მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Mark 14:7

6. And Jesus said, Let her alone; why trouble ye her? she hath wrought a good work on me.7. For ye have the poor with you always, and whensoever ye will ye may do them good: but me ye have not always.8. She hath done what she could: she is come aforehand to anoint my body to the burying.
Mark თავი 14
7. For ye have the poor with you always, and whensoever ye will ye may do them good: but me ye have not always.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

მარკოზის სახარების განმარტება თავი მეთოთხმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 14, მ. 1-5)

1. ხოლო იყო პასქაჲ იგი, რომელ არს ვნებაჲ, და უცომოებაჲ, შემდგომად ორისა დღისა. და ეძიებდეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი იესუს, ვითარმცა ზაკუვით შეიპყრეს იგი და მოკლეს. 2. ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, ნუუკუე შფოთი იქმნეს ერისაჲ. 3. და ვითარცა იყო იესუ ბეთანიას, სახლსა სიმონ კეთროვნისასა და ინაჴით-ჯდა იგი, მოვიდა დედაკაცი და აქუნდა ალაბასტრითა ნელსაცხებელი ნარდისა სარწმუნოჲსაჲ, მრავალ-სასყიდლისაჲ, და შემუსრა ალაბასტრი იგი და დაასხა თავსა მისსა. 4. იყვნეს ვინმე, რომელნი დრტჳნვიდეს ურთიერთას და იტყოდეს: რაჲსათჳს იქმნა წარწყმედაჲ ნელსაცხებლისაჲ ამის? 5. რამეთუ შესაძლებელ იყო ესე განსყიდად უფროჲს სამასისა დრაჰკნისა და მიცემად გლახაკთა და ჰრისხვიდეს მას.

საბჭო ქრისტეს წინააღმდეგ ოთხშაბათს შეიკრიბა. აი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვმარხულობთ ოთხშაბათს. მტრებს სურდათ მოეცადათ, ვიდრე დღესასწაულის ჟამი გაივლიდა, მაგრამ ეს არ იქნეა დაშვებული. უფალმა თავად განსაზღვრა რა თავის ვნება, კეთილ ინება სწორედ პასექის დროს მიეცა თავი ჯვარცმისთვის, რადგანაც თავად იყო ჭეშმარიტი პასექი. აქ უნდა გაგვაკვირვოს უფლის ძლიერებამ....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უტევეთ ეგე, რომელ დღედ დაფლვისა ჩემისა ქმნა ესე“ (12,7).:

...რაჲ თქუა, არამედ არა შეეხებოდა მას მხილებაჲ, ვერცა მოდრიკა გული მისი სიტყუამან მან, რომელი ფრიად ლმობიერმყოფელი იყო, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: სამძიმარად გიჩნ მე, არამედ მელოდე მცირედ, და წარვიდე. რამეთუ ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „მე არა მარადის თქუენ თანა ვარ“ ; (12,8), გარნა ვერარამან ამათგანმან მოდრიკა ულმობელი იგი და მჴეცისსახჱ გონებაჲ, დაღაცათუ ამისა ფრიად უმრავლჱსი ჰრქუა და ქმნა, და ფერჴნი დაჰბანნა ღამესა მას, და ტაბლასა თჳსსა დაჯდომად ღირს-ყო და პური მისცა, რომელ-ესე ყოველი სულსაცა მჴეცთასა შემძლებელ არს მოდრეკად, და სიტყუანი ჰრქუნა შემძლებელნი ქვისაცა მოლბობად, და ყოველი იგი არა თუ უწინარეს მრავლისა ჟამისა ქმნა, რაჲთამცა დაჰვიწყებოდა, არამედ მას ღამესა, რომელსა მისცემდა, გარნა მან იგი ყოველი შეურაცხ-ყო.

სწავლაჲ ჲე ვეცხლისმოყუარებისათჳს

რამეთუ ბოროტ არს ვეცხლისმოყუარებაჲ, ბოროტ, და თუალთა და ყურთა დაუყოფს და მჴეცისა უფიცხჱს ჰყოფს კაცსა, არცა გონებისა მხილებასა, არცა მეგობრებისა, არცა თჳსისა სულისა ცხორებასა უტევებს გულისხმის-ყოფად, არამედ ვინაჲთგან სძლიოს კაცსა, მიერითგან სრულიად დაიმონებს მას, ვითარცა მძლავრი ბოროტი. და უბოროტესი ესე არს, რომელ დაარწმუნებს, რაჲთა მადლიერცა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნ წმიდათა საიდუმლოთათჳს და მოწყალებისათჳს:

...ნუ მპარავთა და ავაზაკ-თა, ხოლო რაოდენიცა ჰქმნე ძმასა თანა მშიერსა და შიშუელსა და უცხოსა, წარუპარველად ეგოს უკუნისამდე. ვერცა თუ ყოველნი კრებულნი ეშმაკ-თანი შეითქუნენ, ჴელ-ეწიფების წარტაცებად იგი.

ხოლო მეტყჳან ვიეთნიმე, ვითარ თქუა უფალმანო: „გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ“? მეცა, ძმანო, ამისთჳს ვიტყჳ, თუ: ჯერ-არს მოსწრაფებით და წადიერად ქმნად მოწყალებისა, რამეთუ არა ვჰპოებთ მას მარადის მშიერსა, არამედ ამას ხოლო საწუთროსა, და ესე არს ჟამი წყალობისაჲ.

ხოლო უკუეთუ გნებავს ცნობად ყოვლითურთ ძალი სიტყჳსაჲ მის, ისმინეთ, ვითარმედ: სიტყუაჲ ესე არა მოწაფეთა მიმართ თქუმულ არს, და-ღაცათუ ესრეთ ჩანს, არამედ უძლურებისა მიმართ დედაკაცისა მის. რამეთუ ვინაჲთგან იგი უმეცარი იყო და უძლური, ხოლო იგინი აბრალებდეს, ინება უფალმან ნუგეშინის-ცემაჲ მისი და ამისთჳს თქუა სიტყუაჲ ესე, ვი-თარმედ: „რასა შრომასა შეამთხუევთ დედაკაცსა მაგას? რამეთუ საქმე კეთილი ქმნა ჩემდამო“. ჰხედავა, რამეთუ ნუგეშინის-ცემისა მისისათჳს თქუა, თუ: „მე არა მარადის თქუენ თანა ვარ“. რამეთუ საცნაურ არს, ვი-თარმედ მარადის ჩუენ თანა არს, ვითარცა იტყჳს თავადი, ვითარმედ: „აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა...

სრულად ნახვა