მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 7:33

32. The Pharisees heard that the people murmured such things concerning him; and the Pharisees and the chief priests sent officers to take him.33. Then said Jesus unto them, Yet a little while am I with you, and then I go unto him that sent me.34. Ye shall seek me, and shall not find me: and where I am, thither ye cannot come.
John თავი 7
33. Then said Jesus unto them, Yet a little while am I with you, and then I go unto him that sent me.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მცირედ ჟამ თქუენ თანა ვარ“ (7,33).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: და რომელსა-იგი ძალ-ედვა მოდრეკად მათა და შეშინებად, იგი სიტყუათა იტყჳს სიმდაბლითა სავსეთა, ვითარმცა იტყოდა: რად ისწრაფით მოკლვად ჩემდა და განძებად? მცირედსაღა ჟამსა მელოდეთ, და მერმე, დაღაცათუ გენებოს დაყენებაჲ ჩემი თქუენ თანა, არა ვდგე. და მერმე, რაჲთა არა სიკუდილად გულისხმა-ყონ, რამეთუ ყოველ-თა ზედა მოიწევის, რამეთუ ესეცა მოიგონეს მათ, ხოლო რაჲთა არავინ ესე მოიგონოს, ამისთჳს თქუა:

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვიდოდეთ, ვიდრე ნათელი გაქუსღა“ (12,35).:

...ჟამისა მისთჳს, რომელი უწინარეს ჯუარს-ცუმისა იყო? მე ვჰგონებ, თუ ორთავე იტყჳს, რამეთუ მიუწდომელისა კაცთმოყუარებისა მისისათჳს მრავალთა შემდგომად ჯუარსცუმისაცა ჰრწმენა. ხოლო ამათ სიტყუათა იტყჳს, რაჲთამცა მოსწრაფეყვნა სარწმუნოებისა მიმართ, ვითარცა ზემორე ქმნა, და ესრეთ იტყოდა, ვითარმედ: „მცირედ ჟამ თქუენ თანა ვარ“, ; (13,33) და აქაცა იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელი ვალნ ბნელსა შინა, არა იცინ, ვიდრე ვალნ“ (12,35).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე ჭეშმარიტად აღესრულა ჰურიათა ზედა, რამეთუ რაოდენთა საქმეთა იქმან, და არა იციან, რასა იქმან, არამედ ვითარცა ბნელსა შინა ვლენ და ჰგონებენ, ვითარმედ მართალსა გზასა ვლენ, არამედ იგინი ბოროტსა და განდრეკილსა ვლენ, შაბათსა იმარხვენ და შჯულსა ძუელსა, და არა იციან, რასა იქმან. და ამისთჳს ეტყოდა: „ვიდოდეთ, ვიდრე ნათელი გაქუს, რაჲთა ძე ნათლის იყვნეთ“, ესე იგი არს, ჩემნი ძენი; ვითარცა პირველ იტყოდა მახარებელი, ვითარმედ: „არა ნებითა ჴორცთაჲთა, არამედ ღმრთისაგან იშვნეს“, ესე იგი არს, ვითარმედ მამისაგანცა. აქა თჳთ იტყჳს შობად მათა, რაჲთა სცნა, ვი-თარმედ ერთი ძალი არს მამისა და ძისაჲ.

ს ა ხ ა რ ე...

სრულად ნახვა