მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 7:42

41. Others said, This is the Christ. But some said, Shall Christ come out of Galilee?42. Hath not the scripture said, That Christ cometh of the seed of David, and out of the town of Bethlehem, where David was?43. So there was a division among the people because of him.
John თავი 7
42. Hath not the scripture said, That Christ cometh of the seed of David, and out of the town of Bethlehem, where David was?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნა
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუანაჲსკნელსა მას დღესა დიდისა მის დღესასწაულისასა დადგა იესუ, ღაღად-ყო და თქუა: უკუეთუ ვისმე სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ. და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი“ (7,37-38).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელნი მოუჴდებოდიან ქადაგებასა ამას საღმრთოსა და ისმენდენ სარწმუნოებასა, უჴმს მათ, რაჲთა სურვილსა მას, რომელი აქუს წყურიელსა წყლისა მიმართ, აჩუენებდენ, და ესრეთ რაჲ იქმოდიან, მაშინ შეუძლონ სიტყუათა მათ საღმრთოთა დამტკიცებად გულთა შინა მათთა. რამეთუ წყურიელთა რაჟამს წყალი მიიღონ, ფრიადითა გულისთქუმითა სუმენ მას, ვიდრემდის მათ შორის მყოფი იგი წყურილისა სიმჴურვალჱ დააცხრონ. ეგრეთვე რომელნი ისმენდენ საღმრთოთა სიტყუათა, უკუეთუ წყურილითა ფრიადითა მიიღებდენ მათ, არა დაშურენ სასუმელისა მის ესევითარისა სუმად. რამეთუ ჯერარს ამის ესევითარისა მის საქმისა მიმართ შიმშილი და წყურილი, ვი-თარცა უფალი იტყჳს: „ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს“; და კუალად აჰა ესერა ამას ადგილსა ღაღადებს და...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი“ (1,1).:

...აღთქუმაჲ ღმრთისაჲ ორთავე მიმართ იქმნა, არამედ აბრაჰამისი იგი, ვითარცა ადრინდელი, მივიწყებულ იყო, ხოლო დავითისი, ვითარცა ახლად ყოფილი, ყოველთა მიერ იქადაგებოდა. ამისთჳს ისმინე, რასა იტყჳან ჰურიანი: „არა წინაწარმეტყუელი იტყჳსო, ვითარმედ თესლისაგანი დავითისა და ბეთლემით დაბით, სადა იყო დავით, მიერ ქრისტე მოვიდეს?“ და არავინ იტყოდა ქრისტესა ძედ აბრაჰამისა, არამედ ძედ დავითისა იტყოდეს ყოველნივე, რამეთუ, ვითარცა ვთქუ, მახლობელობისათჳსცა ჟამისა და მეფობისათჳს უმეტესად იჴსენებოდა ყოველთა მიერ. ამისთჳსცა შემდგომთა მათ მისთა მეფეთა, რომელთაცა პატივ-სცემდეს, დავითისგან პატივ-სცემდეს, არა კაცნი ოდენ, არამედ ღმერთიცა. რამეთუ ეზეკიელ და სხუანი იგი წინაწარმეტყუელნი იტყოდეს მოსლვასა და აღდგომასა დავითისსა, არა თუ მიცვალებულსა მას და აღსრულებულსა იტყოდეს კუალად მოსლვად, არამედ მიმსგავსებულთათჳს სათნოებისა მისისათა. და ეზეკიას ჰრქუა ღმერთმან: „შევეწიო ქალაქსა ამას ჩემთჳს და დავითისთჳს, მონისა ჩემისა“. და სოლომონსა ჰრქუა, ვითარმედ: „დავითისთჳს არა განიყოს მეფობაჲ იგი დღეთა შენთა ზე“. და ესრეთ ყოვლით კერძო დიდ იყო სახელი დავითისი წინაშე ღმრთისა...

სრულად ნახვა