მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 7:39

38. He that believeth on me, as the scripture hath said, out of his belly shall flow rivers of living water.39. (But this spake he of the Spirit, which they that believe on him should receive: for the Holy Ghost was not yet given; because that Jesus was not yet glorified.)40. Many of the people therefore, when they heard this saying, said, Of a truth this is the Prophet.
John თავი 7
39. (But this spake he of the Spirit, which they that believe on him should receive: for the Holy Ghost was not yet given; because that Jesus was not yet glorified.)
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ესე თქუა სულისა მისთჳს, რომელი მოცემად იყო მორწმუნეთა მათ მისთა, რამეთუ არღა იყო სული წმიდაჲ მოცემულ“ (7,39).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: და ვითარ წინაჲსწარმეტყუელთა ქადაგეს პირველ, უკუეთუ სული წმიდაჲ არღა იყო მოცემულ? რამეთუ მოციქულნი ეშმაკ-თა მათ, რომელთა მაშინ განასხმიდეს, არა სულისა მიერ წმიდისა განასხმიდეს, არამედ ჴელმწიფებითა მით მის მიერ მოცემულითა, ვითარცა თავადი იტყოდა, ვითარმედ: „უკუეთუ მე ბელზებულითა განვასხამ, ძენი თქუენნი რომლითა განასხმენ ეშმაკთა?“ ; ხოლო ესე თქუა, რაჲთამცა მოასწავა, ვითარმედ არა სულისა მიერ განასხმიდეს უწინარეს ჯუარცუმისა, არამედ მისმიერითა მით ჴელმწიფებითა; და რაჟამს-იგი ეგულებოდა წარვლინებაჲ მათი ქადაგებად, მაშინ ეტყოდა მათ: „მიიღეთ სული წმიდაჲ“; და კუალად: „მოვიდა მათ ზედა სული წმიდაჲ, მაშინ იქმოდეს სასწაულთა“.

ხოლო პირველ რაჟამს წარავლენდა მათ, არა წერილ არს, თუ: მისცა მათ სული წმიდაჲ, არამედ: „მისცა მათ ჴელმწიფებაჲო“ ; და ჰრქუა:...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა იხილა ერი იგი, შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყვნეს დამაშურალ და დაცჳვნებულ, ვითარცა ცხოვარნი, რომელ-თა არა აქუნ მწყემსი. მაშინ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი - მცირედ. ევედრენით უფალსა სამკლისასა, რაჲთა გამოავლინნეს მოქმედნი სამკალსა თჳსსა. და მოუწოდა ათორმეტ-თა მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდა-თა, რაჲთა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და უძლურებათა“ (9,36-10,1).:

...ლისა გამოაჩინნა. და იხილე წესი იგი და სახე შემატებისა მათისაჲ საკჳრველი: „მოუწოდა ათორმეტთა მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდათა, რაჲთა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და უძლურებათა“. სული წმიდაჲ არღა მოცემულ იყო მათდა, ვითარცა იოვანე იტყჳს, „რამეთუ იესუ არღა იყო დიდებულ“; ხოლო დიდებად ჯუარ-ცუმასა მისსა სახელ-სდებს. ვითარ უკუე განასხმიდეს სულთა მათ არაწმიდათა? ძალითა მით და ჴელმწიფებითა ბრძანებისა მის უფლისაჲთა იქმოდეს მაშინ სასწაულთა მათ. ხოლო ვინაჲთგან მოვიდა სული წმიდაჲ მათ ზედა, მიერითგან სამარადისოჲ და განცხადებული მოიღეს ჴელმწიფებაჲ ყოვლისავე სასწაულთა საქმისაჲ.

იხილეთ უკუე, ვითარ ჟამსა ჯეროვანსა იწყო წარვლინებად მათდა, რამეთუ არა პირველითგან ქმნა ესე, არამედ ვინაჲთგან მყოარ ჟამ შეუდგეს მას და იხილეს მკუდარი აღდგომილი, ზღუაჲ შერისხული და დამორ-ჩილებული, ეშმაკნი განსხმულნი და განრღუეული აღმართებული, ცოდვანი აღჴოცილნი და კეთროანი განწმედილი და ცნეს გონიერად ძალი მისი საქმით და სიტყჳთ, მაშინღა იწყო წარვლინებად მათდა, და წინაჲთვე უთხრობს მომავალთა მათ ზედა საქმეთა, რაჲ-იგი მოწევნად იყო არა მაშინ, არამედ შემდგომად ამაღლებისა მისისა, რაჲთა წინაჲსწარ თხრობითა მით განმზადებულ იყვნენ იგინი მოთმინებ...

სრულად ნახვა