მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Luke 12:20

19. And I will say to my soul, Soul, thou hast much goods laid up for many years; take thine ease, eat, drink, and be merry.20. But God said unto him, Thou fool, this night thy soul shall be required of thee: then whose shall those things be, which thou hast provided?21. So is he that layeth up treasure for himself, and is not rich toward God.
Luke თავი 12
20. But God said unto him, Thou fool, this night thy soul shall be required of thee: then whose shall those things be, which thou hast provided?
ლუკას სახარების განმარტება თავი მეთორმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 12; მ. 1-3]

1. რომელთა ზედა შეკრებულ იყო ბევრეული ერი, ვიდრემდე დასთრგუნვიდეს ურთიერთას. იწყო პირველად სიტყუად მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: ეკრძალენით თავთა თქუენთა ცომისაგან ფარისეველთაჲსა, რომელ არს ორგულებაჲ. 2. ხოლო არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს. 3. ამისათჳს რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს, და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა.

ფარისევლები ცდილობდნენ სიტყვაში დაეჭირათ უფალი, რათა ხალხი ჩამოეშორებინათ მისთვის, მაგრამ პირიქით მოხდა. სულ უფრო ბევრი ხალხი იკრიბებოდა: იკრიბებოდა მრავალი ათასი და თითოეული ისე ესწრაფვოდა მასთან მიახლოებას, რომ ლამის ერთმანეთი გადაეთელათ. ასეთი ძლიერია ჭეშმარიტება, ხოლო სიცრუე ყველგან უძლურია! იესო, იცოდა რა ფარისეველთა მზაკვრობის შესახებ და ხედავდა რა, რომ ისინი მხოლოდ თავს აჩვენებენ ისე, თითქოსდა შეკითხვა ჰქონდეთ, საქმით კი საბაბს ეძებენ მის წინააღმდეგ, თავის მოწაფეებთან ფარისეველთა ორგულობაზე ალაპარაკდა, ეჭვგარეშეა იმისთვის, რათა ემხილება ისინი და სააშკარაოზე გადმოეტენა მათი თვალთმაქცობიტ აღსავსე გულები....

სრულად ნახვა
სიტყვა კვ-სა კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

უგუნურო! ამას ღამესა შინა მიგიღონ სული შენი შენგან; ეგე, რომელი მოიმზადე ვისა იყოს? (ლოუკ, იბ. კ)

ერთსა მდიდარსა კაცსა, როგორც მოგვითხრობს დღეს წაკითხული სახარებისა იგავი, მოუვიდა ურიცხვი მოსავალი იმ ზომად, რომ ადგილიც არა ჰქონდა, სად შეენახა იგი. მაშინ მან იფიქრა თავის გულში: რა ვქნა, რომ ამოდენი სიმდიდრე მომემატა! და მერმე ესრედ გადაწყვიტა: აღვაშენებ უდიდესთა საუნჯისთა შესანახავთა, შევკრებ მუნ ყოველსა ჩემსა ნაყოფსა და სიმდიდრესა და ვეტყვი სულსა ჩემსა: სულო გაქვს მრავალი კეთილი, დაუნჯებული მრავალთა წელთა; განისვენე, სჭამე და სვი, და იხარებდე. გარნა უფალმან რქვა მას: უგუნურო! ამას ღამესა შინა მიგიღონ სული შენი შენგან; ეგე, რომელი მოიმზადე. ვისა იყოს?

რასა შინა მდგომარეობდა, ძმანო-მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, უგუნურება მდიდრისა ამის კაცისა? პირველად მას შინა, რომელ მას ჰქონდა შეცდომილი, უგუნური ჰაზრი სიმდიდრეზე და მის ხმარებაზედ. იგი ჰფიქრობდა, რომელ თუ კი კაცმა შეიძინა სიმდიდრე, მან უნდა განისვენოს, ჰსვას, სჭამოს, განიხაროს და მეტი არაფერი აკეთოს. რა ესრედ უნდა ჰფიქრობდეს გონიერი ქრისტიანე კაცი. ან არ უნდა წარმოიდგინოს თავის...

სრულად ნახვა
საუბარი 48. „მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ" (დაბ 23:5-6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. აბრაჰამის უქონელობა და ანგარების მხილება (23:6–19):

...ფს. ნუ ვანთებთ ჩვენში უფრო და უფრო დიდ შენაძენთა ვნებას და ამით მხოლოდ უფრო დიდსა და სასტიკ ცეცხლს, ჩაუქრობელ ცეცხლს, აუტანელ ალს ვუმზადოთ თავს. თუ ასეთ ტაცებასა და ანგარებაში დავრჩებით, მაშინ მოვისმენთ იმას, რაც იმ მდიდარს ეთქვა: „უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან; ეგე, რომელ მოიმზადე ვისა იყოს?" (). და საერთოდ, საყვარელო, რატომ ცდილობ ასეთი და იმდენი სიკეთის დაგროვებას? ცოტა ხნის შემდეგ, აქედან წაყვანილი, აქ დატოვებ ყველაფერს, არა თუ რაიმე სარგებლის მიღებით, არამედ ცოდვების ტვირთით დამძიმებული, უკვე ამაო სინანულით. საუნჯე, რომელიც შენ ხარბად აგროვებდი, შესაძლოა შენს მტრებს ჩაუვარდეთ ხელში, ხოლო შენ თავად მათ გამო სასჯელსა და დასჯას დაექვემდებარები. რა უგუნურებაა — სხვებისთვის შრომა, ხოლო თავად საკუთარი შრომისთვის სატანჯველის მიღება!

