მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 10:3

2. Now the names of the twelve apostles are these; The first, Simon, who is called Peter, and Andrew his brother; James the son of Zebedee, and John his brother;3. Philip, and Bartholomew; Thomas, and Matthew the publican; James the son of Alphaeus, and Lebbaeus, whose surname was Thaddaeus;4. Simon the Canaanite, and Judas Iscariot, who also betrayed him.
Matthew თავი 10
3. Philip, and Bartholomew; Thomas, and Matthew the publican; James the son of Alphaeus, and Lebbaeus, whose surname was Thaddaeus;
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ათორმეტთა მათ მოციქულთა სახელები ესე არს: პირველად სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, ფილიპე და ბართლომე, თომა და მათეოზ მეზუერე, იაკობ ალფესი და ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოს, სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა განსცა იგი“ (10,2-4).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: „პირველად სიმონ, რომელსა ეწოდებოდა პეტრე“. იყო სხუაჲცა სიმონ - კანანელი. ამისთჳს თქუა პეტრე, რაჲთა გულისჴმა-გჳყოს, თუ რომელსა იტყჳს. და კუალად სათნოებისაცა და სიმტკიცისა მისისა მომასწავებელი არს სახელი ესე, რომელ-ესე გამოითარგმანების კლდე, ვი-თარცა უწოდა მას უფალმან.

„და ანდრეა, ძმაჲ მისიო“. ესეცა დიდი ქებაჲ არს, რამეთუ ერთი იგი სათნოებისა მისისაგან გამოსახა და მეორე ესე თჳსებითა სიკეთისა მისისაჲთა გამოსახა, რამეთუ ანდრეა მჴნედ გამოითარგმანების. ხოლო მარკოზ პეტრე აჴსენა და მერმე ორნი იგი ძენი ზებედესნი და ეგრეთ ანდრეა, განწესებისა მისებრ პატივისა მათისა; არამედ ესე ბუნებითსა მას თჳსებასა მათსა განუყოფელად იტყჳს: „სიმონ-პეტრე და ანდრეა, ძმაჲ მისიო, იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი“. ჰხედავა, ვითარ არა პატივისაებრ, არამედ ბუნებითისა წესისაებრ წარმოიტყჳს, რამეთუ იოვანე არა სხუათა ხოლო, არამედ ძმისაცა უზეშთაეს იყო საზომითა, გარნა აწ მახარებელმან იაკობ თქუა პირველად და მერმე „ფილიპე და ბართლომე და თომა და მა-თეოზ მეზუერე“. ხოლო ლუკა უწინარეს მათეოზს იტყჳს და მერმე თომას; მერმე იაკობ ალფესი, რამეთუ იყო სხუაჲცა იაკობ -...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი X
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
10:1-4 — თორმეტი მოციქულის არჩევა და დასახელება:

1. და მოუწოდა ათორმეტთა მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდათა, რაჲთა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა. - თორმეტი მოწაფე თორმეტი ტომის მიხედვით აარჩია. მისცა რა ძალა, თუმცა ცოტანი იყვნენ, მაინც წარგზავნა, რადგან საერთოდაც ცოტანი არიან ისინი, რომელნიც ვიწრო გზით მიდიან. სასწაულთმოქმედების ძალაც უბოძა, რათა განაცვიფრებდნენ რა სასწაულებით, სწავლებისადმი ყურადღებიანი მსმენელნი ჰყოლოდათ.

2. ხოლო ათორმეტთა მათ მოციქულთა სახელები ესე არს: პირველად სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი. - მოციქულთა სახელებს მათე, ცრუმოციქულთაგან მათ გასარჩევად ჩამოთვლის. უწინარესად პეტრესა და ანდრეას ასახელებს, რადგან მაცხოვარმა პირველად მათ მოუწოდა, შემდეგ - ზებედეს ვაჟებს, მათგან იაკობს იოვანეზე წინ აყენებს, რადგან მოციქულებს არა ღირსების მიხედვით, არამედ უბრალოდ, როგორც მოხვდება, ისე ჩამოთვლის. ამგვარად ის ამბობს:

2-4. იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, ფილიპე და ბართლომე, თომა და მატთეოს მეზუერე, იაკობ ალფესი და ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოს, სიმონ კანანელი და იუდა...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2021 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

...ა სასოწარკვეთილებაში ჩავვარდეთ. წუთისოფელი წარმავალია და ყოველივეც - მას შინა. ამიტომაც, ცათა სასუფევლის მჭვრეტელი გონება კარგად აცნობიერებს მაცხოვრის ამ სიტყვების სიღრმესა და მნიშვნელობას: „ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი.“ ().

