თ ა რ გ მ ა ნ ი: ესეცა სიტყუაჲ ამას მოასწავებს, ვითარმედ თავით თჳსით გონებადაუდგრომელ არა იყო. და ამას თქუენცა მეწამებით ესოდენითა მით მოსწრაფებით მისა მიმართ შეკრებითა თქუენითა. კუალად ვერცა ამას იტყჳთ, თუ: იყო იგი მტკიცე და შეურყეველ თავით თჳსით, ხოლო ვინაჲთგან მოქალაქობაჲ იგი საკჳრველი შეცვალა და შუებად იწყო, სიმტკიცეცა იგი გონებისა მისისაჲ შეცვალა; რამეთუ რომელნიმე კაცნი ბუნებით სუბუქ და გონებააღტეხილ არიან, სხუანი კუალად ფრიადისა შუებისა და ფუფუნებისაგან ესრეთ იქმნებიან, ხოლო იოვანე არცა ბუნებით ესევითარი იყო, რამეთუ არა თუ ლერწმისა ხილვად განხუედით ესოდენი იგი ერნი, არცა შუებასა მისცა თავი თჳსი და სათნოებაჲ იგი თჳსი წარწყმიდა. რამეთუ წამებს სამოსელი იგი მოღუაწებისა მისისაჲ შეუცვალებელი და მეუდაბნოებაჲ და აწ კუალად საპყრობილე, ვითარმედ არა მიერჩდა ყოვლადვე შუებასა და განსუენებასა; რამეთუ უკუეთუმცა სიმტკიცე გონებისა მისისაჲ არა შეუცვალებელ იყო, არამცა პირველად უდაბნოს დამკჳდრებულ იყო ცნობათა უაღრესითა მოღუაწებითა; არამცა აწ საპყრობილეს შევრდომილ იყო, უკუეთუმცა ენება ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსაჲ და შუებაჲ, არამედ სახლთამცა შინა...
Matthew 11:8
7. და ვითარცა ესენი წარვიდეს, იწყო იესუ სიტყუად ერსა მას იოვანესთჳს: რაჲსა გამოხუედით უდაბნოდ ხილვად? ლერწმისა, ქარისაგან შერყეულისა? - შესაძლოა, რომ ხალხი რომელმაც იოვანეს კითხვა მოისმინა, ცდუნდა: ხომ არ დაეჭვდა ქრისტეს მიმართ თვით იოვანეც და აზრი ადვილად ხომ არ შეიცვალა, თუმცაღა პირველად ქრისტეს შესახებ დაამოწმა? ამგვარი ეჭვი რომ გაექარწყლებინა, ქრისტე ამბობს: იოვანე არ არის ლერწამი ანუ მერყევი, რადგან, თუკი ასეთი იყო, როგორღა მიდიოდით მასთან უდაბნოში? თქვენ ხომ არა ლერწამთან, ანუ კაცთან, რომელიც ადვილად იცვლება, მიდიოდით, არამედ დიდსა და მტკიცე ადამიანთან, რომელიც იმადვე რჩება, როგორადაც თქვენ მას მიიჩნევდით.
8. არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? კაცისა, ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსილისა? აჰა ესერა რომელნი ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსილ არიან, სახლთა შინა სამეუფოთა არიან. - რომ არ ჰქონოდათ სათქმელად, ფეფუნებას დაემონა და ბოლოს გასათუთდაო, ეუბნება, რომ- არა! რადგან ბეწვიანი სამოსი აჩვენებს, რომ იგი მტერია ფუფუნებისა. მას რომ რბილი სამოსის ტარება და ფუფუნებით ცხოვრება მოენდომებინა, სამეფო დარბაზებში იქნებოდა და არა საპყრობილეში....
...ვნეს ყოვლისა ჴორციელისა შემკულებისა დამთრგუნველ და მოღუაწებისა მოყუარე, რომელ-ესე საქმე არს სათნოებისაჲ. ამისთჳსცა აქებს უფალი წესსა ამას იოვანეს მოღუაწებისასა და იტყჳს: „რასა გამოხუედით ხილვად? კაცისა, ჩჩჳლითა სამოსლითა მოსილისა? აჰა ესერა რომელნი ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსილ არიან, სახლთა შინა სამეუფოთა არიან“.
ესრეთ მარადის საკჳრველ და საქებელ იყო მოქალაქობაჲ სანატრელისაჲ მის. ხოლო უკუეთუ წმიდაჲ იგი და ცისა უბრწყინვალესი და უზეშ-თაესი ყოველთა წინაწარმეტყუელთაჲ და უფროჲსი ნაშობთა დედათაჲსა ესრეთ აჭირვებდა ჴორცთა თჳსთა და ყოვლისაგანვე შუებისა და განსუენებისა განეშორა და მარხვითა და მოღუაწებითა აღასრულა ცხორებაჲ ესე, რაჲ-მე ვყოთ ჩუენ, რომელთა მცნებანი ქრისტესნი გუასმიან და ესოდენი ტჳრთი ცოდვათაჲ გჳტჳრთავს და არცა თუ კნინოდენსა ნაწილსა მოღუაწებისა მისისასა თავს-ვიდებთ, არამედ მთრვალობითა და ნაყროვნები-თა, სამოსლითა ჩჩჳლითა და ცხებითა ნელსაცხებელთა სურნელთაჲთა და სხჳთა ყოვლითავე შუებითა წარვაგებთ დღეთა ცხორებისა ჩუენისათა და ვჰყოფთ თავთა ჩუენთა ადვილად საძლეველ ეშმაკისა მიერ.