მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲჱ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მიუგო ერმან მან: ჩუენ გუასმიეს შჯულისაგან, ვითარმედ ქრისტე უკუნისამდე ეგოს. და შენ ვითარ იტყჳ, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისა ამაღლებაჲ? ვინ არს ესე ძჱ კაცისაჲ?“ (12,34).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ადვილად საცნობელ არს ცთომაჲ და უძლურ, დაღაცა-თუ ბევრეულითა სახითა იფარვიდეს თავსა თჳსსა. და ვითარცა რომელნი მიდრეკილსა და დაცემად მიახლებულსა კედელსა გოზდენ და გლესდენ, გლესითა მით ვერ განამტკიცებენ მას, ეგრეთვე რომელნი ტყუოდიან, ადვილად იმხილებიან, ვითარცა-ესე აქა მოიწია ჰურიათა ზედა; რამეთუ რაჟამს ქრისტემან ჰრქუა მათ, ვითარმედ: „რაჟამს აღვიმაღლო, ყოველნი ჩემდა მოვიზიდნე“,1 მათ მიუგეს და ჰრქუეს: „ჩუენ გუასმიეს შჯულისაგან, ვითარმედ ქრისტე უკუნისამდე ეგოს. და შენ ვითარ იტყჳ, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისა აღმაღლებაჲ? ვინ არს ესე ძჱ კაცისაჲ?“ ხოლო უკუეთუ ესე იცოდეს წერილისაგან, ვითარმედ ქრისტე უკუნითი უკუნისამდე ჰგიეს, იგიცა ვითარ არა იცოდეს, რომელსა იტყოდა? რამეთუ ყოველგან წერილთა შინა არს წინაჲსწარმეტყუელებაჲ ვნებისა და აღდგომისათჳს. ესაია იტყოდა: „ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგუარა“,2 და შემდგომი ამისი; და დავით იტყოდა შემსგავსებულსა ამისსა მეორესა შინა ფსალმუნსა3 და სხუათა მრავალთა ადგილთა, და ერთად იტყოდა ვნებისათჳს და აღდგომისა; და მამათმთავარმან თქუა: „მიწვა და მიიძინა, ვითარცა ლომმან“, და მერმე შესძინა და თქუა, ვითარმედ: „და ვინ აღადგინოს იგი?“4 და აჩუენებს ერთბამად სიკუდილსა ვნებისათჳს და აღდგომისა. არამედ ესენი ჰგონებდეს, რაჲთამცა გამოაჩინეს, ვითარმედ არა ქრისტე არს, და ესრეთ აღიარეს, ვითარმედ ჭეშმარიტად ქრისტე უკუნისამდე ჰგიეს. და იხილე უკეთურებაჲ მათი, რამეთუ არა თქუეს, თუ: გუასმიეს, ვითარმედ ქრისტეს არაჲ ევნოს, არამედ: „უკუნისამდე ეგოს“, არამედ ვნებაჲ უკუდავებისა დამახრწეველ არა იქმნებოდა. და ამის მიერ საცნაურ არს, ვითარმედ მრავალსა გულისხმა-ჰყოფდეს და ნეფსით ზაკუვიდეს. რამეთუ ესმა მისგან, ვითარმედ: „ჯერ-არს ძისა კაცისა აღმაღლებაჲ“, და არა ჰრწმენა, არამედ თქუეს: „ვინ არსო ესე ძჱ კაცისაჲ?“ და ესეცა უკეთურებით, ვითარმცა აჩუენებდეს, ვითარმედ არა იციან, თუ იგი არს. ხოლო ქრისტეს ენება მათისა პირისა დაყოფაჲ და რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ არა დამაყენებელ არს ვნებაჲ უკუნისამდე ყოფისა, და ამისთჳს ჰრქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მცირედ ჟამ ნათელი თქუენ თანა არს“ (12,35). თ ა რ გ მ ა ნ ი: გამოაჩინებს, ვითარმედ სიკუდილი მისი მიცვალე-

1 იოან. 12,32. 2 ესაია 53,7; საქმე 8,32. 3 ფსალმ. 2,2. 4 დაბ. 49,9.

ბაჲ არს, რამეთუ ნათელი მზისაჲ არა განქარდების, არამედ მცირედ ჟამ მიგუეფარვის და მერმე გამოჩნდების.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვიდოდეთ, ვიდრე ნათელი გაქუსღა“ (12,35).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რომლისა ჟამისათჳს-მე იტყჳს ამას? ყოვლისა ამის ცხორებისათჳს საწუთროჲსა ანუ ჟამისა მისთჳს, რომელი უწინარეს ჯუარს-ცუმისა იყო? მე ვჰგონებ, თუ ორთავე იტყჳს, რამეთუ მიუწდომელისა კაცთმოყუარებისა მისისათჳს მრავალთა შემდგომად ჯუარსცუმისაცა ჰრწმენა. ხოლო ამათ სიტყუათა იტყჳს, რაჲთამცა მოსწრაფეყვნა სარწმუნოებისა მიმართ, ვითარცა ზემორე ქმნა, და ესრეთ იტყოდა, ვითარმედ: „მცირედ ჟამ თქუენ თანა ვარ“,1 და აქაცა იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელი ვალნ ბნელსა შინა, არა იცინ, ვიდრე ვალნ“ (12,35).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე ჭეშმარიტად აღესრულა ჰურიათა ზედა, რამეთუ რაოდენთა საქმეთა იქმან, და არა იციან, რასა იქმან, არამედ ვითარცა ბნელსა შინა ვლენ და ჰგონებენ, ვითარმედ მართალსა გზასა ვლენ, არამედ იგინი ბოროტსა და განდრეკილსა ვლენ, შაბათსა იმარხვენ და შჯულსა ძუელსა, და არა იციან, რასა იქმან. და ამისთჳს ეტყოდა: „ვიდოდეთ, ვიდრე ნათელი გაქუს, რაჲთა ძე ნათლის იყვნეთ“,2 ესე იგი არს, ჩემნი ძენი; ვითარცა პირველ იტყოდა მახარებელი, ვითარმედ: „არა ნებითა ჴორცთაჲთა, არამედ ღმრთისაგან იშვნეს“,3 ესე იგი არს, ვითარმედ მამისაგანცა. აქა თჳთ იტყჳს შობად მათა, რაჲთა სცნა, ვი-თარმედ ერთი ძალი არს მამისა და ძისაჲ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას ეტყოდა იესუ და წარვიდა და დაიმალა მათგან“ (12,36).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს დაიმალა აწ, ვინაჲთგან არცა ქვები აღიღეს, არცა სიტყუაჲ ბოროტი ჰრქუეს? გარნა იგი მხედველი იყო გულთაჲ და ჰხედვიდა, ვითარმედ აღგზნებულ იყო გულისწყრომაჲ მათი, და წარვიდა, რაჲთამცა ნუგეშინის-სცა შურსა მათსა. და იხილე, ვითარ მოასწავა ესე მახარებელმან, რამეთუ მეყსეულად იტყჳს, ვითარმედ: „ესეზომი სასწაული ქმნა იესუ წინაშე მათსა, და არა ჰრწმენა მისი“ (12,37). რომელნი ესეზომნი? რაოდენნი მახარებელსა არა დაუწერიან, რამეთუ ვითარცა თჳთ იტყჳს, ვითარმედ უმრავლესნი იგი სასწაულნი მისნი არა დაუწერიან.4 ხოლო ქრისტე განეშორა და კუალად მოვიდა რაჲ, ეტყოდა, ვითარმედ: „რომელსა მე ვჰრწმენე, არა მე ვჰრწმენე, არამედ მომავლინებელი ჩემი“.5 რამეთუ მარადის ესრეთ იქმს: იწყებს სიტყუათაგან მდაბალთა და მიიყვანებს სიტყუასა თჳსსა მამისა მიმართ და აღამაღ-

1 იოან. 7,33; 13,33. 2 შდრ. იოან. 12,35-36. 3 იოან. 1,13. 4 შდრ. იოან. 20,30; 21,25. 5 იოან. 12,44.

