მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 10:26

25. It is enough for the disciple that he be as his master, and the servant as his lord. If they have called the master of the house Beelzebub, how much more shall they call them of his household?26. Fear them not therefore: for there is nothing covered, that shall not be revealed; and hid, that shall not be known.27. What I tell you in darkness, that speak ye in light: and what ye hear in the ear, that preach ye upon the housetops.
Matthew თავი 10
26. Fear them not therefore: for there is nothing covered, that shall not be revealed; and hid, that shall not be known.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა არს მოწაფე უფროჲს მოძღურისა თჳსისა, არცა მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა. კმა არს მოწაფისა მის, უკუეთუ იყოს, ვი-თარცა მოძღუარი თჳსი, და მონაჲ იგი, ვითარცა უფალი თჳსი. უკუეთუ სახლისა უფალსა ბერზებულით ხადოდეს, რავდენ უფროჲს სახლეულთა მისთა? ნუუკუე გეშინინ მათგან“ (10,24-26).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე, ვითარ აწ გამოუცხადა თავი თჳსი, ვითარმედ იგი არს ყოველთა მეუფე და ღმერთი და დამბადებელი. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე? არა იქმნებისა მოწაფე უფროჲს მოძღურისა, არცა მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა?

ვიდრემდის მოწაფე იყოს და მონაჲ, არა არს უპატიოსნეს მოძღურისა და უფლისა. რამეთუ რად მას ხედავ, უკუეთუ სადმე წარემატა მოწაფე უმეტეს მოძღურისა? არამედ განწესებული ყოველთა ზედა საქმე გულის-ჴმა-ყავ, ვითარმედ მარადის მოძღუარი უზეშთაეს არს მოწფისა და უფალი - მონისა. ხოლო აწ მეტყუელი იგი უფალი იყო და მეუფე და ღმერთი და დამბადებელი და არა თქუა მათთჳს მონობაჲ, არამედ სახლეულად თჳსად უწოდა; ვითარცა სხუასა ადგილსა ეტყოდა: „თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ, არღარა გეტყჳ თქუენ მონად“, ეგრეთვე აქა სახლეულად სახელსდვა, რაჲთა აჩუენოს მრავალი იგი საკუთრობაჲ მათი. და არა თქუა: უკუეთუ სახლისა უფალსა ძჳრსა ეტყოდეს და შეურაცხ-ჰყოფდეს, არამედ სიტყუაჲ მებრ იგი ძჳრისმეტყუელებისაჲ აუწყა, ვითარმედ: „ბერზებულით ხადოდეს“; ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: უკუეთუ გაგინებდენ თქუენ და ბოროტსა იტყოდინ თქუენთჳს,...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი X
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
10:24-27 — მოწაფე და მოძღვარი, ჭეშმარიტების გამოცხადება:

24-25. არა არს მოწაფე უფროჲს მოძღურისა თჳსისა, არცა მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა. კმა არს მოწაფისა მის, უკუეთუ იყოს, ვითარცა მოძღუარი თჳსი, და მონაჲ იგი, ვითარცა უფალი თჳსი. - აქ სხვების შეურაცხყოფისაგან თავის შეკავებას ასწავლის. უკეთუ მე, მოძღვარმა და უფალმა, დავითმინე, მით უმეტეს უნდა დაითმინოთ თქვენ - მოწაფეებმა და მონებმა. მაგრამ შენ იკითბავ: როგორ ამბობს - არა არს მოწაფე უფროჲს მოძღვრისა, მაშინ, როცა მრავალ მოწაფეს ვხედავთ, რომელნიც მასწავლებლებზე უმჯობესნი არიან? მაშ იცოდე: ვიდრე ისინი მოწაფენი არიან, მასწავლებლებზე დაბლა დგანან, ხოლო რაჟამს უმჯობესნი გახდებიან, უკვე მოეაფენი აღარ არიან, მსგავსად მონისა, რომელიც ვიდრე მონაა, თავის ბატონზე მაღლა ვერ დადგება.

25-26. უკუეთუ სახლისა უფალსა ბელზებულით ჰხადოდეს, რაოდენ უფროჲს სახლეულთა მისთა? ნუუკუე გეშინინ მათგან, რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოჩნდეს, და არცა საიდუმლოჲ, რომელი არა გამოცხადნეს.- თავი ინუგეშეთ იმით, - ეუბნება, - რასაც მე ვითმენ. უკეთუ მე დემონთა მთავარი მიწოდეს, რა გასაკვირი იქნება, უკეთუ ცილს დაგწამებენ თქვენ, ჩემს სახლეულებსაც? სახლეულნი...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1986 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
თემატური კომენტარი
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

....

ადამიანის შინაგანი კულტურა აუცილებლად გამოვლინდება გარეგნულ ქცევაში. თუმცა არცთუ იშვიათად დახვეწილ ქცევას, განათლებას, ეტიკეტის ცოდნას, გარეგნულ ბრწყინვალებასა და მოჩვენებით გულითადობას იყენებენ შინაგანი სიცარიელის, შურის, ზიზღისა და ცინიზმის დასაფარავად; მაგრამ „არა არს დაფარული, რომელი არ განცხადდეს“ ().

რთულია პიროვნების სულიერი სამყარო, მასში ორი ძალა მომედებს: სიკეთისა და ბოროტებისკენ მიმართული. მოციქული პავლე გრძნობდა რა შინაგან გაორებას, რომაელთა მიმართ ეპისტოლეში წერდა: „რომელსა-იგი ვიქმ, არა ვიცი, რამეთუ არა რომელი-იგი მე მნებავს, მას ვიქმ, არამედ რომელი-იგი მძულს, მას ვჰყოფ“ (). მშვენივრად თქვა ჰაინრიხ ჰაინემ: „მსოფლიო ორად გაიყო და ბზარმა ჩემს გულზე გაიარა“.

„მე ვარ უფალი - მკურნალი შენი“ (გამოსვლათა 15,26), - ბრძანებს შემოქმედი და წინასწარმეტყველი იერემიას საშუალებით გვამცნობს: „აჰა, მე მოვაწიო მათ ზედა შებრძჳლვა და კურნება და განკურნნე იგინი, და ვყო მათთვს მშვიდობა და სარწმუნოება“.

მხოლოდ ღმერთია მსოფლიოსა და კაცთა მკურნალი და მხსნელი, მხოლოდ მისი შეწევნით შეიძლება შინაგანი წინააღმდეგობის ძლევა, მშვიდობის დამყარება საკუთარ თავთან, მოყვასთან და ხალხთან ურთიერთო...

სრულად ნახვა