თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ რაჲსათჳს არა თქუა, ვითარმედ: არა მოსე მოგცა თქუენ, არამედ მე, არამედ მოსჱს წილ ღმერთი და მანანაჲსა წილ თავი თჳსი თქუა? ამისთჳს, რამეთუ ფრიადი იყო უძლურებაჲ იგი მათი, და ესე საცნაურ არს შემდგომთა მათგან სიტყუათა, რამეთუ ესრეთცა თქუა, და ეგრეთცა ვერვე დაიმჭირნა, დაღაცათუ პირველვე ეთქუა მათა, ვითარმედ: „მეძიებთ მე, არა თუ რამეთუ იხილენით სასწაულნი, არამედ რამეთუ შჭამეთ პურთაგან და განსძეღით“. და ამის პირისათჳს შემდგომად ამისაცა ასწავა და ვერცა ეგრეთ განაყენნა გულისსიტყჳსა მისგან. არამედ რაჟამს სამარიტელსა აღუთქუმიდა მიცემად წყლისა, არა აჴსენა მამაჲ, არამედ თქუა, ვითარმედ: „უკუეთუმცა იცოდე ნიჭი ღმრთისაჲ და თუ ვინ არს, რომელი გეტყჳს: მომეც მე წყალი, რაჲთა ვსუა, შენმცა სთხოვე მას, და გცამცა წყალი იგი ცხოველი“. და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „წყალი, რომელი მე მივსცე“. ხოლო აწ აქა მამასა აჴსენებს, რაჲთა სცნა შენ, თუ რაზომ იყო სამარიტელისა მის სარწმუნოებაჲ, და რაზომ იყო ჰურიათა მათ უძლურებაჲ. ხოლო მანანაჲ ვინაჲთგან ღრუბელთაჲთ იყო...
John 6:32
31. Our fathers did eat manna in the desert; as it is written, He gave them bread from heaven to eat.32. Then Jesus said unto them, Verily, verily, I say unto you, Moses gave you not that bread from heaven; but my Father giveth you the true bread from heaven.33. For the bread of God is he which cometh down from heaven, and giveth life unto the world.
John თავი 6