მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 11:15

14. And if ye will receive it, this is Elias, which was for to come.15. He that hath ears to hear, let him hear.16. But whereunto shall I liken this generation? It is like unto children sitting in the markets, and calling unto their fellows,
Matthew თავი 11
15. He that hath ears to hear, let him hear.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და უკუეთუ გნებავს შეწყნარების, იგი არს ელია, რომელი მომავალ არს. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!“ (11,14-15).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: წერილ არს: „მოგივლინო ელია თეზბიტელი, რომელმან მოაქცინეს გულნი მამათანი შვილთა მიმართ“.

აწ „უკუეთუ გნებავსო შეწყნარების, იგი არს ელია“. ნეფსითსა ეძიებს შეწყნარებასა ქადაგებისასა, ამისთჳს იტყჳს: „უკუეთუ გნებავს“; ესე იგი არს, არავის ვაიძულებო, არამედ ნეფსითსა ვეძიებ მოქცევასა; არამედ ამას ხოლო გაუწყებ, ვითარმედ ამათ ორთავე ერთი მიუღებიეს მსახურებაჲ, და ორთადავე წინამორბედებაჲ მოცემულ არს: ერთი ესე წინამორბედ იქმნა აწინდელისა ამის მოსლვისა ჩემისა, და ერთი იგი მომავალ არს წინამორბედად მეორისა მის მოსლვისა. ამისთჳსცა არა თქუა, თუ: იგი არს ელია, არამედ: „უკუეთუ გნებავს შეწყნარების, იგი არს ელია, რომელი მომავალ არს“. უკუეთუ გნებავს გულისჴმის-ყოფაჲ და გულითა ლმობიერითა შეწყნარებაჲ თქუმულთაჲ ამათ, შეიწყნარეთ სიტყუაჲ მისი, ვითარცა ელიაჲსი, რამეთუ ძალითა მით და სულითა ელიაჲსითა მოსრულ არს. ვითარცა იგი ქადაგად და წინამორბედად ჭეშმარიტად მეორედ მოსლვისა მომავალ არს, ეგრეთვე ესე ჭეშმარიტი ქადაგი და წინამორბედი მოვიდა ამის...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
11:11-15 — იოვანე, სასუფეველი და მომავალი ელია:

11. ამენ გეტყჳ თქუენ: არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაჲ უფროჲს იოვანეს ნათლის-მცემელისა. - დარწმუნებით აცხადებს, რომ არავინ არის ისეთი, ვინც იოვანეზე დიდი იქნებოდა. ხოლო როცა ამბობს - დედათა ნაშობთაგანო, თავის თავს გამორიცხავს, რადგან თვითონ ქრისტე არა ქალისგან, ანუ ქორწინებაში მყოფისაგან, არამედ ქალწულისაგან იშვა.

ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროჲს მისა არს. - რადგანაც იოვანეს შესახებ მრავალი ქება თქვა, რომ არ ეფიქრათ, იგი მასზე დიდიც არისო, აქ უფრო გარკვეულად ამბობს; მართალია მასთან შედარებით მე ასაკითაც და თქვენი აზრითაც უფრო პატარა ვარ, მაგრამ ცათა სასუფეველში, ანუ სულიერთა და ზეციურთა სიკეთეთა მიმართებით, მასზე დიდი ვარ. აქ შედარებით მცირე ვარ, რადგან იგი უწინარეს ჩემსა დაიბადა და თქვენს მიერაც დიდადაა მიჩნეული, მაგრამ იქ მასზე დიდი მე ვარ.

12. რამეთუ დღითგან იოვანე ნათლის-მცემლისაჲთ ვიდრე აქამომდე სასუფეველი ცათაჲ იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი. - ისე ჩანს, თითქოს ეს ნათქვამი კავშირში არაა იმასთან, რაც ადრე ითქვა, მაგრამ არა! მიაქციე ყურადღება! როცა ქრისტემ თქვა, რომ იოვანეზე დიდი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის