მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 6:53

52. The Jews therefore strove among themselves, saying, How can this man give us his flesh to eat?53. Then Jesus said unto them, Verily, verily, I say unto you, Except ye eat the flesh of the Son of man, and drink his blood, ye have no life in you.54. Whoso eateth my flesh, and drinketh my blood, hath eternal life; and I will raise him up at the last day.
John თავი 6
53. Then Jesus said unto them, Verily, verily, I say unto you, Except ye eat the flesh of the Son of man, and drink his blood, ye have no life in you.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სიტყუაჲ ესე: „ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა შჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და ჰსუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაჲ თავისა თქუენისაჲ. ხოლო რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (6,53-54).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჟამს სულიერთა საქმეთათჳს ვიტყოდით, ნუმცა რაჲ არს მას ჟამსა სოფლისა საქმეთაგანი სულთა შინა ჩუენთა, ნუმცა რაჲ იპოვების მიწისაგანი და ქუეყანისაჲ, არამედ ყოველივე ესევითარი მას ჟამსა წარვდევნოთ ჩუენგან და მიუპყრნეთ ყურნი ჩუენნი და გულნი სიტყუათა მათ საღმრთოთა სმენასა; რამეთუ უკუეთუ მეფჱ რაჲ მივალნ, ყოველივე ამბოხებაჲ დაწყნარებულ იქმნის ადგილთა მათგან, რომელთა მივალნ, არა უფროჲსად ვყოთა დაწყნარებაჲ, რაჟამს სული წმიდაჲ გუეტყოდის ჩუენ, და მყუდროებით და ძრწოლით ვისმენდეთ მისსა? რამეთუ ძრწოლისაცა დიდისა ღირს არიან სიტყუანი ესე, რამეთუ იტყჳს:

სააღდგომო ეპისტოლე 2020 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო:

ქრისტე აღდგა!

დღეს სასოება წვიმს ქვეყანასა ზედა, ხარობს ეკლესია და მისი შვილნი... გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა ძლიერებით შემოსილი, ტყვენი ცოდვისანი განათავისუფლა და მაცხოვნებლად კაცთა გამოჩნდა, - გიხაროდეთ!

მისი ძალის დაფარვა სურდათ და ვერ შეძლეს, მისი სიმართლის დამცირება უნდოდათ და ვერ მოახერხეს, ვერაგობა განიზრახეს და ჭეშმარიტების გამობრწყინვებით გაწბილდნენ (წმ. იოანე მთავარეპისკოპოსი), რადგან

ქრისტე აღდგა!

აქებდით მას მართალნი ქვეყანისანი, - მთავარნი და მსაჯულნი, ჭაბუკნი და ქალწულნი, ძლიერნი და უძლურნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა... ყოველი სული აქებდით უფალსა (; 150,6).

  • რა არის ამ საყოველთაო სიხარულის მიზეზი?

  • ვიცით, რომ შემოქმედისაგან და სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე სამოთხისაგან ჩვენს პირველმშობელთა განდგომამ როგორც...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1987 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს, რომელთაც უხარის აღდგომა ქრისტესი:

...გი არა მხოლოდ საიდუმლო სერობის გახსენებაა, არამედ ჩვენი ერთობა მაცხოვართან, ჩვენზე გარდამომავალი უდიდესი საიდუმლო ძალა, ჩვენი განღმრთობა.

წმიდა ზიარების მიღების აუცილებლობაზე მიუთითებს მაცხოვრის ეს სიტყვები: „უკუეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა“ ().

ეკლესიის ისტორიის დასაწყისიდანვე წესად იყო მიღებული ხშირი ზიარება. მეორე საუკუნის ცნობილი მამა ეგნატე ღმერთშეილი წერს: „ეცადეთ, ხშირად შეიკრიბოთ ზიარებისთვის და ღვთის სადიდებლად“ (XIII ეპისტოლე ეფესელთა მიმართ).

წმიდა იოანე დამასკელი კი ამბობს: სულისა და ხორცისგან შედგენილ ადამიანს სჭირდება როგორც სულიერი, ისე ხორციელი საკვები. სულიერ საზრდოდ იესო ქრისტემ მოგვცა თვით თავისი ხორცი და სისხლი, რომელსაც წმიდა ევქარისტიაში ღვინისა და პურის სახე აქვს.

რატომ მისცა უფალმა მოციქულებს საჭმელად თავისი სისხლი და ხორცი ღვინისა და პურის სახით? - კითხულობენ ზოგნი.

პური სიმბოლოა ღვთის ძალისა, სიმბოლო კაცთა ერთობისა. თორმეტი მოციქულის სწავლანში - „დიდაქეში“ ვკითხულობთ: „როგორც ეს პური (ხორბლის სახით) იყო განბნეული სხვა და სხვა ბორცვზე და შემდეგ შეკრებილი გახდა მთლიანი, დე, ასე შეერთდეს შენს საუფლოში ქვეყნის ყველა კიდიდან ეკლესია შენი (უფა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა ჭამდეს იგინი, მოიღო იესუ პური, აკურთხა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თჳსთა და თქუა: მიიღეთ, ჭამეთ: ესე არს ჴორცი ჩემი. და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა, მისცა მათ და თქუა: სუთ ამისგანი ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (26,26-28).:

...ისი, არა გაქუს ცხორებაჲ თავისა თქუენისაჲ. ხოლო რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ. რამეთუ ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასუმელი არს. და რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგრომილ არს, და მე მის თანა“; და სხუაჲ ესევითარი მრავალი ეთქუა.

ამისთჳს აწ არღარა მრავალსა ეტყჳს ამის ჯერისათჳს, რამეთუ პირველვე ეთქუა და განემზადნეს გონებანი მათნი. ხოლო აწ აღასრულებს თქუმულსა მას და მისცემს ჴორცსა მისსა და სისხლსა პატიოსანსა და ეტყჳს: ესე არს ჴორცი ჩემი და სისხლი, რომლისათჳს გეტყოდე, ვითარმედ ჯერ-არს თქუენდა მიღებად. და მიზეზსა აუწყებს, თუ რაჲსათჳს დაითხევის სისხლი მისი: „მისატევებელად ცოდვათაო“. და სისხლად ახლისა აღთქუმისად სახელ-სდებს, ესე იგი არს, ახლისა შჯულისა. რამეთუ ესე აღუთქუა და უქადაგა პირველითგან, და ესე არს განმამტკიცებელი ახლისა ამის შჯულისაჲ.

და ვითარცა ძუელსა მას შჯულსა აქუნდეს შესაწირავნი - ცხოვარნი და ზუარაკნი, ეგრეთვე ახალსა ამას აქუს - სისხლი იგი სამეუფოჲ.

მოაჴსენებს უკუე ძუელსა მასცა შჯულსა, ვითარმედ იგიცა სისხლი-თა განემტკიცებოდა. და კუალად იტყჳს მიზეზსა სიკუდილისა თჳსისასა - „მრავალთათჳს დათხეულიო მისატევებელად ცო...

სრულად ნახვა