თ ა რ გ მ ა ნ ი: თჳთ იესუ არა ნათელ-სცემდა, გარნა შემასმენელნი მისნი ესრეთ უთხრობდეს ჰურიათა. ხოლო რაჲსათჳს წარვიდა უფალი მიერ? არა თუ შიშისა მათისათჳს, არამედ რაჲთამცა მიზეზი შურისა მა-თისაჲ დასცხრა; რამეთუ ძალ-ედვა, უკუეთუმცა ზედამოუჴდეს, დააყენნამცა, არამედ არა ინება ამისი ზედაჲსზედა ქმნაჲ, რაჲთა არა ურწმუნო ვიეთმე აღუჩნდეს ბუნებაჲ ჴორცთაჲ. რამეთუ ამისთჳს მრავალსა იქმს კაცობრივსა საქმესა, რაჲთა არა იჭუეულ იქმნეს განკაცებაჲ მისი, რამეთუ ვითარცა ენება, რაჲთამცა ჰრწმენა, ვითარმედ ღმერთი არს, ეგრეთვე ენება, რაჲთა კაცებაჲცა მისი სარწმუნო იქმნეს. ამისთჳს შემდგომად აღდგომისა ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: „გამოი-ძიეთ და იხილეთ, რამეთუ სულსა ჴორც და ძუალ არა ასხენ, ვითარ-ესე მე მხედავთ, რამეთუ მასხენ“. ამისთჳს პეტრესცა შეჰრისხნა, თქუა რაჲ მან, ვითარმედ: „შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ესე ესრეთ“. ისწრაფდა სარწმუნო-ყოფად ამის საქმისა, რამეთუ თავიცა ჩუენთა კეთილთაჲ მისი განკაცებაჲ იქმნა. მის მიერ დაჰჴსნდა სიკუდილი, და ცოდვაჲ განქარდა,...
John 4:2
...ულთა, და შემდგომად დღესასწაულთა კუალად იორდანედ მივიდის, რამეთუ მუნცა მრავალნი შეკრბებოდეს. და უფალი მარადის, სადა ერი მრავალი არნ, მუნ მივიდის სწავლად და სარგებელად. ხოლო არა თუ თჳთ ნათელ-სცემდა, არამედ მოწაფენი მისნი, ვითარცა ქუემორე იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „თჳთ იესუ არა ნათელ-სცემდა, არამედ მოწაფენი მისნი“. ხოლო რაჲსათჳს არა ნათელ-სცემდა თჳთ? გარნა ამისთჳს, რამეთუ პირველ თქუა იოვანე, ვითარმედ: „მან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა და ცეცხლითა“, ; ; ხოლო უფალსა ჯერეთ სული წმიდაჲ არა მიეცა, და ამისთჳს სამართლად არა ნა-თელ-სცემდა თჳთ, არამედ მოწაფენი მისნი ნათელს-სცემდეს, რაჲთამცა მრავალნი მოიყვანნეს ქრისტჱსა. და რაჲსათჳს უკუე, იწყეს რაჲ მოწაფე-თა უფლისათა ნათლის-ცემად, იოვანე არა დასცხრა ნათლის-ცემისაგან, არამედ იგიცა ნათელ-სცემდა ენონს? და რად არა დასცხრა, რაჲთამცა უფროჲსად შესაწყნარებელ იქმნა ნათლის-ცემაჲ მოწაფეთა უფლისათაჲ? გარნა ამისთჳს არა დასცხრა ნათლის-ცემისაგან, რაჲთამცა არა თჳსნი მოწაფენი უმეტესსა შურსა შთაყარნა მათ მიმართ, რამეთუ უკუეთუ ესეოდენითა სწავლითა და ქადაგებითა ქრისტესითა ვერ შე...