მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Luke 3:7

6. And all flesh shall see the salvation of God.7. Then said he to the multitude that came forth to be baptized of him, O generation of vipers, who hath warned you to flee from the wrath to come?8. Bring forth therefore fruits worthy of repentance, and begin not to say within yourselves, We have Abraham to our father: for I say unto you, That God is able of these stones to raise up children unto Abraham.
Luke თავი 3
7. Then said he to the multitude that came forth to be baptized of him, O generation of vipers, who hath warned you to flee from the wrath to come?
ლუკას სახარების განმარტება თავი მესამე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 3, მ. 1-3]

1. წელსა მეათხუთმეტესა ტიბერის კეისრისასა, მთავრობასა პონტიელისა პალატესსა ჰურიასტანს, და მეოთხედ მთავრობასა გალილეას ჰეროდესსა, ხოლო ფილიპეს, ძმისა მისისა მეოთხედ მთავრობასა იტურეას და ტრაქონელთა სოფელსა, და ლჳსანისსა, მეოთხედ მთავრობასა აბილინესა, 2. მღდელთ-მოძღურებასა ანნაჲსსა და კაიაფაჲსსა იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იოვანეს მიმართ, ძისა ზაქარიაჲსა, უდაბნოს. 3. და მოჰვლიდა ყოველსა მას გარემო სოფლებსა იორდანისასა და ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა.

მართებულადაა ნახსენები დრო და მმართველები, რათა უჩვენოს, რომ ქრისტეს დროს შეწყდა იუდეველ მთვარათა მემკვიდრეობა. ვინაიდან ჰეგემონი იყო პილატე, სხვა ტომის ადამიანი, მეოთხედმთავარნი - ძენი ჰეროდე ასკანოლიტელისა, რათა ამის გამო ჭეშმარიტად მიეღოთ, რომ მოვიდა ქრისტე, იაკობის წინასწარმეტყველებისამებრ (დაბ, 49, 10).

„იყო, - ნათქვამია, - სიტყვა უფლისა იონეს მიმართ“, რათა შენ იცოდე, რომ იგი მოვიდა დასამოწმებლად ქრისტეზე, არა როგორც თვითმარქვია, არამედ იმის გამო, რომ ღმრთის სულით იყო აღძრული. „სიტყვაში“ იგულისხმება ან სული წმიდა, ანდა ღმრთის ბრძანება,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვიდრე იგი ეტყოდაღა ერსა მას, აჰა ესერა დედაჲ მისი და ძმანი მისნი დგეს გარე და ეძიებდეს მას სიტყუად. მაშინ ჰრქუა ვინმე მას: აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი დგანან გარეშე და უნებს რაჲმე სიტყუად შენდა. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მეტყუელსა მას: ვინ არს დედაჲ ჩემი, ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი? და მიყო ჴელი მისი მოწაფეთა მიმართ და თქუა: აჰა დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი! რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ, იგი არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ ჩემი“ (12,46-50).:

...ნუცა მშობელთა ქველისსაქმესა და ღმრთისმსახურებასა მივენდვებით, უკუეთუ ჩუენცა არა მობა-ძავ მათდა ვიყვნეთ, რამეთუ არას გუერგოს ჩუენ, ვითარცა ესერა უფალი გულისჴმა-გჳყოფს. და კუალად ნათლისმცემელი ეტყოდა ჰურიათა: „ნა-შობნო იქედნეთანო, ყავთ ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ, და ნუ ჰგონებთ და იტყჳთ: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი“, რაჲთამცა გულისჴმა-უყო, ვითარმედ არარას ერგოს ნათესაობაჲ აბრაჰამისი, უკუეთუ არა სათნოებითა თჳს ეყვნენ მას. და უფალი ეტყოდა: „უკუეთუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმეთამცა აბრაჰამისთა იქმოდეთ“.

ხოლო აწ უფალმან სიმშჳდით მიუგო, რამეთუ დედისა მიმართ იყო სიტყუაჲ. არა თქუა, თუ: არა დედაჲ ჩემი ხარ, არამედ პატივ-სცემდა, ვი-თარცა დედასა, და აღმოთქუა სიტყუაჲცა ღმრთივშუენიერისა გულისჴმისყოფისაჲ: „რომელმან ყოსო ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ, იგი არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ ჩემი“. ხოლო ესე რაჲ თქუა, გამოვიდა სახლისა მისგანო. ჰხედავა, ვითარ სიტყუათა მათ მიერ მოიყვანნა იგინი გულისჴმის-ყოფად? და მერმე განვიდავე სიტყჳსაებრ დედისა, ვითარცა-იგი ქმნა ქორწილსა მას კანაჲსსა, რაჟამს ღჳნისა მისთჳს ჰრქუა დედამან მისმანო: „ღჳნოჲ არა აქუს. ჰრქუა მას იესუ: რაჲ არს ჩემდა და შენდა, დედაკაცო?“...

სრულად ნახვა