მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Luke 6:31

30. Give to every man that asketh of thee; and of him that taketh away thy goods ask them not again.31. And as ye would that men should do to you, do ye also to them likewise.32. For if ye love them which love you, what thank have ye? for sinners also love those that love them.
Luke თავი 6
31. And as ye would that men should do to you, do ye also to them likewise.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეექვსე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 6; მ. 1-5]

1. და იყო შაბათსა მეორე-პირველსა და განვიდოდა თავადი თესულისაგან ყანისა. ხოლო მოწაფენი მისნი მოსჭრიდეს თავსა ჴუვილისასა, მუსრვიდეს ჴელითა და ჭამდეს. 2. ხოლო რომელთამე ფარისეველთა ჰრქუეს მათ: რაჲსა ჰზამთ შაბათსა შინა, რომელი არა ჯერ არს? 3. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცაღა ესე აღმოგიკითხავსა, რომელ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია მას და მისთანათა, 4. ვითარ-იგი შევიდა ტაძარსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავისანი შეჭამნა და სცა მისთანათაცა, რომელთაჲ არა ჯერ-არს ჭამაჲ, გარნა მღდელთაჲ ხოლო? 5. და ეტყოდა მათ: უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.

იუდეველები ყოველგვარ დღესასწაულს შაბათს ეძახდნენ, ვინაიდან შაბათი ნიშნავს - სიმშვიდეს. ხშირად დღესასწაული ემთხვეოდა პარასკევს და ამ პარასკევსაც, დღესასწაულის გამო, შაბათს უწოდებდნენ. მერე კი თავად შაბათს უწოდებდნენ მეორე - პირველს, როგორც მეორეს მისი წინამორბედი სხვა დღესასწაულისა და შაბათის შემდგომ. მსგავსი რამ მოხდა მაშინაც და ამ შაბათს ეწოდა მეორე - პირველი. ფარისევლებს, რომლებიც ბრალს დებდნენ მოწაფეებს იმის გამო, რომ ისინი შაბათს ჭამდნენ, „მოსჭრიდნენ“, ანუ გლეჯდნენ თავთავებსა...

სრულად ნახვა
სიტყვა ით-ს კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

და ვითარცა იგი თქვენ გნებავს, რათა გიყონ კაცთა, და თქვენცა ეგრედვე მსგავსად უყოფდით მათ (ლუკ. ვ, ლა)

ზნეობითსა მოვალეობასა, ანუ თანამდებობასა კაცისასა, საღმრთო წერილი გაყოფს ორ ნაწილად: ერთი არის მოვალეობა კაცისა ღვთისა მიმართ. სიტყვათა მათ შინა, რომელნი ჩვენ გვესმა დღეს წაკითხული სახარებითგან, მაცხოვარი მოკლედ გამოსთქვამს, რა სახით შესაძლო არს აღსრულება მეორისა მოვალეობისა, ესე იგი, მოყვასთა მიმართ: და ვითარცა იგი თქვენ გნებავს, რათა გიყონ კაცთა, და თქვენცა ეგრედვე მსგავსად უყოფდით. ესე იგი, რაც შენ გინდა გიყოს კაცმა, შენც ის უყავ მას. აჰა, აღსრულება ყოვლისა მოვალეობისა მოყვასთა მიმართ!

უწინდელს მდგომარეობასა შინა ვიდრე ქრისტეს სოფლად მოსვლამდე ცხოვრება კაცისა იყო დაფუძნებულ თავმოყვარებასა ზედა. წარმართთა ახსოვდათ მხოლოდ თავის თავი; იგინი მოყვასთა თვისთა ხმარობდენ მხოლოდ თავის სარგებლობისათვის; ურიანიცა, თუმცა სჯული მათი იყო ღვთისაგან გამოცხადებული, იტყოდენ და იქცეოდნენ ესრედ: კბილი კბილისა წილ, თვალი თვალისა წილ. რასაკვირველია, რომ ვითარცა წარმართთა, ეგრედვე ურიათა შორის იქნებოდა რაოდენიმე სიყვარულიცა, გარნა მათ უყვარდათ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდით ურ-თიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ“ (15,12).:

...მეთუ ოდესმე იტყჳს, ვი-თარმედ: „ამას ჰკიდავს შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი“; და ოდესმე იტყჳს: „ვითარ გნებავს თქუენ, რაჲთა გიყოფდენ კაცნი, თქუენცა ჰყოფდით მათა მიმართ, რამეთუ ესე არს შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი“; ; და: „აღსრულებაჲ შჯულისაჲ სიყუარული არს“, რომელსა აქაცა მოასწავებს. რამეთუ უკუეთუ დადგრომაჲ სიხარულისაჲ სიყუარულისაგან არს, ხოლო სიყუარული დამარხვისაგან მცნებათაჲსა იქმნების, ხოლო მცნებაჲ იგი არს, რაჲთა ვიყუარებოდით ურთიერთას, რამეთუ დადგრომაჲ ღმრთისა თანა ურთიერთას სიყუარულისაგან იქმნების. ხოლო არა ესრეთ ლიტონი სიყუარული თქუა, არამედ სახჱცა მისი გამოაჩინა, რამე-თუ იტყჳს, ვითარმედ: „ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ“. კუალად გამოა-ჩინებს, ვითარმედ არა სიძულილისაჲ არს წარსლვაჲ მისი მათგან, არამედ სიყუარულისაჲ. და უფროჲსად უჴმდა განკჳრვებაჲ ამისთჳს, რამეთუ „თქუენთჳს სულსა ჩემსა დავსდებო“, ; (15,13) არამედ ესრეთ არასადა თქუა ესე, ვითარ ამას ადგილსა. გარნა ზემორე იტყოდა მწყემსისა მისთჳს კეთილისა, ხოლო აქა ასწავებს მათ სიყუარ...

სრულად ნახვა