თ ა რ გ მ ა ნ ი: თჳთ იესუ არა ნათელ-სცემდა, გარნა შემასმენელნი მისნი ესრეთ უთხრობდეს ჰურიათა. ხოლო რაჲსათჳს წარვიდა უფალი მიერ? არა თუ შიშისა მათისათჳს, არამედ რაჲთამცა მიზეზი შურისა მა-თისაჲ დასცხრა; რამეთუ ძალ-ედვა, უკუეთუმცა ზედამოუჴდეს, დააყენნამცა, არამედ არა ინება ამისი ზედაჲსზედა ქმნაჲ, რაჲთა არა ურწმუნო ვიეთმე აღუჩნდეს ბუნებაჲ ჴორცთაჲ. რამეთუ ამისთჳს მრავალსა იქმს კაცობრივსა საქმესა, რაჲთა არა იჭუეულ იქმნეს განკაცებაჲ მისი, რამეთუ ვითარცა ენება, რაჲთამცა ჰრწმენა, ვითარმედ ღმერთი არს, ეგრეთვე ენება, რაჲთა კაცებაჲცა მისი სარწმუნო იქმნეს. ამისთჳს შემდგომად აღდგომისა ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: „გამოი-ძიეთ და იხილეთ, რამეთუ სულსა ჴორც და ძუალ არა ასხენ, ვითარ-ესე მე მხედავთ, რამეთუ მასხენ“. ამისთჳს პეტრესცა შეჰრისხნა, თქუა რაჲ მან, ვითარმედ: „შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ესე ესრეთ“. ისწრაფდა სარწმუნო-ყოფად ამის საქმისა, რამეთუ თავიცა ჩუენთა კეთილთაჲ მისი განკაცებაჲ იქმნა. მის მიერ დაჰჴსნდა სიკუდილი, და ცოდვაჲ განქარდა,...
John 4:3
2. (Though Jesus himself baptized not, but his disciples,)3. He left Judaea, and departed again into Galilee.4. And he must needs go through Samaria.
John თავი 4