მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Luke 3:8

7. Then said he to the multitude that came forth to be baptized of him, O generation of vipers, who hath warned you to flee from the wrath to come?8. Bring forth therefore fruits worthy of repentance, and begin not to say within yourselves, We have Abraham to our father: for I say unto you, That God is able of these stones to raise up children unto Abraham.9. And now also the axe is laid unto the root of the trees: every tree therefore which bringeth not forth good fruit is hewn down, and cast into the fire.
Luke თავი 3
8. Bring forth therefore fruits worthy of repentance, and begin not to say within yourselves, We have Abraham to our father: for I say unto you, That God is able of these stones to raise up children unto Abraham.
ლუკას სახარების განმარტება თავი მესამე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 3, მ. 1-3]

1. წელსა მეათხუთმეტესა ტიბერის კეისრისასა, მთავრობასა პონტიელისა პალატესსა ჰურიასტანს, და მეოთხედ მთავრობასა გალილეას ჰეროდესსა, ხოლო ფილიპეს, ძმისა მისისა მეოთხედ მთავრობასა იტურეას და ტრაქონელთა სოფელსა, და ლჳსანისსა, მეოთხედ მთავრობასა აბილინესა, 2. მღდელთ-მოძღურებასა ანნაჲსსა და კაიაფაჲსსა იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იოვანეს მიმართ, ძისა ზაქარიაჲსა, უდაბნოს. 3. და მოჰვლიდა ყოველსა მას გარემო სოფლებსა იორდანისასა და ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა.

მართებულადაა ნახსენები დრო და მმართველები, რათა უჩვენოს, რომ ქრისტეს დროს შეწყდა იუდეველ მთვარათა მემკვიდრეობა. ვინაიდან ჰეგემონი იყო პილატე, სხვა ტომის ადამიანი, მეოთხედმთავარნი - ძენი ჰეროდე ასკანოლიტელისა, რათა ამის გამო ჭეშმარიტად მიეღოთ, რომ მოვიდა ქრისტე, იაკობის წინასწარმეტყველებისამებრ (დაბ, 49, 10).

„იყო, - ნათქვამია, - სიტყვა უფლისა იონეს მიმართ“, რათა შენ იცოდე, რომ იგი მოვიდა დასამოწმებლად ქრისტეზე, არა როგორც თვითმარქვია, არამედ იმის გამო, რომ ღმრთის სულით იყო აღძრული. „სიტყვაში“ იგულისხმება ან სული წმიდა, ანდა ღმრთის ბრძანება,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნათესავნი აბრაჰამისნი ვართ და არავის ვჰმონებდითო“ (8,33).:

...გჳწოდე, რამეთუ არასადა დამონებულ ვართ. ესევითარნი იყვნეს სიქადულნი იგი ჰურიათანი, ვითარმედ: „ნათესავნი ვართ აბრაჰამისნი“, ვითარმედ: ისრაიტელნი ვართ, და სათნოებათა და საქმეთა კეთილთა არასადა აჴსენებდეს. ამისთჳსცა იოვანე ეტყოდა მათ: „ნუ იტყჳთ, თუ: მამაჲ გჳვის აბრაჰამ“. ; ; ხოლო რაჲსათჳს არა ამხილა მათ უფალმან სიტყჳსა მისთჳს, რომელ თქუეს, თუ: „არასადა ვის ვჰმონებდით“, რამეთუ მრავალგზის ჰმონეს მათ მეგჳპტელთა და ბაბილოვნელთა და სხუათა მრავალთა? ამისთჳს, რამეთუ იგი არა კაცობრივისა მონებისათჳს იტყოდა, არამედ ცხორებისათჳს მათისა, თუ არა, ეთქუამცა ოთხასი იგი წელი, და კუალად - სამეოცდაათი, და კუალად, მსაჯულთა ზე რაჲ-იგი მოიწია მათ ზედა, ოდესმე - ოც წელ, და ოდესმე - შჳდ წელ, და ოდესმე - ორ წელ, და ვითარ-იგი არაოდეს დასცხრეს მონებისაგან. არამედ თავადისა მოსწრაფებაჲ არა ესე იყო, რაჲთამცა გამოაჩინნა იგინი, ვითარმედ კაცთა მონა იქმნნეს, არამედ ესე იყო მოსწრაფებაჲ მისი, რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ მონა ცოდვისა არიან, რომელ-იგი არს ბოროტი მონებაჲ, რომლისაგან ღმერთსა მხოლოსა ძალ-უც ჴსნაჲ და არა კაცსა, რამეთუ შენდობაჲ ცოდვათაჲ სხჳსა არავისი არს, გარნა მხოლოჲსა ღმრ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ი
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მათ დღეთა შინა მოვიდა იოვანე ნათლისმცემელი, ქადაგებდა უდაბნოსა ჰურიასტანისასა და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ (3,1-2).:

...როტთა მათთაჲ, უმეცრებაჲ ცოდვა-თა თჳსთაჲ და არა სინანული, ამისთჳს მოვიდა იოვანე, რაჲთა მოიყვანნეს იგინი მეცნიერებად ცოდვათა თჳსთა, და სახეცა მისი ამას მოასწავებდა, რამეთუ სინანულისა და აღსაარებისა მომასწავებელი იყო; და ქადაგებაჲ მისი ამას გამოაჩინებდა, რამეთუ ესრეთ იტყოდა, ვითარმედ: „ყავთ ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ“.

ვინაჲთგან უკუე არამეცნიერებაჲ ცოდვათა თჳსთაჲ განაშორებდა მათ ქრისტესგან, სიტყჳსა მისებრ მოციქულისა, ხოლო მეცნიერებაჲ ბრალთა თჳსთაჲ სურვილად მოიყვანებდა მჴსნელისა და შევრდომად მისა და მიღებად მოტევებისა, ამისთჳს მოვიდა იოვანე, რაჲთა გულისჴმა-უყვნეს ცოდვანი მათნი და აწუევდეს სინანულად, რაჲთა არა იტანჯნენ, არამედ შეიმუსრნენ სინანულითა და დამდაბლდენ და აბრალონ თავთა თჳსთა და მირბიოდინ მოღებად მოტევებისა ცოდვათაჲსა. და იხილე, ვითარ ჯეროვნად აღწერა მახარებელმან მან, ვითარმედ: „ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა“, და მერმე დაურთო: „მისატევებელად ცოდვათა“; ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ამისთჳს დაარწმუნებდა აღსაარებად და სინანულად ცოდვათა, არა თუ რაჲთამცა შეწამებითა მით აღსარებისაჲთა იტანჯნეს, არამედ რაჲთა უადვილესად მომავალი იგი ქრისტეს მიერ მოტევებაჲ ცოდვათაჲ შეიწყნარნეს. უკუეთუმცა არა აბრალ...

სრულად ნახვა