ლებს სიტყუასა თჳსსა; და რაჟამს იხილოს განფიცხებაჲ მათი, წარვალს მათგან და მერმე კუალად მოიწევის მათა მიმართ, კუალად მდაბალთა სიტყუათა მიერ იწყებს თქუმად, ვითარცა-იგი თქუა რაჲ, ვითარმედ: „ვი-თარცა მესმის, ვშჯი“,1 და მერმე აღამაღლა სიტყუაჲ თჳსი, ვითარმედ: „ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა, ეგრეთვე ძჱ აღადგინებს“;2 და მერმე მიეფარა და კუალად მივიდა მათა გალილეას და ეტყოდა სწავლასა და თქუა, ვითარმედ ზეცით გარდამოსრულ არს;3 და მიეფარა და კუალად კარვობად გამოჩნდა. და ესრეთ ჰყოფდა მარადის სწავლასა თჳსსა მრავალსახედ მიფარვითა და გამოჩინებითა, სიმდაბლითა და სიმაღლითა, ვითარცა-ესე აქაცა ქმნა. „ხოლო ესეოდენნი სასწაულნი ქმნნა, და არა ჰრწმენა მისი. რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი ესაია წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელი თქუა: უფალო, ვის-მე ჰრწმენა სასმენელი ჩუენი? და მკლავი უფლისაჲ ვის გამოეცხადა?4 და ამისთჳს ვერ ეძლო რწმუნებად, რამეთუ კუალად თქუა ესაია: დაუბრმეს თუალნი მათნი, და დაუსულბეს გულნი მათნი, რაჲთა ვერ იხილონ თუალითა, ვერცა გულისხმა-ყონ გულითა.5 ესე თქუა ესაია, ოდეს იხილა დიდებაჲ მისი და მისთჳს იტყოდა“ (12,37-41). აჰა ესერა კუალად სიტყუაჲ ესე, ვითარმედ არა მიზეზისანი არიან, არამედ აღსასრულისანი, რამეთუ არა თუ, რომელ ესაია თქუა, თუ: „არა ჰრწმენეს“, ამისთჳს არა ჰრწმენა, არამედ ვინაჲთგან არა ეგულებოდა რწმუნებად, ამისთჳს თქუა ესაია. ხოლო რაჲ არს, რომელ მახარებელი არა ესრეთ იტყჳს, არამედ იტყჳს, თუ: ურწმუნოებაჲ წინაჲსწარმეტყუელებისაგან იყო და არა წინაჲსწარმეტყუელებაჲ - ურწმუნოებისაგან? რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ამისთჳს ვერ ეძლო რწმუნებად, რამეთუ თქუა ესაია“. რამეთუ ამას ადგილსა ჰნებავს გამოჩინებად უტყუველობასა მას წერილისასა, ვითარმედ რომელი-იგი თქუა, ყოველივე იქმნა. რაჲთა ვერვინ იტყოდის, თუ: რაჲსათჳს მოვიდა ქრისტე, ვინაჲთგან იცოდა, ვითარმედ არა უსმენდეს მას? ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელთაცა შემოიყვანებს, რომელთა იცოდეს ესე. ხოლო იგი მოვიდა, რაჲთა მიზეზი არა აქუნდეს ცოდვისა მათისათჳს, რამეთუ რაჲცა თქუა წინაჲსწარმეტყუელმან, ეგევითარი თქუა, რომელი უეჭუელად ეგულებოდა ყოფად, რამეთუ უკუეთუმცა არა ეგულებოდა ყოფად, არამცა ეთქუა; ხოლო უკუეთუ ესე სიტყუაჲ არს, ვითარმედ: „ვერ ძალედვა“, ესე მისი ნაცვალი არს, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: არა უნდა, და ნუ გიკჳრს, რამეთუ სხუასა ადგილსა იტყჳს: „რომელსა ძალ-უც ტჳრთვად, იტჳრთენ“.6 და ესრეთ მრავალსა ადგილსა ნებასა ძალად უწოდებს, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „სოფელსა ვერ ძალ-უც მოძულებად

1 იოან. 5,30. 2 შდრ. იოან. 5,21. 3 შდრ. იოან. 6,38,41,51. 4 ესაია 53,1. 5 შდრ. ესაია 6,9-10; მათ. 13,14-15; მარკ. 4,12; ლუკ. 8,10; საქმე 28, 26-27; რომ. 11,8. 6 მათ. 19,12.