თუ ჩვენ ღმერთს ისეთი სიყვარულით შევიყვარებთ, რომლის გადამწონი ამქვეყნად არავინ და არაფერი იქნება, ჩვენშიც და ჩვენს გარშემოც ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება, ჭეშმარიტი წესრიგი დამყარდება და უფლისაგანაც საოცარ შეწევნას მივიღებთ.

ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, ჩავიხედოთ ჩვენს გულში და პირუთვნელად შევაფასოთ საკუთარი თავი. თუ მყარი რწმენა არა გვაქვს უფლისადმი, ვთხოვოთ მას დახმარება, როგორც სთხოვა სნეული შვილის მამამ იესო ქრისტეს, რათა შესწეოდა მის ურწმუნოებას და განეკურნა მისი შვილი. უფალმა ისმინა მისი, ორივე სურვილი აღუსრულა და სიხარულითა დიდითა აღავსო იგი (მკ.9,24) .

მსგავსი სიხარულის თანაზიარნი ჩვენც რომ გავხდეთ, ღვთის შეცნობისაკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ: ვიკითხოთ წმინდა წერილი, წმინდანთა ცხოვრება და დარიგებანი. ასევე, მუდმივად უნდა ვთხოვდეთ მაცხოვარს, განგვაძლიეროს და იერემია წინასწარმეტყველის სიტყვებით ვევედრ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელსა ჰქონდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე“ (14,21).:

...სა და შეურვებასა მოასწავებს, რამეთუ ვინაჲთგან მრავალნი სიტყუანი ჰქონან სიკუდილისათჳს, ვითარმედ: „რომელსა სძულდეს სული თჳსი სოფელსა ამას, ცხორებად საუკუნოდ დაიცვას იგი“, და კუალად, ვითარმედ: „რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, არა არს ჩემდა ღირს“, და ეგულებოდა სხუათა მრავალთა სიტყუად, ამისთჳს იტყჳს ყუედრებისსახედ, ვითარმედ: თქუენ ჰგონებთ, ვითარმედ სიყუარულისაგან ფრიადისა ხართ ესრეთ მწუხარე, არამედ უფროჲსად არა წუხილი არს სიყუარულისა სახჱ. და ვითარმედ ამის პირისაჲ ენება დამტკიცებაჲ, ამისთჳს იხილე, ვითარ თქუა, ვითარმედ: „უკუეთუმცა გიყუარდი, გიხაროდამცა, რამეთუ მე მამისა ჩემისა მივალ“ (14,28). ხოლო აწ მოშიშებისაგან არს ესე ყოველი თქუენ ზედა და სიკუდილისაგან. ესრეთ შიში არა ჩემთა მცნებათა დამარხვაჲ არს, რამეთუ ჯერ-იყო თქუენდა ჯუარს-ცუმაჲ, უკუეთუმცა ჭეშმარიტად გიყუარდი, რამეთუ ჩემი სიტყუაჲ გასწავლის, რაჲთა არა გეშინოდის მათგან, რომელნი მოჰკლვიდენ ჴორცთა, რამეთუ ესევითარნი უყუარან მამასაცა, და გამოუცხადო მათ თავი ჩემი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუა მას იუდა, არა ისკარიოტელმან: უფალო, რაჲ არს, რომელ ჩუენ გამოგჳცხადებ თავსა შენსა?“ (14,22).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა შიშითა აღვსე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ცილობაჲ იყო მათ შორის“ (9,16).:

