მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 12:25

24. But when the Pharisees heard it, they said, This fellow doth not cast out devils, but by Beelzebub the prince of the devils.25. And Jesus knew their thoughts, and said unto them, Every kingdom divided against itself is brought to desolation; and every city or house divided against itself shall not stand:26. And if Satan cast out Satan, he is divided against himself; how shall then his kingdom stand?
Matthew თავი 12
25. And Jesus knew their thoughts, and said unto them, Every kingdom divided against itself is brought to desolation; and every city or house divided against itself shall not stand:
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „იცნოდა იესუ ზრახვანი გულისა მათისანი და ჰრქუა მათ: ყოველი მეუფებაჲ, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, მოოჴრდის; და ყოველი ქალაქი გინა სახლი, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, ვერ დაემტკიცოს. და უკუეთუ ეშმაკი ეშმაკსა განასხამს, თავსა თჳსსა განევლთა; ვერ მტკიცე არს მეუფებაჲ მისი“ (12,25-26).:

პირველ ამისაცა თქუეს გმობაჲ ესე მგმობართა მათ და ყოვლითურთ ეშმაკეულთა, ვითარმედ: „მთავრითა ეშმაკთაჲთა განასხამსო ეშმაკთა“, და სახიერმან მან არა შეჰრისხნა, არამედ დაუტევნა, რაჲთა სასწაულთა მიერ ცნან ძალი მისი და სწავლათა მისთაგან გულისჴმა-ყონ დიდებულებაჲ მისი. ვინაჲთგან უკუე თჳსსავე უკეთურებასა ზედა დაადგრეს და ბოროტსა მასვე გმობასა იტყოდეს (დაღაცათუ, ერთად, შიშისათჳს ერისა მის, და მეორედ, ფრიადისა უპირულობისათჳს გმობისა მის, ჴმამაღლად ვერ იკადრებდეს თქუმად, არამედ გონებათა შინა თჳსთა, და რომელნიცა იყვნიან მორჩილ მათა, იტყოდეს), ამისთჳს აწ ამხილებს მათ უფალი; ერთად, რამეთუ ამით სახითა აჩუენებს ძალსა ღმრთეებისა თჳსისასა, რომელ დაფარულთა გულისა მათისათა გამოუცხადებს; მეორედ, ესრეთ ჴელმწიფებით განსხმითა ეშმაკთაჲთა. დაღაცათუ იგინი გმობდეს ფრიადისა მის შურისაგან, არამედ უფალმან კუალადცა ჴელ-ყო მხილებითა ამით კურნებაჲ მათი, რაჲთა გუასწაოს ჩუენ სიმშჳდე მტერთა მიმართ და კეთილის-ყოფაჲ მათი, რაოდენცა უცხოთა ჩუენგან ბოროტთა გუწამებდენ.

ესრეთ უკუე ინება რაჲ კუალადცა ჴელ-ყოფად კურნებისა მათისაჲ,...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
12:22-30 — ბელზებულის ცილისწამება:

22-23. მაშინ მოჰგუარეს მას ეშმაკეული ბრმაჲ და ყრუჲ, და განკურნა იგი, ვითარმედ ყრუჲ და ბრმაჲ ხედვიდა და იტყოდა. და განუკჳრდებოდა ერსა მას და იტყოდეს: ნუუკუე ესე არს ძე დავითისი? - დემონმა გზა რწმენისაკენ - თვალები, სმენა და ენა გადაუკეტა, მაგრამ იგი იესომ განკურნა და ხალხისაგან დავითის ძედ იწოდა, რადგანაც ქრისტეს დავითის თესლისაგან მოელოდნენ. ახლაც, უკეთუ ვინმეს იხილავ, ვინც სიკეთეს ვერც თვითონ იაზრებს და არც სხვის სიტყვებს იწყნარებს, იგი ბრმად და ყრუდ ჩათვალე; შეეხება რა მის გულს, დაე იგი ღმერთმა განკურნოს.

24. ხოლო ფარისეველთა მათ ვითარცა ესმა ესე, იტყოდეს: ესე არა განასხამს ეშმაკთა, გარნა ბელზებულითა, მთავრითა მით ეშმაკთაჲთა. - თუმცა უფალი მათ განშორდა, მაგრამ ესენი, შორიდან ესმოდათ რა მისთა საქმეთა შესახებ, ცილს სწამებენ სწორედ მაშინ, როცა იგი ადამიანებისათვის ქველმოქმედებს. ამგვარად, ფარისეველნი მისი მტრები, ვითარცა ეშმაკი, ბუნებით იყვნენ.

25-26. იცოდნა იესუ ზრახვანი იგი გულისა მათისანი და ჰრქუა მათ: ყოველი მეუფებაჲ, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, მოოჴრდის; და ყოველი ქალაქი გინა სახლი, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, ვერ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ა
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
ჴსენებაჲ წმიდისა მათე მახარებელისაჲ დაწყებაჲ სიტყჳსაჲ:

...ვალებაჲ აჩუენეს, არამედ დიდი ერთობაჲ და ურთიერ-თას წამებაჲ, და ესე გულისჴმა-ყავთ ნუ სიტყუათაგან ოდენ, არამედ საქმისაგანცა, რამეთუ უკუეთუ განწვალებაჲმცა იყო შორის მათსა, ვითარმცა წარემართა ქადაგებაჲ მათი ერთსა ზედა პირსა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ყოველი მეუფებაჲ, რომელი თავსა ზედა თჳსსა განევლთის, დაიჴსნას“. ; ვინაჲთგან უკუე იგინი ერთსა საქმესა ქადაგებდეს, უკუეთუმცა წინააღმდგომ ურთიერთას იყვნეს, ვითარმცა წარემართა ქადაგებაჲ იგი, ვითარ სარწმუნო იქმნა ყოველთა მიერ, ვითარ განჴდა ჴმაჲ მათი ყოველსა ქუეყანასა და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი, რომელთა-იგი მრავალნი მჴდომად აღუდგეს, მრავალნი დაჴსნად ისწრაფდეს, რამეთუ არა თუ ერთსა შინა ყურესა დაწერეს და დამალეს, არამედ შორის ყოვლისა სოფლისა განჰმარტეს აღწერილი მათი, და სასმენელად მტერთა მათთა და მბრძოლთა აღმოიკითხვოდა იგი, და ვერარაჲ ვინ ცთომაჲ ანუ ურთიერ-თას განწვალებაჲ შეჰჴადა, არამედ ყოველნივე იძლინეს მბრძოლნი მათნი, და სამართლად, რამეთუ ძალი ღმრთისაჲ იყო თანაშემწე და წინამძღუარ მათისა მის ქადაგებისა. და უკუეთუმცა არა ესე იყო, ვითარმცა უძლო მეზუერემან და მეთევზურმან და უსწავლელმან ესევით...

სრულად ნახვა