თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოველგან თავს-დებაჲ ბოროტთაჲ მათ უბრძანა და ჴელმწიფებაჲ ტანჯვისაჲ სხუათა მისცა, რაჲთა სცნა, ვითარმედ თავს-დებასა შინა განსაცდელთა და სატანჯველთასა მიეცა მათ ძლევაჲ ბრწყინვალე და დიდებული.
ეჰა ძალი იგი მეუფისაჲ, რომელ უძლურებითა ძლიერნი დაამჴუნა! ეჰა სიკეთე გონებათა მათთაჲ, ვითარ არა განჰკრთეს, არა თქუეს ურთიერთას, ვითარმედ: რაჲ არს საქმე ესე? ჩუენ ზედა აღდგებიან მეფენი და მთავარნი, ჩუენთჳს განემზადებიან დილეგნი, ჩუენ ზედა აღიძრვიან ერნი ჰურია-თა და წარმართთანი, ყოველი სოფელი მბრძოლად ჩუენდა გამოვალს, ჩუენ ძლით შვილთა მკლველ და ძმათა მკლველ და მამათა მბრძოლ იქმნებიან კაცნი, რამეთუ თქუა: „მისცნეს ძმამან ძმაჲ სიკუდილდ, და მამამან - შვილი; და აღდგენ შვილნი მამა-დედათა მათთა ზედა და მოჰკლვიდენ მათ“. ვითარ უკუე სხუათა ჰრწმენეს ჩუენი, ოდეს ჩუენ მიერ ესევითარნი ბუნებისა ბრძოლანი იქმნენ? არა ყოველნი მბრძოლ და მდევარ ჩუენდა იქმნენა და ყოვლისა სოფლისაგან განგჳოტნენ? დაღაცათუმცა არა ათორმეტნი ვიყვენით, არამედ ბევრეულნი, დაღაცათუმცა არა უსწავლელნი ვიყვენით, არამედ ფილოსოფოსნი,...