მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Mark 1:8

7. And preached, saying, There cometh one mightier than I after me, the latchet of whose shoes I am not worthy to stoop down and unloose.8. I indeed have baptized you with water: but he shall baptize you with the Holy Ghost.9. And it came to pass in those days, that Jesus came from Nazareth of Galilee, and was baptized of John in Jordan.
Mark თავი 1
8. I indeed have baptized you with water: but he shall baptize you with the Holy Ghost.
მარკოზის სახარების განმარტება თავი პირველი
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
(თ. 1. მ. 7-8):

7. ქადაგებდა და იტყოდა: ესერა მოვალს უძლიერესი ჩემსა შემდგომად ჩემსა, რომლისა ვერ ღირს ვარ განჴსნად საბელსა ჴამლთა მისთასა. 8. მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა, ხოლო მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა.

ძეო, ამბობს, მის უკანასკნელ მონის ყოფნის ღირსიც კი არ ვარ, რომელიც საკვრელს, ანუ კვანძს შეხსნიდა მისი ჩექმების თასმებზე. თუმცა იგებდნენ ასეც: ყველა ვინც მოდიოდა და ნათელს იღებდა იოანესაგან, სინანულის მეშვეობით თავისუფლდებოდა საკუთარი ცოდვების საკვრელთაგან, იწამებდა რა ქრისტეს. ამდენად, იოანე ყველას შეუხსნიდა ხოლმე თასმებსა და ცოდვის საკვრელთ, ხოლო იესოსთვის არ შეეძლო შეეხსნა ამგვარი თასმა, ვინაიდან მას ვერც უპოვა ეს თასმა, ანუ ცოდვა.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე ვჰკითხო მამასა, და სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მოგივლინოს თქუენ“ (14,16).:

...თარმედ: „სავსებისაგან მისისა ყოველთა მოვიღეთ“, ხოლო აქუნდა სხჳსა მიერ, რაჲთამცა მოიღო; და კუალად იტყოდა იოვანე, ვითარმედ: „მან ნათელ-გცესო სულითა წმიდითა და ცეცხლითა“. ; ; ანუ რაჲმცა აქუნდა უმეტესი მოციქულთასა, უკუეთუმცა მამასა სთხოვდა მიცემად სხუათა, ვინაჲთგან მოციქულნი მრავალგზის იქმოდეს ამას თჳნიერ თხოვისა? ანუ უკუეთუ თხოვით მამისა მიერ მოივლინების, ვითარ თავით თჳსით მოიწია, ანუ ვითარ მოივლინების სხჳსა მიერ, რომელი-იგი ყოველგან არს და განუყოფს თითოეულსა, ვითარცა ენებოს? და იტყოდა უფლებით: „განაჩინენით პავლე და ბარნაბა“, და იგინი ღმერთსა ჰმსახურებდეს, არამედ მან თჳსსა საქმესა მიიყვანნა, არა თუ, რამეთუ სხუაჲ არს მისი და სხუაჲ არს მამისა საქმჱ, არამედ რაჲთამცა ჴელმწიფებაჲ თჳსი გამოაჩინა. ხოლო რაჲღა არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ვჰკითხო მამასა“? აჩუენებს ჟამსა მას მოსლვისასა, რამეთუ რაჟამს განწმიდნა იგინი მსხუერპლითა მით თჳსისა სისხლისა დათხევისაჲთა, მაშინ მოვიდა სული წმიდაჲ. ხოლო რაჲსათჳს, იყო რაჲ მათ თანა, არა მოვიდა? ამისთჳს, რამეთუ არცა შეწირულ იყო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იოვანე წამა მისთჳს, ღაღად-ყო და თქუა: ესე არს, რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, ჩემსა უწინარეს იყო, რამეთუ პირველ ჩემსა არს“ (1,15).:

...ყოველსავე, რამეთუ არა გამოჩინებულსა ოდენ უჩუენებს, არამედ პირველ გამოჩინებისაცა, ვი-თარცა მათე იტყჳს, ვითარმედ: ეტყოდა მომავალთა მისა: „მე ნათელგცემ წყლითა, ხოლო შემდგომად ჩემსა მოვალს უძლიერესი ჩემსა, რომლისა არა ღირს ვარ საბელსა ჴამლთა მისთასა განჴსნად“. ; ; ; ხოლო ამისთჳს უწინარეს მოსლვისა ქმნა ესე, რაჲთა რაჟამს მოვიდეს, ადვილად ჰრწმენეს მისი, ვინაჲთგან პირველვე განმზადებულ იყოს გონებაჲ მათი, რამეთუ უკუეთუმცა ყოლადვე არა ასმიოდა უფლისათჳს, და მეყსა შინა იხილესმცა და მაშინღა ესმოდამცა მისთჳს, არა ირწმუნებდეს უნდოებისა მისთჳს სახისა მისისა და სიმდაბლისა მისთჳს ფრიადისა, რამეთუ ესევითარი სიმდაბლე აქუნდა ქრისტესა, რომელ სამარიტელნი და მეზუერენი და მეძავნი კადნიერებით მიეახლებოდეს მას. და ვითარცა ვთქუ, უკუეთუმცა მაშინ ოდენ იტყოდა მისთჳს იოვანე, ოდეს მოვიდა, არამცა ჰრწმენა მისი.

ხოლო ვინაჲთგან წინაჲთვე განჰმზადნა გონებანი მათნი წინამორბედმან, რაჲთამცა მო-რაჲ-ვიდა, ჰრწმენა მისი. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „პირველ ჩემსა იყო“? ესე იგი არს, ვითარმედ ბრწყინვალე იყო და პატიოსან. და ნუ...

სრულად ნახვა