...ხმო იყვნეს მთავარნი იგი? რამეთუ არარაჲ ახოვანებაჲ აჩუენეს, არამედ მეყსა შინა კუალად ფარისეველთავე შეეყვნეს, თუ არა, უკუე-თუმცა სრულიად განყოფილ იყვნეს მათგან, ეცნამცა ჭეშმარიტებაჲ ადრე, რამეთუ იქმნების კეთილი განყოფილებაჲ. ამისთჳსცა უფალი იტყოდა: „არა მოვედ მიფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა, არამედ მახჳლისა“. ; რამეთუ არს ჭეშმარიტი ერთობაჲ, და არს კეთილი განყოფილებაჲ, რამეთუ რომელნი-იგი გოდოლსა მას აღაგებდეს, შე-ვე-ერთნეს ბოროტსა ზედა, და იგინივე კუალად, დაღაცათუ უნებლიაჲთ, არამედ განიყვნეს კეთილად, და კუალად კორეს თანა მყოფნი იგინი ბოროტად შეიერთნეს, ამისთჳს კუალად კეთილად განიყვნეს, და იუდა შეერთო ჰურიათა ბოროტად. არს უკუე განყოფილებაჲ კეთილი, და არს შეერთებაჲ ბოროტი. და ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ თუალი შენი დაგაბრკოლებდეს, აღმოიღე იგი, ანუ თუ ფერჴი შენი დაგაბრკოლებდეს, მოიკუეთე იგი“. ; ხოლო უკუეთუ ასოჲსა ბოროტად შეერთებულისაგან განკუეთაჲ კეთილ არს, არა უფროჲსად მეგობართაგან ბოროტად შეერთებულთა განყოფაჲ კეთილ არსა? ამისთჳსცა არა ყოლადვე კეთილ არს ერთობაჲ, ვითარცაიგი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „დაუტევა სარწყული იგი დედაკაცმან მან და წარვიდა ქალაქად და უთხრა კაცთა მათ: მოვედით და იხილეთ კაცი, რომელმან მითხრა მე ყოველი, რაჲცა ვქმენ. ნუუკუე იგი არს ქრისტე?“ (4,28-29).:

...უუკუე იგი არს ქრისტე?“ (4,28-29).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიადი მოსწრაფებაჲ ჯერ-არს ჩუენდა, საყუარელნო, ყოველსა ზედა საქმესა სულიერსა, თუ არა, შეუძლებელ არს უდბებით აღსრულებაჲ რაჲსამე კეთილისაჲ. ამას მოასწავებდა ქრისტე და იტყოდა, ვითარმედ: „რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს“. და კუალად იტყჳს: „ცეცხლისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა“. და ამათ ყოველთა სიტყუათა მიერ მოსწრაფედ მოღუაწებასა მოასწავებს. ესევითარი იყო დედაკაცი იგი, რამეთუ ესრეთ განჴურდა გული მისი სიტყუათა მიერ უფლისათა, ვიდრეღა დაუტევა სარწყული და მირბიოდა და ქადაგებდა მისთჳს. რამეთუ მივიდა აღღებად წყლისა და პოვა რაჲ ცხოველი იგი წყაროჲ, არღარა აღიღო ხილული, არამედ დაუტევა, რაჲთა ჩუენცა ვისწავოთ და რაჟამს სულიერი ვპოვოთ, ჴორციელსა არღარად შევჰრაცხდეთ. რამეთუ ძალისაებრ მისისა, რაჲ მოციქულთა ქმნეს, მანცა ქმნა, რამეთუ მათ მოუწოდა უფალმან, და შეუდგეს, ხოლო მან თჳნიერ თქუმისა დაუტევა სარწყული და აღიღო საქმჱ მახარებელთაჲ სიხარულისაგან ფრთოვანქმნულმან და არა ერთსა გინა ორთა მოუწოდა, არამედ ყოველსა მას ქალაქსა. და იხილეთ, თუ ვი-თარ სიბრძნით ქმნა. არა თქუა, თუ: მოვედით და იხილეთ ქრისტე, არამედ: „მოვედით...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესე ბეთაბრას იყო, წიაღ იორდანესა, სადა-იგი იყო იოვანე ნათლისმცემელი. ხვალისაგან იხილა იესუ, მომავალი მისა, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აღიხუნა ცოდვანი სოფლისანი“ (1,28-29).:

...ი სოფლისანი“ (1,28-29).

თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდი სიქადული არს კადნიერებაჲ საღმრთოჲ, უშიშობაჲ კაცთაგან, და რაჲთა ყოველივე არად შეგუერაცხოს ქრისტეს აღსარებისა თანა. და ესრეთ დიდ არს საქმე ესე, ვითარცა ძჱ ღმრთისაჲ მხოლოდშობილი ბრძანებს, ვითარმედ: „რომელმან აღმიაროს წინაშე კაცთა, აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა“. ; და არა სწორ არს ნაცვალი ესე, რამეთუ შენ უკუეთუ აღიარო იგი, აღიარებ ქუეყანასა ზედა, ხოლო იგი - ცათა შინა, და შენ - წინაშე კაცთა, ხოლო იგი - წინაშე მამისა თჳსისა და ანგელოზთაცა. ხოლო ესევითარი იყო დიდი იოვანე, რამეთუ არად შეჰრაცხა ყოველივე, არამედ განცხადებულად ქრისტესა ქადაგებდა; რამეთუ მისთჳს თქუა მახარებელმან ადგილიცა, რაჲთა გამოაჩინოს დიდი იგი კადნიერებაჲ მისი, ვითარმედ არა თუ სახლსა შინა ანუ ადგილსა უჩინოსა ქადაგა, არამედ იორდანესა ზედა, ყოველსა მას შორის ერსა, რომელნი ნათელს-იღებდეს, რამეთუ მუნ ქადაგა დიდი იგი ქადაგებაჲ ქრისტესი, და ვითარმედ: „არა ვარო ღირს საბელსა ჴამლთა მისთასა განჴსნად“. ამისთჳს იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ესე ბეთაბრას იყო, წიაღ იორდანესა“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხვალისა დღე იხილა იესუ, მომავალი მისა, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აღიხუნა ცოდ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...ტყოდა: „ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადული, გარნა ჯუარითა ქრისტჱსითა, რომლისათჳს სოფელი ჩემდამო ჯუარცუმულ არს, და მე - სოფლისა“. და თავადი უფალი ბრძანებს: „რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, არა არს ჩემდა ღირს, არცა ჴელ-ეწიფების მოწაფე ჩემდა ყოფად“. ;

სწავლაჲ პზ რაჲთა განვეშორნეთ ყოვლისავე ბოროტისაგან და ვიქმოდით კეთილსა

გარნა ამის პირისათჳს ფრიადი კრძალულებაჲ გჳჴმს, რაჲთა არა ჰურიათაებრ აღვიღოთ ჯუარი ქრისტესი, არამედ პავლესებრ. რამე-თუ პავლეს საძლეველად ეშმაკისა და საოტებელად ბრძოლათა მისთა ეტჳრთა ჯუარი ქრისტესი; ხოლო ჰურიათა, რაჲთამცა ჯუარს-აცუეს და მოკლეს უფალი, ამისთჳს მიაქუნდა. და აწ უკუე, ძმანო ჩემნო, ვეკრ-ძალნეთ, რაჲთა არა სიტყჳთ ვაბრალებდეთ ჰურიათა და საქმით ვბაძვიდეთ მათ.

რამეთუ მრავალნი თაყუანის-სცემენ უფალსა, გარნა საქმეთა მიერ ბოროტთა განარისხებენ და მსგავს ჰურიათა იქმნებიან. რომელსა სარწმუნოებაჲ მართალი არა აქუნდეს, მსგავს არს მათსა, რომელნი ეტყოდეს: „უკუეთუ ძე ღმრთისაჲ არს, გარდამოჴედინ მაგიერ ჯუარით, და გურწმენეს ეგე“; ;

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ვაჲ სოფელსა საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიადცა მომავალ არიან საცთურნი; ხოლო ვაჲ მის კაცისა, რომლისაგან მოვიდენ საცთურნი“ (18,7).:

...იფების სენსა მას უნებლიეთ მოწევნად. რამეთუ ქრისტემან ესე წინაჲსწარ მიუთხრა მოწაფეთა, რაჲთა არა ჰგონებდენ, თუ ადვილთა და უჭირველთა საქმეთა მიმართ მიივლინებიან. ამისთჳს აუწყებს, ვითარმედ მრავალნი აღუდგებიან მბრძოლნი და წინააღმდგომნი, ვითარცა სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თჳსნი“; და მოციქული ღაღადებს: „ჭირნი მდინარეთანი, ჭირნი ავაზაკთანი, ჭირნი ნა-თესავთაგან, ჭირნი წარმართთაგან, ჭირნი ქალაქთა შინა, ჭირნი უდაბნო-თა ზედა, ჭირნი ზღუათა შინა, ჭირნი ძმათამტყუართაგან“; და მელიტონს შინა ეტყოდა ხუცესთა ეფესოჲსათა, ვითარმედ: „მოვიდენ თქუენდა შემდგომად განსლვისა ჩემისა მგელნი ბოროტნი, რომელნი არა ერიდებოდინ სამწყსოსა; და თქუენგანნი აღდგენ კაცნი, რომელნი იტყოდიან გულარ-ძნილსა“. (საქმე 20, 29-30)

