მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 10:4

3. Philip, and Bartholomew; Thomas, and Matthew the publican; James the son of Alphaeus, and Lebbaeus, whose surname was Thaddaeus;4. Simon the Canaanite, and Judas Iscariot, who also betrayed him.5. These twelve Jesus sent forth, and commanded them, saying, Go not into the way of the Gentiles, and into any city of the Samaritans enter ye not:
Matthew თავი 10
4. Simon the Canaanite, and Judas Iscariot, who also betrayed him.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ათორმეტთა მათ მოციქულთა სახელები ესე არს: პირველად სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, ფილიპე და ბართლომე, თომა და მათეოზ მეზუერე, იაკობ ალფესი და ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოს, სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა განსცა იგი“ (10,2-4).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: „პირველად სიმონ, რომელსა ეწოდებოდა პეტრე“. იყო სხუაჲცა სიმონ - კანანელი. ამისთჳს თქუა პეტრე, რაჲთა გულისჴმა-გჳყოს, თუ რომელსა იტყჳს. და კუალად სათნოებისაცა და სიმტკიცისა მისისა მომასწავებელი არს სახელი ესე, რომელ-ესე გამოითარგმანების კლდე, ვი-თარცა უწოდა მას უფალმან.

„და ანდრეა, ძმაჲ მისიო“. ესეცა დიდი ქებაჲ არს, რამეთუ ერთი იგი სათნოებისა მისისაგან გამოსახა და მეორე ესე თჳსებითა სიკეთისა მისისაჲთა გამოსახა, რამეთუ ანდრეა მჴნედ გამოითარგმანების. ხოლო მარკოზ პეტრე აჴსენა და მერმე ორნი იგი ძენი ზებედესნი და ეგრეთ ანდრეა, განწესებისა მისებრ პატივისა მათისა; არამედ ესე ბუნებითსა მას თჳსებასა მათსა განუყოფელად იტყჳს: „სიმონ-პეტრე და ანდრეა, ძმაჲ მისიო, იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი“. ჰხედავა, ვითარ არა პატივისაებრ, არამედ ბუნებითისა წესისაებრ წარმოიტყჳს, რამეთუ იოვანე არა სხუათა ხოლო, არამედ ძმისაცა უზეშთაეს იყო საზომითა, გარნა აწ მახარებელმან იაკობ თქუა პირველად და მერმე „ფილიპე და ბართლომე და თომა და მა-თეოზ მეზუერე“. ხოლო ლუკა უწინარეს მათეოზს იტყჳს და მერმე თომას; მერმე იაკობ ალფესი, რამეთუ იყო სხუაჲცა იაკობ -...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი X
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
10:1-4 — თორმეტი მოციქულის არჩევა და დასახელება:

1. და მოუწოდა ათორმეტთა მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდათა, რაჲთა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა. - თორმეტი მოწაფე თორმეტი ტომის მიხედვით აარჩია. მისცა რა ძალა, თუმცა ცოტანი იყვნენ, მაინც წარგზავნა, რადგან საერთოდაც ცოტანი არიან ისინი, რომელნიც ვიწრო გზით მიდიან. სასწაულთმოქმედების ძალაც უბოძა, რათა განაცვიფრებდნენ რა სასწაულებით, სწავლებისადმი ყურადღებიანი მსმენელნი ჰყოლოდათ.

2. ხოლო ათორმეტთა მათ მოციქულთა სახელები ესე არს: პირველად სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი. - მოციქულთა სახელებს მათე, ცრუმოციქულთაგან მათ გასარჩევად ჩამოთვლის. უწინარესად პეტრესა და ანდრეას ასახელებს, რადგან მაცხოვარმა პირველად მათ მოუწოდა, შემდეგ - ზებედეს ვაჟებს, მათგან იაკობს იოვანეზე წინ აყენებს, რადგან მოციქულებს არა ღირსების მიხედვით, არამედ უბრალოდ, როგორც მოხვდება, ისე ჩამოთვლის. ამგვარად ის ამბობს:

2-4. იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, ფილიპე და ბართლომე, თომა და მატთეოს მეზუერე, იაკობ ალფესი და ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოს, სიმონ კანანელი და იუდა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის