუკუე პავლე ჯუარსეცუა თქუენთჳს? ანუ სახელსა ზედა პავლესსა ნათელ-იღეთა?“ რამეთუ ყოვლისა უფროჲს ესე ორნი საქმენი გამოაჩინებენ გამოუთქუმელსა მას კაცთა მიმართ სიყუარულსა მისსა, რამეთუ მტერთა თჳსთათჳს მოკუდა, რამეთუ ჩუენ ყოველნი მაშინ მტერ მისა ვიყვენით, და რომელ არა ესე ოდენ, არამედ ნათლის-ღებისა მიერ სრულსა ცოდვათა შენდობასა მოგუანიჭებს. ხოლო რაჲსათჳს არა თქუა ცხადად, თუ: მეგულების ჯუარცუმაჲ, არამედ ძუელისა მის სახისა მიმართ მიიყვანა სიტყუაჲ? ერთად, ამისთჳს, რაჲთა ცნან, ვითარმედ ძუელი იგი მახლობელ არს ახლისა და ზიარ მისა და არა უცხო, და მერმე, რაჲთა სცნა, ვითარმედ არა იძულებით მივიდოდა ჯუარ-ცუმად, და კუალად, რაჲთა გულისხმა-ჰყო, ვითარმედ მისი არარაჲ ვნებაჲ იყო საქმჱ იგი, და ვითარმედ სხუანი...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 9-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. მარადიული მსაჯული და დავრდომილთა შესავედრებელი:

...ა მასთან ურთიერთობა უმანკოებით უნდა ჰქონდეს; ამიტომ მას წყაროსა და ირემს უწოდებს, ქორწინებითი თანაცხოვრების სიწმინდის გამო. აქ ასეა; სხვაგან კი საჭიროა, დაწერილი ტექსტიც მივიღოთ და მისგან ნაგულისხმევი აზრიც, როგორც იმ სიტყვაშია: „და ვითარცა-იგი მოსე აღამაღლა გუელი უდაბნოს“ (). რადგან ესეც უნდა ვირწმუნოთ, რომ მოხდა — მართლაც მოხდა — და მისგან ნაგულისხმევიც ქრისტეს სახედ უნდა მივიღოთ. ასევე აქაც არ შეცდება ვინმე, თუ ნათქვამს იუდეველთა მოვლენებთან მიმართებით გაიგებს. „დაშჯედ საყდართა ზედა, მსაჯულო სიმართლისაო. შეჰრისხენ შენ წარმართთა და წარწყმდა უღმრთოჲ; სახელები მათი აჰჴოცე უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. მტერსა მახჳლნი მოაკლდეს სრულიად და ქალაქნი აღაოჴრენ; წარწყმდა საჴსენებელი მათი ღაღადებით“ (). რადგან თვით იმათ უბედურებაც, ვინც ქრისტე ჯვარს აცვეს, მთელ ქვეყნიერებაში ცხადია; მათი ქალაქებიც დაინგრა, ეშმაკის ხრიკებიც გაქრა, რადგან ქრისტეს მზრუნველობამ ყოველივე მოიცვა....

სრულად ნახვა