ამას ესევითარსა ყოველსა წინაჲსწარ აუწყებდა უფალი სიტყუათა ამათ მიერ. ხოლო ოდეს გესმეს, თუ: „უნებლიადცა მომავალ არიან საც-თურნი“, ნუ ჰგონებ, თუ დაჴსნასა მოასწავებს თჳთმფლობელობისასა, არცა აზნაურებასა მას განაქარვებს გონებისასა, არცა იძულებით მორ-ჩილებასა ჩუენსა საცთურთა მიმართ გამოაჩინებს. ნუ იყოფინ! არამედ უეჭუელად ყოფადსა მას წინაჲსწარ გუაუწყებს, ვით...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლჱ ვითარმედ უღელი სიმართლისაჲ სუბუქ არს და მცირე, ხოლო ცოდვისაჲ - მძიმე და ბოროტ:

...მამაჲ თჳსი და დედაჲ და ცოლი და შვილნი, და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს; და რომელმან არა დაუტეოს ყოველი მონაგები მისი და მერმეღა სულიცა თჳსი მისცეს სიკუდილად, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე-ყოფად ჩემდა. ; ესე ყოველი ვითარ სუბუქ არს და ტკბილ? გნებავსა, კაცო, ცნობად, ვითარ ტკბილ არს და საწადელ უღელი ესე და ტჳრთი, რომელი შენ მძიმედ გგონიეს? ისმინე, რასა იტყჳს პავლე მოციქული: „ვინ განმა-შორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტჱსსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშულოებამან ანუ ურვამან, ანუ მახჳლმან?“ და შემდგომი ამისი. და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელი გამოჩინებად არს ჩუენდა“. ისწავეთ კუალად მოციქულთაგან, რომელნი-იგი მოიქცეს რაჲ შესაკრებელისაგან ჰურიათაჲსა, ტანჯულნი და გუემულნი, უხაროდაო, რამეთუ ღირს იქმნეს სახელისა მისისათჳს გინებად. ხოლო უკუეთუ შენ იშიშვი უღლისა მისგან და ტჳრთისა, არა ბუნებისაგან მათ საქმეთაჲსა ა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა მოვიდა იგი მიერ კერძო სოფელსა მას გერგესეველთასა, შეემთხჳნეს მას ორნი ეშმაკეულნი, რომელნი გამოვიდოდეს საფლავებისაგან, ფრიად ბოროტნი, ვითარმედ ვერვის ჴელ-ეწიფა წარსლვად მიერ გზით. და მათ ღაღატ-ყვეს და იტყოდეს: რაჲ ძეს ჩუენი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისაო? რამეთუ მოხუედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩუენდა. იყო შორს მათგან კოლტი ღორთაჲ მძოვარი. ხოლო ეშმაკნი იგი ევედრებოდეს და ეტყოდეს: უკუეთუ განგუასხამ ჩუენ, მიბრძანე ჩუენ მისლვად კოლტსა იმას ღორთასა. და ჰრქუა მათ: მივედით! ხოლო იგინი განვიდეს კაცთა მათგან და მიჰმართეს კოლტსა მას ღორთასა. და მიჰმართა კოლტმან მან ღორთამან კბოდესა მას ზღჳსასა, და მოსწყდეს იგინი წყალთა მათ შინა. ხოლო მწყემსნი იგი ივლტოდეს და წარვიდეს ქალაქად და უთხრეს ყოველივე იგი ეშმაკეულთა მათთჳს. მაშინ ყოველი იგი ქალაქი გამოვიდა შემთხუევად იესუჲსა. და იხილეს იგი და ევედრებოდეს, რაჲთა წარვიდეს საზღვართა მათთაგან“ (8,28-34).:

