მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 7:23

22. Moses therefore gave unto you circumcision; (not because it is of Moses, but of the fathers;) and ye on the sabbath day circumcise a man.23. If a man on the sabbath day receive circumcision, that the law of Moses should not be broken; are ye angry at me, because I have made a man every whit whole on the sabbath day?24. Judge not according to the appearance, but judge righteous judgment.
John თავი 7
23. If a man on the sabbath day receive circumcision, that the law of Moses should not be broken; are ye angry at me, because I have made a man every whit whole on the sabbath day?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ წინადაცუეთილებაჲ მიიღის კაცმან შაბათსა შინა“ (7,23).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარმედ მაშინ უფროჲსად დაემტკიცების შჯული, რაჟამს დაიჴსნას? ჰხედავა, რამეთუ დაჴსნაჲცა შაბათისაჲ დამარხვაჲ არს შჯულისაჲ? რამეთუ უკუეთუმცა არა დაიჴსნა შაბათი, იქმნების დაჴსნაჲ შჯულისაჲ, და ამის მიერ ჩანს, ვითარმედ მეცა სადამე დავამტკიცე იგი. და არა თქუა, თუ: მე მრისხავთ, რომელ უმეტესი წინადაცუეთისაჲ ვქმენ, არამედ საქმჱ ოდენ უთხრა და საშჯელი მისი მათა მიაგდო, რაჲთა საჯონ, თუ: არა უმჯობჱს არსა წინადაცუეთისა ყოვლითურთ განმრთელებაჲ? რამეთუ უკუეთუ სასწაული მიიღოს კაცმან, რომელი არასადა სარგებელ არს სიმრთელედ, ამისთჳს დაიჴსნების შჯული, ამისთჳს მრისხანე ხართა, უკუეთუ დავჰჴსენ შაბათი, რაჲთა სენისა ესევითარისაგან განთავისუფლდეს?1

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვინ არს თქუენგანი, რომელსა ედგას ცხოვარი ერთი, და შთავარდეს იგი დღესა შაბათსა ჯურღმულსა, არა-მე უპყრასა და აღმოიქუას იგი? რავდენ უმჯობეს არს კაცი ცხოვრისა? ამისთჳს ჯერ-არს შაბათსა შინა კეთილისა საქმე. მაშინ ჰრქუა იესუ კაცსა მას: განირთხ ჴელი შენი! და მან განირთხა ჴელი, და კუალად მოეგო ცოცხალი, ვითარცა ერთი იგი“ (12,11-13).:

...და ვი-თარცა კაცმანცა; ვითარცა ღმერთმან, ვითარმედ: „მამაჲ ჩემი მოაქამდე იქმს, და მეცა ვიქმ“; ხოლო ვითარცა კაცმან, რაჟამს ჰრქუა: „უკუეთუ წინადაცუეთილებაჲ მიიღის კაცმან შაბათსა, რაჲთა არა განქარდეს შჯული მოსესი, მე მაბრალებთა, რამეთუ ყოვლადვე განვაცოცხლე კაცი შაბათსა?“

და კუალად, ოდეს მოწაფეთა აბრალებდეს, საქმე იგი დავითისი წინაუყო; და კუალად აქა ჰკითხა, თუ: „რაჲ ჯერ-არს შაბათსა შინა, კეთილისა საქმე ანუ ბოროტისაჲ?“ და ვითარმედ: „ვინ არს თქუენგანი, რომელმან არა აღმოიქუას ცხოვარი თჳსი ჯურღმულისაგან დღესა შაბათსა?“ გარნა იგინი ამას ყოველსა ზედა უკურნებელ იყვნეს და უკეთურებითა სავსე. ვინაჲთგან უკუე იხილნა, რამეთუ არა შეიწყნარებდეს კურნებასა სულთა მათთასა, მაშინ კაცსა მას მიექცა და ჰრქუა: „განირთხ ჴელი შენი! და მან განირთხა ჴელი, და კუალად მოეგო ცოცხალი, ვითარცა ერთი იგი“. ესევი-თარი რაჲ აღესრულა საკჳრველებაჲ, იხილე, ვითარსა გულისჴმის-ყოფასა მოვიდეს უღმრთონი იგი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ფარისეველნი იგი გამოვიდეს და ზრახვა-ყვეს მისთჳს, რაჲთა წარწყმიდონ იგი. ხოლო იესუ გულისჴმა-ყო და განეშორა მიერ და წარვიდა. და მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგი ყოველნი. და ამცნო მათ, რაჲთა არა გამოაცხ...

სრულად ნახვა