თ ა რ გ მ ა ნ ი: პირველ უცხო-ყვნა იგინი თჳსებისაგან აბრაჰამისა, და ვინაჲთგან მათ უზეშთაესი იკადრეს თქუმად, მაშინ მოაწია მათ ზედა წყლულებაჲ სიტყუათაჲ და უჩუენა, ვითარმედ არა თუ ოდენ აბრაჰამისნი არა არიან, არამედ ეშმაკისანიცა არიან; და ვინაჲთგან მათ ურცხჳნოებით ღმერთსა მამად თჳსა უწოდეს, ამისთჳს თავადმანცა შემსგავსებული მათისა ურცხჳნოებისა მხილებისა წყლულებაჲ მოაწია მათ ზედა და არცა უწამებელად დაუტევა მხილებაჲ თჳსი, არამედ საქმეთაგან შესწამებდა მათ და უჩუენა, ვითარმედ კაცისმკლველობაჲ ეშმაკისა საქმჱ არს; და არა თქუა, თუ: საქმეთა ოდენ, არამედ: „გულისთქუმათაცა ეშმაკისათა გნებავს ყოფაჲ“, რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ ყოვლითა მოსწრაფებითა მოსწრაფე არიან იგინი, ვითარცა ეშმაკივე, კაცის-კლვად, და ვითარმედ შური იყო მიზეზი ამის ყოვლისაჲ; რამეთუ მასცა არარაჲ აქუნდა სიტყუაჲ, თუმცა რაჲმე ევნო მისდა ადამს, არამედ ოდენ შურისათჳს უყო, რაჲ-იგი უყო. და ამასვე მოასწავებს აქაცა, ვითარმედ შემსგავსებულად მისა იქმთ თქუენცაო.
John 8:42
...იგი და არა ვი-თარცა წინაჲსწარმეტყუელი, და ამისთჳს იტყოდეს: „ჵსანა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა!“ (12,13).
ჰხედავთა, ვითარმედ ესე იყო მათი შემაიწრებელი, რომელ ყოველ-თა ჰრწმენა, ვითარმედ არა წინააღმდგომი არს ღმრთისაჲ? და ამისთჳს ჰრწმენა ერსა მას, რამეთუ იტყოდა, ვითარმედ: „მამისაგან მოსრულ ვარ“. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „გიხაროდენ ფრიად, ასულო სიონისაო“ (12,15)? რამეთუ ვინაჲთგან მეფენი, რომელნი მას შინა დასხდეს, მრავალნი იყვნეს უკეთურნი და განსცეს ქალაქი მტერთა, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: მჴნე იყავ, რამეთუ ესე არა ეგევითარი არს, არამედ მშჳდი და სახიერი.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე ვერ გულისხმა-ყვეს მოწაფეთა მისთა, თუ მის-თჳს წერილ იყო“ (12,16).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ მრავალსა უმეცარ იყვნეს, რამეთუ იგი არა გამოუცხადებდა? და ოდეს-იგი თქუა, თუ: „დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვაშენო იგი“, ვერ გულისხმა-ყვეს. და კუალად სხუაჲ მახარებელი იტყჳს, ვითარმედ: „იყო მათგან დაფარული სიტყუაჲ იგი“, ; (18,34) და არა იცოდეს, ვითარმედ ჯერ-არს მისი მკუდრეთით აღდგომაჲ, არამედ ესე სამართლად დაფარულ იყო, რამეთ...