...ერთი წყალობასა თჳსსა და მოღუაწებასა, რომელთამე ზედა - დიდად და რომელთამე ზედა - უმცირესად, ვითარცა იცინ კაცად-კაცადისა ღირსებაჲ და უმჯობესი. გარნა ყოველთა ზედა არს განგებულებაჲ მისი და იღუწის ყოველთაცა ზოგად და კაცად-კაცადსაცა თითოეულად, ვითარცა ჰრქუა მოწაფეთა: „ხოლო თქუენნი თმანიცა თავისანი აღრაცხილ არიან“. ამათ ესევითართა მიზეზთათჳს უბრძანა მისლვად კოლტსა მას ღორთასა, რაჲთა მკჳდრთაცა მის სოფლებისათა ისწაონ სახელი მისი, რამეთუ სადა-იგი დიდ არნ სახელი მისი, არა მრავალი აჩუენის სასწაული, ხოლო რომელნი არა მეცნიერ მისა იყვნიან, განჰფინის ბრწყინვალებაჲ იგი სასწაულთაჲ, რაჲთა მოიყვანნეს იგინი ღმრთისმეცნიერებად. ხოლო მკჳდრნი მის ქალაქისანი ვითარ სრულიად წარწყმედილნი იყვნეს და უგულისჴმონი, საქმე მათი საცნაურ-ჰყოფს, რამეთუ თანაედვა თაყუანის-ცემაჲ უფლისაჲ და განკჳრვებაჲ დიდებულსა მას სასწაულსა ზედა, ხოლო იგინი ევედრებოდესო, რაჲთა წარვიდეს საზღვართაგან მათთა.

ხოლო რაჲსათჳს შთააშთვნეს ღორნი იგი ეშმაკთა? რამეთუ მარადის მოსწრაფე არიან, სადაცა მიეცეს ჴელმწიფებაჲ, შეწუხებად კაცთა, და ყოველთავე წარწყმედასა ზედა მოხარულ არიან, ვითარცა-იგი იობის საცხოვართა უყო ეშმაკმან, მიიღო რაჲ ღმრთისაგან მიშუებაჲ გამოსაცდელად მართლისა მის, და რაჲთა სირცხჳლი მიექც...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ვ: ვითარმედ კეთილ არს საღმრთოჲ იგი გლოაჲ და ბოროტ არს სიცილი, და ვითარმედ ფრიად მავნებელ არს ხედვაჲ თეატრონთა და სახიობათაჲ:

...რდგომად და სიტყჳს-მიცემაჲ თითოეულად ყოველთათჳს საქმეთა შენთა? რამეთუ მუნ ყოველთავე ცოდვათათჳს ნეფსითთა და უნებლიეთთა სიტყჳს-მიცემაჲ თანაგუაც, და ნუ ურწმუნო ხარ ამას, თუ უნებლიეთთა ცოდვათათჳს სიტყჳს-მიცემაჲ გჳჴმს. ისმინე, რასა იტყჳს უფალი: „რომელმან უარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უარ-ვყო იგი წინაშე მამისა ჩემისა“. და უწყით, ვითარმედ უნებლიეთ არს ცოდვაჲ ესე სატანჯველთა მიერ კერპთმსახურთაჲსა, რომელთა თავს-დებად ვიეთმე ვერ უძლეს და შთავარდეს უარის-ყოფასა; არამედ იხილეთ, ვითარისა სატანჯველისა თანამდებ იქმნებიან, უკუეთუ არა სინანულითა მჴურვალითა ღირს იქმნენ შენდობასა. არარაჲ არს უკუე ცოდვაჲ, რომლისათჳს არა პატიჟისა თანამდებ ვართ, გინა თუ ნეფსითი იყოს, გინა თუ უნებლებით, ცებნით, გინა თუ უცებნელნი; ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „არარაჲ თავსა ჩემსა შემიცნობიეს, არამედ არა თუ ამით რასმე განვმარ-თლდები“; გინა თუ მეცნიერებით ვცოდოთ, გინა თუ უგულისჴმოებით და ცთომით, ვითარცა იგივე მოციქული კორინთელთა მიუწერს, ვითარმედ: „მეშინის, ნუუკუე ვითარცა-იგი გუელმან აცთუნა ევა ზაკულებითა თჳსი-თა, ეგრეთვე განრყუნეს გონებანი თქუენნი სიწრფოებისაგან ქრისტეს მიმართ“.

სრულად ნახვა