მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 1:20

19. Then Joseph her husband, being a just man, and not willing to make her a publick example, was minded to put her away privily.20. But while he thought on these things, behold, the angel of the Lord appeared unto him in a dream, saying, Joseph, thou son of David, fear not to take unto thee Mary thy wife: for that which is conceived in her is of the Holy Ghost.21. And she shall bring forth a son, and thou shalt call his name JESUS: for he shall save his people from their sins.
Matthew თავი 1
20. But while he thought on these things, behold, the angel of the Lord appeared unto him in a dream, saying, Joseph, thou son of David, fear not to take unto thee Mary thy wife: for that which is conceived in her is of the Holy Ghost.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი დ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარ იგი ამას ზრახვიდა ოდენ, აჰა ანგელოზი უფლისაჲ ჩუენებით გამოუჩნდა“ (1,20).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამისთჳს პირველ არა აუწყა ესე ანგელოზმან, რაჲთა არა შეემთხჳოს იოსებსცა, რაჲ-იგი შეემთხჳა ზაქარიას. რამეთუ უკუეთუ მას ახარა რაჲ შობაჲ ბერწისაჲ, რომელ-იგი მრავალგზის ქმნილ იყო, და ვერ არწმუნა, და უფროჲსადვე მღდელი იყო იგი და წინაწარმეტყუელი და ვერვე შეიწყნარა შეუორგულებელად სიტყუაჲ იგი, უკუეთუმცა იოსებისდა ეუწყა შობაჲ ქალწულისაჲ, საქმე, რომელ არასადა ქმნილ იყო, არცა სმენილ, ვითარმცა ჰრწმენა? და ესრეთ შეემთხუეოდა მას, რაჲ-იგი ზაქარიას შეემთხჳა. ამისთჳს უკუანაჲსკნელ, გამოჩნდა რაჲ საქმე, მაშინ მიუთხრა ანგელოზმან საიდუმლოჲ იგი, რამეთუ ადვილ იყო მაშინ დარწმუნებაჲ, რომელსა-იგი თუალითა ხედვიდა. ხოლო პირველ მუცლად-ღებისა უკუე-თუმცა ეუწყა, არამცა ჰრწმენა, ამისთჳს არცა ეჩუენა.

და კუალად ესეცა საკჳრველ არს: დაღაცათუ ანგელოზმან არა აუწყა იოსებს, ქალწულმან, რომელმან შეიწყნარა ხარებაჲ იგი პირველ მუცლად-ღებისა, იხილა რაჲ იოსებ იჭუსა შინა და შფოთსა, რად არა მიუთხრა სიტყუაჲ იგი სახარებისაჲ და სულისა წმიდისა მიერ მუცლად-ღებაჲ მისი? პირველთქუმულისა მისვე მიზეზისათჳს. იცოდა, ვითარმედ არა ჰრწმენეს სიტყუაჲ მისი უცხოჲსა მისთჳს საკჳრველისა....

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი I
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
1:18-21 — ქრისტეს უთესლოდ შობა:

18. ხოლო იესუ ქრისტეს შობაჲ ესრეთ იყო, რამეთუ: თხოვილ იყო დედაჲ მისი მარიამ იოსებისა. - რისთვის დაუშვა ღმერთმა ეს დაწინდვა და საერთოდ, რატომ მისცა ადამიანებს საბაბი ეჭვისა, რომ იოსებმა იგი შეიცნო? იმიტომ, რომ ქალწულს ჭირთა შინა მფარველი ჰყოლოდა. ეგვიპტეში ლტოლვისას ხომ იოსებმა იზრუნა მასზე და გადაარჩინა იგი. გარდა ამისა, იმისთვისაც დაიწინდა, რომ ეშმაკს დამალვოდა, რადგან უკეთუ ეშმაკი ქალწულის მუცლადღებას შეიტყობდა, თვალთვალს დაუწყებდა; ამგვარად, მარიამი იოსებზე მატყუარას მოსატყუებლად დაიწინდა. ქორწილი მხოლოდ გარეგნულად შედგა, საქმით - არა.

და ვიდრე შერთვამდე მათა იპოვა იგი მიდგომილ სულისაგან წმიდისა. - შერთვა აქ შეერთებას (ერთად ყოფნას) ნიშნავს. მარიამმა მუცლად მანამდე იღო, ვიდრე შეერთდებოდნენ. ამიტომაც წამოიძახა განცვიფრებულმა მახარებელმა "იპოვა"’-ო, თითქოს რაღაც მოულოდნელზე თქვა

19. ხოლო იოსებ, ქმარი ამისი, მართალი იყო და არა უნდა განმხილებაჲ მისი, იზრახა ფარულად განტევებაჲ მისი. - როგორ შეიძლებოდა იოსები მართალი ყოფილიყო, როცა სჯული მრუშის გამოაშკარავებას, ე. ი. მხილებასა და დასჯას ბრძანებდა, მან კი ცოდვის დაფარვა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი უფლისა მიერ წინაწარმეტყუელისაგან: აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძჱ, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ“ (1,22-23).:

...საჲ, რომელსა ქადაგებდეს წინაწარმეტყუელნი, და ჰრწმენეს ჭეშმარიტებაჲ სიტყუათა მათ ანგელოზისათაჲ.

ესე პირველითგან არა მიუთხრა ქალწულსა, ახარებდა რაჲ. ხოლო იოსებს, ვითარცა მეცნიერსა წიგნებისა მის წინაწარმეტყუელთაჲსა, სამარ-თლად აღუჴსენა სიტყუაჲ ესაიაჲსი. და პირველ ამისა ეტყოდა, ვითარმედ: „მარიამ, ცოლი შენი“; ხოლო აწ, ვინაჲთგან წინაწარმეტყუელი მოწამედ მოიყვანა ჟამსა თჳსსა, სახელ-სდვა მას ქალწულად, რაჲთა ასმინოს სიტყუაჲ, რომელი წურთილ იყო მის მიერ სიყრმითგან, და არღარა შეორგულდეს საკჳრველსა მას ზედა. ამისთჳს მოწამედ ჭეშმარიტებისა სიტყუათა თჳსთაჲსა მოიყვანა ანგელოზმან წინაწარმეტყუელი, და არა მისა ოდენ კმა იყო, არამედ ღმრთისაცა აღიყვანა სიტყუაჲ და ჰრქუა: ესე არს, რომელსა იტყჳს უფალი პირითა ესაიაჲსითა: „აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ“. ვითარ უკუე არა ეწოდა ემმანუელ, არამედ იესუ ქრისტე? რამეთუ არა თქუა, თუ უწოდო, ანუ თუ უწოდოს, არამედ „უწოდიანო“, უწოდიან ერთაო და ჭეშმარიტებამან საქმისამან. რამეთუ არს ესე ჩუეულებაჲ წერილისაჲ, რაჲთა წესი იგი, რომელი საქმეთა მიერ დამტკიცნებინ, სახელად უწოდის, ვითარცა აწ ესე არს, რამეთუ სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „უწოდიან სახელი მისი ემმანუელ“, ამას მოასწავებს, ვითარმცა იტყოდა, ვ...

სრულად ნახვა