თქუენდა“.1 და კუალად არა წერილისა მიერ ოდენ არს ესე ჩუეულებაჲ, არამედ მრავალგზის კაცთა მიერცა, ვითარცა იტყჳნ ვინმე, ვითარმედ: ვერ ძალ-მიც მისი ვისიმე შეყუარებაჲ, და ფრიადსა მას ნებასა ძალად უწოდნ; და ვითარმედ მას ვისმე ვერ ძალ-უც, რაჲთამცა სახიერ იყო, და ძალად ნებასა იტყჳნ. და კუალად წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ იცვალოს ჰინდომან ტყავი თჳსი და ვეფხმან სიჭრელჱ თჳსი, და ერმანცა ამან შეუძლოს კეთილის-ყოფად, რომელსა უსწავლიეს ბოროტი“.2 არა თუ იტყჳს, თუ: შეუძლებელ არს ქმნაჲ სათნოებისაჲ, არამედ: არა ჰნებავსო და ამისთჳს ვერ ძალ-უც. და აქაცა უკუე მახარებელი ამას იტყჳს, ვითარმედ: შეუძლებელ იყო, რაჲთამცა ტყუვა წინაჲსწარმეტყუელმან, გარნა არა თუ მათისა სიტყჳსათჳს ვერ ეძლო მათ რწმუნებად, რამეთუ შესაძლებელ იყო, რაჲთამცა ერწმუნა მათ, და იგი უტყუველადმცა ეგო, რამეთუ არამცა ესე წინაჲსწარ ეთქუა, რამეთუ ესევითარი აქუს ჩუეულებაჲ წერილსა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე თქუა ესაია, ოდეს იხილა დიდებაჲ მისი“ (12,41).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვისი დიდებაჲ? მამისაჲ. ხოლო ვითარ იოვანე ძისათჳს იტყჳს და პავლე სულისათჳს? არამედ არა თუ შეჰრწყუმენ იგინი გუამოვნებითა, - ნუ იყოფინ! - არამედ ესრეთ იტყჳან, ვითარმედ ერთი არს პატივი მათი, რამეთუ ყოველივე მამისაჲ ძისაჲ არს, და ძისაჲ სულისა წმიდისაჲ არს; და სიტყუანი იგი სულისა წმიდისანი არიან, რამეთუ ყოველივე, რომელი თქუან ანგელოზთა, ღმრთისა სიტყუანი არიან, ხოლო რომელი ღმერთმან თქუას, იგინი არა ანგელოზთანი არიან. ეგრეთვე ესე სიტყუანი სულისანი არიან.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იტყოდა მისთჳს“ (12,41).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რასა იტყოდა? „ვიხილე უფალი მჯდომარე საყდართა მაღალთა“,3 და შემდგომი ამისი. ხოლო „დიდებად“ აქა იტყჳს ხილვასა მას და კუამლსა და საიდუმლოთა მათ დაფარულთა და ხილვასა სერაბინთასა და ელვასა მას საყდრისაგან გამომავალსა, რომელსა მიხედვად ძალნი იგი ვერ შემძლებელ იყვნეს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იტყოდა მისთჳს“ (12,41).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რასა იტყოდა? რაჟამს ესმა ჴმაჲ, ვითარმედ: „ვინ წარვავლინო ამის ერისა? და თქუა: აჰა ესერა მე წარმავლინე. და თქუა: სმენით ესმოდის და ვერ გულისხმა-ყონ. რამეთუ დააბრმნა თუალნი მათნი და გული მათი განაფიცხა“.4 აჰა ესერა კუალად სხუაჲ საძიებელი, არამედ ადვილ არს, უკუეთუ კეთილად გულისხმა-ჰყოფდეთ. რამეთუ ვითარცა მზჱ უძლურთა თუალთა უფროჲსად ავნებს, არა თუ

1 იოან. 7,7. 2 იერ. 13,23. 3 ესაია 6,1. 4 შდრ. ესაია 6,8-10; მათ. 13,14-15; მარკ. 4,12; ლუკ. 8,10; საქმე 28,26-27; რომ. 11,8.

მისი ბუნებაჲ ესრეთ არს, არამედ იგინი უძლურ არიან, ეგრე იქმნების მათ ზედა, რომელნი მაცილობელ იყვნენ სიტყუათა ღმრთისათა თჳსითა გულისხმის-ყოფითა ცნობად. რამეთუ ფარაოჲსთჳსცა ითქუმის ესრეთ, ვითარმედ: „განვაფიცხო გული მისი“,1 და ესეცა ჩუეულებაჲ არს წერილისაჲ. და კუალად წერილ არს: „მისცნა იგინი გამოუცდელსა გონებასა“,2 ესე იგი არს, მიუშუნა, შეუნდო, რამეთუ არა თუ ესრეთ იტყჳს წერილი, ვითარმედ მან მისცნა იგინი, რაჲთამცა ქმნეს ბოროტი უნებლიაჲთ, არამედ რამეთუ ბოროტ იყო გონებაჲ მათი, და უკეთურებისათჳს გულთა მათთაჲსა მიუშუნა და დაუტევნა იგინი. ხოლო ოდეს კაცი ღმრთისა მიერ დატევებულ იქმნას, მიერითგან ეშმაკსა რაჲცა ენებოს, აქმნევს. და ამისთჳს შეაშინებს მსმენელსა და იტყჳს: „განაფიცხა და მისცა“, რამეთუ იგი ნეფსით თჳსით არა თუ ოდენ არა მიგუცემს, არამედ და-ცა-არავე-გჳტეობს; და ისმინე, რასა იტყჳს, ვითარმედ: „არა ცოდვანი თქუენნი განგყოფენ ჩემგან?“3 და კუალად იტყჳს: „აჰა ესერა რომელთა განიშორნეს თავნი თჳსნი შენგან, იგინი წარწყმდეს“;4 და ოსე წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: „დაივიწყე შჯული უფლისა ღმრთისა შენისაჲ, დაგივიწყო მეცა“;5 და თავადი უფალი იტყჳს: „რაოდენგზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა თქუენთაჲ, და თქუენ არა ინებეთ!“6 და ესაია კუალად იტყჳს: „მოვედ, და არა იყო კაცი, უწოდე, და არა იყო, რომელმანმცა მისმინა“.7 ხოლო ამას ყოველსა იტყჳან, რაჲთა გულისხმა-ვყოთ, ვითარმედ ჩუენ ვიქმთ დასაბამსა ღმრთისა დატევებისასა და მიზეზ ვიქმნებით წარწყმედისა ჩუენისა, რამეთუ ღმერთსა არა თუ ოდენ არა ჰნებავს დატევებაჲ და ტანჯვაჲ ჩუენი, არამედ ოდეს გუტანჯვიდეს, მასცა არა ნებსით, არამედ უნებლიაჲთ იქმს, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „არა მნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ“;8 და ქრისტეს ეგულებოდა რაჲ იერუსალჱმისა წარწყმედაჲ, ცრემლოვოდა მას ზედა,9 რომელსა ჩუენ ვიქმთ მოყუარეთა ჩუენთა ზედა.

სწავლაჲ ჲჱ: სიყუარულისათჳს

ამისთჳს უკუე, რომელთა ესე ყოველი ვიცით, ვისწრაფოთ, რაჲთა არა დატევებულ ვიქმნნეთ ღმრთისა მიერ, არამედ ვიღუწიდეთ სულთა ჩუენთა და ვისწრაფდეთ შეყუარებად მოყუსისა და ნუმცა განვეყოფვით ასოთა ჩუენთა, რომელ-ესე საქმჱ არს განცოფებულთაჲ, არამედ

1 გამ. 4,21; 7,3; 10,1. 2 რომ. 1,28. 3 შდრ. ესაია 59,2. 4 ფსალმ. 72,27. 5 შდრ. ოსე 4,6. 6 მათ. 23,37; ლუკ. 13,34. 7 ესაია 50,2. 8 ეზეკ. 18,32. 9 შდრ. ლუკ. 19,41-44.

უფროჲსად ვისწრაფდეთ კურნებად ასოთა ჩუენთა, უკუეთუ უძლურნი იყვნენ. რამეთუ ჴორციელთა ამათ ასოთა შინა უკუეთუ ვიხილოთ ერთი რომელიმე მოუძლურებული, ყოვლითა მოსწრაფებითა არა დავსცხრებით კურნებად, და უკუეთუ ვერ შეუძლოთ, არავე დავსცხრებით. ეგრეთვე უკუე ვისწრაფოთ ძმათა ჩუენთა ყოფად და ურთიერთას სიმძიმესა ვიტჳრთვიდეთ, რაჲთა ესრეთ აღვასრულოთ შჯული ქრისტესი და მივემთხჳნეთ საუკუნეთა კეთილთა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.