მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 6:68

67. Then said Jesus unto the twelve, Will ye also go away?68. Then Simon Peter answered him, Lord, to whom shall we go? thou hast the words of eternal life.69. And we believe and are sure that thou art that Christ, the Son of the living God.
John თავი 6
68. Then Simon Peter answered him, Lord, to whom shall we go? thou hast the words of eternal life.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უფალო, ვისა მივიდეთ? სიტყუანი ცხორებისა საუკუნოჲსანი გქონან. და ჩუენ გურწმენა და ვცანთ, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ“ (6,68-69).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, რამეთუ არა სიტყუანი იგი იყვნეს დამაბრკოლებელ, არამედ სიბრმჱ და უგულისხმოებაჲ მსმენელთაჲ მათ? და უფროჲსად, უკუეთუმცა არა ეთქუა, ყოლადვე საზრდელსამცა ჴორციელსა მოელოდეს მისგან. რამეთუ იხილეთ, ვითარ ესენიცა ათორმეტნი სხუათა მათ ერთა თანა იყვნეს და ესმოდა სიტყუაჲ მისი. და უკუანაჲსკნელ უფიცხლჱსნიცა სიტყუანი ჰრქუნა, და მათ ამას ყოველსა ზედა თქუეს, ვითარმედ: „ვისა მივიდეთ?“ ხოლო ფრიადსა სიყუარულსა მათსა აჩუენებს სიტყუაჲ ესე, რომელი აქუნდა მისა მიმართ, და აჩუენებდეს, ვითარმედ უფროჲს ყოვლისა ქრისტე არს მათა პატიოსან, უფროჲს მამათა და დედათა და ყოველთავე დაბადებულთა, და ვითარმედ თუ წარვიდეს მისგან, არღარა აქუს, თუ სადამცა მივიდეს. და მერმე, რაჲთა არა საგონებელ იყოს, თუ ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „ვისა მივიდეთ?“ რომელ არავინ იყო შემწყნარებელ მათა, ამისთჳს შესძინა და თქუა, ვი-თარმედ: „სიტყუანი საუკუნოჲსა ცხორებისანი გქონან“. რამეთუ სხუანი იგი ჴორციელად და კაცობრივითა გულისსიტყჳთა ისმენდეს სიტყუათა მისთა, ხოლო ესენი - სულიერად, შემკობილნი სარწმუნოებითა, რომლისათჳს იტყოდა უფალი, ვითარმედ: „სულ არიან სიტყუანი ესე და ცხორება“,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის