მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 10:23

22. And ye shall be hated of all men for my name's sake: but he that endureth to the end shall be saved.23. But when they persecute you in this city, flee ye into another: for verily I say unto you, Ye shall not have gone over the cities of Israel, till the Son of man be come.24. The disciple is not above his master, nor the servant above his lord.
Matthew თავი 10
23. But when they persecute you in this city, flee ye into another: for verily I say unto you, Ye shall not have gone over the cities of Israel, till the Son of man be come.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „რაჟამს გდევნიდენ თქუენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად კერძო. ამენ გეტყჳ თქუენ: ვერ დაასრულოთ ქალაქები ისრაჱლისაჲ, ვიდრემდე ძე კაცისაჲ მოვიდეს“ (10,23).:

ზემო წარმოუთხრნა საშინელნი იგი სიტყუანი და შემძლებელნი ადამანტისაცა ქვისა შემუსრვად და აუწყა განსაცდელთა მათთჳს, მოწევნად-თა მათ ზედა შემდგომად აღდგომისა და ამაღლებისა მისისა, ხოლო აწ მოიყვანა სიტყუაჲ თჳსი უმოლხინესისა მიმართ, რაჲთა მცირედ განუსუენოს მოღუაწეთა მათ. რამეთუ არა უბრძანა აქა შებმა-ყოფად მბრძოლთა მიმართ წარმდებებით, არამედ სივლტოლაჲ, რამეთუ დაწყებაჲ იყო და დასაბამი ქადაგებისაჲ, და ულბილესად იჴმარებს სიტყუასა თჳსსა. რამეთუ აწ თქუმულნი ესე სიტყუანი არა შემდგომად ამაღლებისა მისისა ყოფადთა დევნულებათათჳს არს, არამედ პირველ ჯუარ-ცუმისათა. და ესე საცნაურ არს სიტყჳსა მისგან, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „არა დაასრულოთ ქალაქები ისრაჱლისაჲ, ვიდრემდე ძე კაცისაჲ მოვიდეს“. ესე იგი არს, ვი-თარმედ: ვერ ეწიფნეთ მიმოსლვად პალესტინესა, და გეწიო თქუენ და ნუგეშინის-გცე, სადაცა იყვნეთ.

და იხილე აქაცა, ვითარ არა დაჰჴსნის ჭირთა მათ, არამედ წარმოუდგების ხოლო განსაცდელთა შინა, რამეთუ არა თქუა, თუ: დავჰჴსნნე დევნულებანი იგი, არამედ: „ვერ დაასრულოთო ქალაქები ისრაჱლისაჲ, ვიდრემდე ძე კაცისაჲ მოვიდეს“. რამეთუ კმა იყო მათდა ნუგეშინისსაცემლად ხილვაჲ ხოლო...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი X
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
10:21-23 — დევნა, ღალატი და მოთმინება:

21. რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდილდ და მამამან - შვილი; და აღდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკლვიდენ მათ. - წინასწარ ეუბნება მათ, რაც შეემთხვევათ, რათა როცა შეემთხვევათ, არ შეძრწუნდნენ. უჩვენებს, აგრეთვე, ქადაგების ძალასაც, რომელიც ამქვეყნიურის არადჩაგდებისაკენ აქეზებს, რადგან ასეთია ქრისტიანობა. მაგრამ ქრისტე იმათ სიცოფესაც წარმოაჩენს, რომელნიც შინაურებსაც კი არ შეიწყალებენ.

22. და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს. - ყოველთაგან აქ იგივეა, რაც მრავალთაგან, რადგან ყველას არ მოუძულებია ისინი; ისეთებიც ხომ იყვნენ, რომელთაც რწმენა მიიღეს. ვინც ბოლომდე დაითმენს და არა მხოლოდ თავიდან, ის საუკუნო ცხოვრებას ეზიარება.

23. რაჟამს გდევნიდენ თქუენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად. ამენ გეტყჳ თქუენ: ვერ დაასრულოთ ქალაქები ისრაჱლისაჲ, ვიდრემდის ძე კაცისაჲ მოვიდეს. - ზემოთ ნათქვამი შიშის მომგვრელი სიტყვები: მიგცემდენ თქუენ, იყვნეთ თქუენ მოძულებულ, იმაზე მიუთითებს, რაც ამაღლების შემდეგ უნდა მომხდარიყო; ხოლო ის, რასაც ახლა ამბობს, სახელდობრ, თქვენ, დევნილნი,...

სრულად ნახვა
საუბარი 52. „სთესა ისაკ მას წელსა" (დაბ 26:12)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ისაკის სიმშვიდე და ჭების გამო წინააღმდეგობა (26:17-22):

...კუთრებული სიმშვიდეც აჩვენა და ამასთან (მეფის) გაღიზიანებაც დაამშვიდა. „და წარვიდა ისაკ და დაივანა ჴევსა მას გერარისასა" (). და რაც ქრისტემ, (ქვეყნად) მოსულმა, თავის მოწაფეებს მცნებად დაუდო სიტყვებით: „რაჟამს გდევნიდენ თქუენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად" (), სწორედ ამას ისაკი საქმით უკვე ასრულებდა. და როგორც დავითი საულის ძლიერ სიძულვილს ამშვიდებდა — განშორდებოდა და საშინელებას თავს არიდებდა, ამით მის ძლიერ გაღიზიანებას ალბობდა, — ზუსტად ასევე ეს მართალიც სამოციქულო სიტყვას ასრულებდა: „ეცით ადგილ რისხვასა" (). ქალაქი დატოვა და ხევში გადავიდა (და დასახლდა). მაგრამ შეხედე, როგორ იქცეოდა იქაც დიდი სიმშვიდით, რადგან მისი მწუხარებანი ამით არ დასრულდა, არამედ, როცა იქ იყო და ჭების თხრას აპირებდა, მცხოვრებნი მის წინააღმდეგ აღდგნენ. „მო-ვე-თხარა", — ამბობს (წერილი), — „ჯურღმულები იგი წყალისა, რომელ თხარეს მონათა" მისი „მამისა მისისათა, და დაყუეს იგი ფილისტიმელთა", ... და დასდვა მათ სახელები, რაც მამამ დაარქვა. „და თხარეს მონათა ისაკისთა" ... „და პოვეს" ... „ჯურღმული წლისა ცხოველისაჲ", ანუ ისეთი, რომელიც ძირიდან ზემ...

სრულად ნახვა