თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ესევითარი არს, ვითარმედ: სულიერად ჯერ-არს ჩემთჳს თქუმულთა მათ სიტყუათა სმენაჲ, რამეთუ რომელი ჴორციელად ისმენდეს მათ, მან ვერაჲ შეიძინოს, არცა სარგებელი პოვოს. ხოლო ჴორციელი ესე იყო, რომელ იჭუეულ იყვნეს იგინი, თუ ვითარ გარდამოჴდა ზეცით, და რომელ ჰგონებდეს, თუ ძჱ არს იოსებისი, და რომელ იტყოდეს, თუ: „ვითარ ძალ-უც მოცემად ჩუენდა ჴორცი თჳსი ჭამად?“ ესე ყოველი ჴორციელი იყო, ხოლო მათ საქმეთაჲ სულიერად და საიდუმლოდ ჯერ-არს გულისხმის-ყოფაჲ. და თუ ვინმე თქუას, თუ: ვითარმცა შეუძლეს მათ ცნობად და გულისხმისყოფად, რაჲ არს ჭამაჲ ჴორცისა მისისაჲ? გარნა ჯერ-იყო მათა, რაჲთამცა ჰკითხვიდეს და მოელოდესმცა ჟამსა გულისხმის-ყოფად და არამცა ესრეთ მეყსეულად დაბრკოლდებოდეს და იტყოდეს, თუ: შეუძლებელ არს ამის საქმისა ქმნაჲ.
John 6:63
...მხოლოდ აზროვნებს მართლმადიდებლურად, არამედ ის, ვინც კიდევაც აზროვნებს და კიდევაც ცხოვრობს ამ წესით. მხოლოდ ასეთი პიროვნება შეიმოსება სულიწმიდის მადლით, რადგან მაცხოვრის სწავლება არ არის განყენებული რომელიმე ფილოსოფიური ნააზრევი, არამედ სული და სიცოცხლე. „სიტყვები, რომლებსაც თქვენ გეუბნებით, სული არის და სიცოცხლე“ () - ბრძანებს უფალი.
როგორ ვიცხოვროთ სწორად?
ყოფნა-არყოფნის მარადიული კითხვა აღელვებდა ადამიანებს საუკუნეთა წინაც, აღელვებს დღესაც და ასევე იქნება, ალბათ, მომავალშიც. ურწმუნონი ფიქრობენ, თითქოს ჩვენი არსებობა შემთხვევითობაზეა დამოკიდებული, რითაც ისინი აზრს უკარგავენ მიწიერ ყოფას და უსულო, უღვთო და უგულო ცხოვრებისათვის წირავენ ადამიანებს.
ჩვენთვის, მართლმადიდებელ ქრისტიანთათვის კი, სიცოცხლე არის წყალობა უფლისა. იგია ყოვლისმიმტევებელი და ყოვლისმომცველი მარადიული სიყვარულის გამოვლინება და ამასთან ღვთისადმი ჩვენი რწმენის, იმედისა და ერთგულების გამოცდა. სიცოცხლე არის მომზადება მარადიული ნეტარებისთვის, ეს არის მდგომარეობა, როცა გეძლევა საშუალება, იგრძნო ღმერთი შენში და შენი თავი - ღმერთში.
მაგრამ პიროვნებამ ამას რომ მიაღწიოს, უფლის მცნებეზე დაყრდნობილი ჭეშმარიტი სარწმუნოებრივი ცხოვრება უნდა ჰქონდეს. მაცხოვარი გვარიგებს: - „შეიყუარო...
...); და კუალად: „რაჲთა შვილ ნათლის იქმნნეთ“; და: „მე ცხორებაჲ საუკუნოჲ მივსცე მათ“. ხოლო სულისა წმიდისათჳს, ისმინე, რასა იტყჳს, ვითარმედ: „სული არს ცხოველსმყოფელი“; და: „სული არს ცხორებაჲ და სიმართლჱ“. და მოციქული იტყჳს: „არამედ განიბანენით, არამედ განიწმიდენით სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა და სულითა ღმრთისა ჩუენისაჲთა“. ვინაჲთგან უკუე მამისათჳს ფრიად ასმიოდა და ძისა მრავალნი საქმენი ეხილვნეს, ხოლო სულისა წმიდისათჳს ესრეთ არარაჲ უწყოდეს, ამისთჳს მოვიდა და ქმნნა სასწაულნი და მისცა მათ სრული გულისხმის-ყოფაჲ, რაჲთა ესრეთ იგიცა იცნან, არამედ კუალად, რაჲთა არა უზეშთაესად ძისა შეჰრაცხონ იგი, ამისთჳს ჰრქუა, ვითარმედ: „რაოდენი ესმეს, იტყოდის“; და ვითარმედ: „მე მადიდოს“. და არა თუ მას სმენაჲ და სწავლაჲ უჴმდა. რამეთუ რაჲმცა ისმინა, რომელსა ყოველივე ეთქუა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ, გინა თუ დაჴსნისათჳს შჯულისა, გინა თუ ღმრთეებისა მისისათჳს, და განგებისა ყოველივე თქუმულ იყო მის მიერ?
#...