2. ისაკისთვის მეუღლის ძიება (24:1–4)

მაგრამ თუ აქამდე ასეთ უზრუნველობაში ვიყავით, მაშინ ამიერიდან მაინც ვიზრუნოთ ჯეროვნად. ვეცადოთ არა მხოლოდ ქონების გადიდებას, არამედ სამართლიანობაზეც ვიფიქროთ. ჩვენი საქმეები აწმყო ცხოვრებით არ შემოიფარგლება და მუდამ ამ უცხო ქვეყანაში არ ვიქნებით; ცოტა ხნის შემდეგ ჩვენს სამშობლოში გადავსახლდებით. მაშ, ყველაფერი ისე ვქმნათ, რომ იქ ნაკლულობა არ განვიცადოთ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა მოვიდა იგი მიერ კერძო სოფელსა მას გერგესეველთასა, შეემთხჳნეს მას ორნი ეშმაკეულნი, რომელნი გამოვიდოდეს საფლავებისაგან, ფრიად ბოროტნი, ვითარმედ ვერვის ჴელ-ეწიფა წარსლვად მიერ გზით. და მათ ღაღატ-ყვეს და იტყოდეს: რაჲ ძეს ჩუენი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისაო? რამეთუ მოხუედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩუენდა. იყო შორს მათგან კოლტი ღორთაჲ მძოვარი. ხოლო ეშმაკნი იგი ევედრებოდეს და ეტყოდეს: უკუეთუ განგუასხამ ჩუენ, მიბრძანე ჩუენ მისლვად კოლტსა იმას ღორთასა. და ჰრქუა მათ: მივედით! ხოლო იგინი განვიდეს კაცთა მათგან და მიჰმართეს კოლტსა მას ღორთასა. და მიჰმართა კოლტმან მან ღორთამან კბოდესა მას ზღჳსასა, და მოსწყდეს იგინი წყალთა მათ შინა. ხოლო მწყემსნი იგი ივლტოდეს და წარვიდეს ქალაქად და უთხრეს ყოველივე იგი ეშმაკეულთა მათთჳს. მაშინ ყოველი იგი ქალაქი გამოვიდა შემთხუევად იესუჲსა. და იხილეს იგი და ევედრებოდეს, რაჲთა წარვიდეს საზღვართა მათთაგან“ (8,28-34).:

...იბრძ. სოლ. 3,1) ეგრეთვე ჩჩჳლთაცა ყრმათა ნათელღებულთანი, რამეთუ იგინიცა უცოდველ არიან. ხოლო ცოდვილთა სულნი, გან-რაჲ-ვიდენ ჴორცთაგან, მეყსეულად წარიყვანებიან ამიერ სოფლით, ვითარცა საცნაურ არს ლაზარესგან და მდიდრისა მის.

და კუალად სხუასა ადგილსა იტყჳს უფალი: „უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან“. საცნაურ არს უკუე და სარწმუნო, ვითარმედ სული გან-რაჲ-ვიდეს ჴორცთაგან, არღარა ჴელ-ეწიფების სოფელსა ამას შინა ქცევად, არამედ წარიყვანებენ მას, რომელთაცა მიიღონ. ამის-თჳსცა სტეფანე იტყოდა: „უფალო იესუ ქრისტე, შეივედრე სული ჩემი!“ და პავლე იტყოდა: „მსურის განსლვაჲ ამიერ და ქრისტეს თანა ყოფად“; და მამადმთავრისა მისთჳს წერილ არს, „მოკუდა სიბერითა კეთილითაო და შეეძინა მამათა თჳსთა; ესე იგი არს, ვითარმედ მათ თანავე წარვიდა სული მისი. ეგრეთვე უკუე არცა ცოდვილთა სულნი იქცევიანღა აქა შემდგომად ჴორცთაგან განსლვისა. და ისმინე, ვითარ მდიდარი იგი ამის ჯერისათჳს ევედრებოდა, რაჲთამცა მივიდა და აუწყა ძმათა თჳსთა, და არავე ჴელ-ეწიფა მას. ხოლო ჴელ-თუმცა-ეწიფებოდა, მო-მცა-სრულ იყო და ეუწყა მუნ ყოფადი...

სრულად ნახვა