მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 12:1

1. At that time Jesus went on the sabbath day through the corn; and his disciples were an hungred, and began to pluck the ears of corn, and to eat.2. But when the Pharisees saw it, they said unto him, Behold, thy disciples do that which is not lawful to do upon the sabbath day.
Matthew თავი 12
1. At that time Jesus went on the sabbath day through the corn; and his disciples were an hungred, and began to pluck the ears of corn, and to eat.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მას ჟამსა შინა წარვიდოდა იესუ დღესა შაბათსა ყანობირსა მათსა. ხოლო მოწაფეთა მისთა შეემშია, იწყეს მუსრვად თავსა ჴუვილისასა და ჭამად“ (12,1).:

ხოლო ლუკა ესრეთ იტყჳს: „და იყო შაბათსა პირველ-მეორესა“. რაჲ არს უკუე პირველ-მეორე შაბათი? ესე იგი არს, ოდეს ორკერძოჲ არნ უქმობაჲ, რაჟამს შაბათსა შინა სხუაჲცა რაჲმე უქმობისა დღესასწაული დახუდის, და არნ უქმობაჲ შაბათისაჲცა და მოწევნულისა მისცა დღესასწაულისაჲ; რამეთუ მრავალნი აქუნდეს დღესასწაულნი: თჳსთავნი და ტალავრობანი და ჴალარჯობანი და დღესასწაული ახალთაჲ და ნესტუ-თაჲ და სხუაჲ ესევითარი. ხოლო უფალსა ენება ჴორციელთა მათ და აჩრდილისა დღესასწაულთა და შაბათთა დაჴსნაჲ და სწავლაჲ სულიერთა და მაღალთა დღესასწაულთა და შაბათობისა მის საუკუნოჲსაჲ; რამეთუ ვინაჲთგან მზე იგი სიმართლისაჲ აღმობრწყინდა და დღე ცხორებისაჲ გამოჩნდა, აჩრდილთა განქარვებაჲ ჯერ-იყო. ჯერ-უჩნდა უკუე უფალსა შაბათობისა მის ჴორციელისა განქარვებაჲ, გარნა თჳნიერ მიზეზისა არაოდეს დაჰჴსნის, რაჲთა მათსა მას უგუნურებასა ნუგეშინის-სცეს და არა მოწყლნეს, და შჯულსა მასცა განუსუენოს; და ოდესმე კურნებასა უძლურთასა მიზეზ-ჰყოფნ, ვითარცა-იგი ოდეს ბრმასა თიჴაჲ სცხო თუალ-თა და აღუხილნა, ოდესმე კუალად ჰრქუა: „მამაჲ ჩემი მოაქამდე იქმს, და მეცა ვიქმ“....

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
12:1-8 — შაბათის სჯულის განმარტება:

1. მას ჟამსა შინა წარვიდოდა იესუ დღესა შაბათსა ყანობირსა მათსა. ხოლო მოწაფეთა მისთა შეემშია და იწყეს მუსრვად თავსა ჴუვილისასა და ჭამად. - არღვევს რა სჯულს, უფალს მოწაფენი ყანაში შეჰყავს, რათა ჭამონ და ამით შაბათის წესი დაარღვიონ.

2-4. ხოლო ფარისეველთა მათ იხილეს რაჲ, ჰრქუეს მას: აჰა მოწაფენი შენნი იქმან, რომელი არა ჯერ-არს შაბათსა შინა საქმედ. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რაჲ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია და მისთანათა მათ? ვითარ-იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა, რომელთაჲ არა ჯერ-იყო ჭამად მისა, არცა მისთანათა მათ, გარნა მღდელთა ხოლო? - ფარისეველნი კვლავ დებენ ბრალს შიმშილის ბუნებრივი გრძნობის გამო, მაშინ, როცა თვითონ უარესად სცოდავენ. უფალი მათ დავითის ისტორიით არცხვენს. მან ხომ, - ამბობს იგი, - შიმშილის გამო უფრო დიდი რამ გაბედა. პურნი შესაწირავთანი ის პურებია, ყოველ დღე რომ იდებოდა; ტრაპეზზე თორმეტი პური ლაგდებოდა: ექვსი მარჯვენა და ექვსი მარცხენა მხარეს. თუმცა დავითი წინასწარმეტყველი იყო, მაგრამ ისინი არც მას უნდა შეეჭამა (ამის უფლება მხოლოდ მღვდლებს ჰქონდათ) და მით უმეტეს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მივიდა ქალაქსა სამარიტელთასა, რომელსა ჰრქჳან სჳქარ, მახლობელად დაბასა, რომელი მისცა იაკობ იოსებს, ძესა თჳსსა. და იყო მუნ წყაროჲ იაკობისი“ (4,5-6).:

...ი სამარიაჲთ ვსებად წყლისა. ჰრქუა მას იესუ: მასუ მე წყალი. რამეთუ მოწაფენი მისნი წარსრულ იყვნეს ქალაქად, რაჲთა საზრდელი იყიდონ“ (4,6-8).

ამის მიერ გულისხმა-ვჰყოფთ, ვითარმედ უნდოებით იყოფოდა სოფელსა შინა უფალი და გარეწარად აქუნდა საზრდელისა საქმჱ. რამეთუ ამას გამოაჩინებს, რაჟამს თავსა ჴუვილისასა მუსრვიდეს, ; ; და ლეღჳსა მის მივიდა, რაჲთამცა პოვა ჭამადი, ; და აქაცა არარაჲ აქუნდა და არცა ეზრუნა პირველ ჟამისა, არამედ მაშინ ოდენ იყიდდეს, და არა ვითარცა ჩუენ, რომელ, გან-რაჲ-თენეს, მზარაულთა ხოლო მოუწოდთ და მეტრაპეზეთა. და იგი არს საქმჱ ჩუენი, და ზრუნვაჲ სულისაჲ გარეწარად გუაქუს. ამისთჳს ყოველი საქმჱ ჩუენი ზე და ქუე იქმნა, რამეთუ საქმჱ გარეწარად გუაქუს და გარეწარი - საქმედ.

ხოლო იხილე, ვითარ იყო შემოქმედი ცათა და ქუეყანისაჲ, რამეთუ არა თუ ოდენ დამაშურალ იყო, არამედ მარტოდცა დაშთომილ, და არავინ იყო მოწაფეთაგანი მის თანა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ, მაშურალი გზისა სლვისაგან, ჯდა წყაროსა მას ზედა. ჟამი იყო ვითარ მეექუსჱ. მოვიდა დედაკაცი სამა...

სრულად ნახვა