მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 12:31

30. He that is not with me is against me; and he that gathereth not with me scattereth abroad.31. Wherefore I say unto you, All manner of sin and blasphemy shall be forgiven unto men: but the blasphemy against the Holy Ghost shall not be forgiven unto men.32. And whosoever speaketh a word against the Son of man, it shall be forgiven him: but whosoever speaketh against the Holy Ghost, it shall not be forgiven him, neither in this world, neither in the world to come.
Matthew თავი 12
31. Wherefore I say unto you, All manner of sin and blasphemy shall be forgiven unto men: but the blasphemy against the Holy Ghost shall not be forgiven unto men.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველი ცოდვაჲ და გმობაჲ მიეტეოს კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა გმობაჲ არა მიეტეოს კაცთა. და რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა კაცისათჳს, მიეტეოს მას; ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათჳს, არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას“ (12,31-32).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ჯეროვანი პასუხი მისცა მათ გულისზრახვათა მათთაჲ და ყოვლით კერძო პირი დაუყო, აწ სამართლად სასჯელსა უსჯულოებისა მათისასა აუწყებს, რაჲთა ანუ შეშინდენ, ანუ სრულიად დაისაჯნენ უკეთურნი იგი.

ხოლო ჩანს სიტყუაჲ ესე ბნელად და ძნიად გულისჴმისსაყოფელად, არამედ უკუეთუ განვიფრთხოთ გონებითა, კეთილად ვპოოთ ძალი მისი. ესრეთ უკუე მოასწავებს სიტყუათა ამათ მიერ, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: მრავალი გმობაჲ სთქუთ ჩემდა მომართ, მაცთურად სახელ-მდევით, წინააღმდგომად რჩულისა, ღმრთისა მიერ მოცემულისა, და სხუაჲ მრავალი ძჳრი სთქუთ; აწ ვთქუა, თუ: ხილვისა ამისთჳს და ბუნებისა ჴორცთაჲსა ვერ გულისჴმა-ჰყოფთ ღმრთეებასა ჩემსა და იტყჳთ ესევითარსა; ხოლო საქმეთა მათ, რომელნი სულისა მიერ წმიდისა იქმნებიან, რამეთუ რომელნიცა ძალითა მით ღმრთეებისაჲთა სასწაულნი იქმნებოდეს, სულსა წმიდასა მიაჩემა, ვითარცა-იგი ყოველივე ღმრთეებისა მისისაჲ განუყოფელ არს, და ეტყჳს: სასწაულთა მათ სულისა წმიდისა მიერ ქმნილთა ვითარ იკადრებთ გმობად? რამეთუ არა უმეცარ ხართ წერილთაგან ძალსა მისსა. აწ უკუე რომელი ჩემისა ამის კაცობრივისა ბუნებისათჳს სთქუთ და ჰქმენით, - შეურაცხებაჲ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
12:31-37 — სულიწმიდის გმობა და სიტყვის პასუხისმგებლობა:

31-32. ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველი ცოდვაჲ და გმობაჲ მიეტეოს კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა გმობაჲ არა მიეტეოს კაცთა. და რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა კაცისათჳს, მიეტეოს მას; ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათჳს, არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას. - აქ იგი ამბობს: ყოველ სხვა ცოდვას, მაგალითად, მრუშობასა და ქურდობას, რაღაც მცირე გამართლება მაინც აქვს, რადგან ამ დროს კაცობრივ სისუსტეს მოვიხმობთ და შედარებით პატიებასაც უფრო ვიმსახურებთ. მაგრამ რაჟამს ვინმე სულის მიერ აღსრულებულ სასწაულებს უყურებს და ცილს სწამებს, რომ თითქოს ისინი დემონური ძალით სრულდებიან, ამას რა გამართლება მოეძებნება? ცხადია, მან იცის, რომ ისინი სულისა მიერ წმიდისა ხდება, მაგრამ ცუდად განზრახ იქცევა. ამგვარს როგორღა მიეტევება? როცა იუდეველები ხედავდნენ უფალს, რომელიც ჭამდა და სვამდა, ურთიერთობა ჰქონდა მეზვერეებსა და მეძავებთან და ყველა სხვა საქმეს, ვითარცა ძე კაცისა, აღასრულებდა და შემდეგ საყვედურობდნენ ჭამისა და ღვინის სმის გამო, ამ დროს ისინი შენდობის ღირსნი იყვნენ და ამისთვის არც სინანული მოეთხოვებოდათ, რადგან ჩანდა, რომ ცდომილებისათვის საკმარისი...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2007 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

„ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა“ (აღდგომის საგალობელი)

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ძმანო და დანო, მკვიდრნო საქართველოისა და დროებით უცხოეთში მცხოვრებნო თანამემამულენო,

ზეციური სიხარულით აღვსილი გულითადად გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

ქრისტე აღდგა!

ჰოი, დიდებულო პასექო ქრისტესო, მომნიჭებელო სიხარულისაო, განმაახლებელო სულისა, გულისა და გონებისა ჩვენისაო, დაადგერ ჩუენთანა, რათა გიცნათ შენ, უფალო, ვითარცა ერთადერთი გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.

მაშ, განვიწმიდოთ ბოროტებისაგან და მივეახლოთ დაუღამებელ ნათელს, „რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“ და გვყოფს მეცნიერად კეთილისა და ბოროტისა.

უფალო ჩვენო, იესო ქრისტე, გუშინ ვგლოვობდით ვნებასა და ჯვარცმასა შენსა, დღეს კი - ვზეიმობთ სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველსა აღდგომასა შენსა;

ჰოი, ბოროტებავ, უძლურია ძალა შენი წინაშე ღვთისა!

ადამის მოდგმავ, დაცემულო, მაგრამ უფლის მადლით წარწყმედისაგან ხსნილო, გიხაროდენ,

ქრისტე აღდგა!

„სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი, სადა არს,...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1994 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულ, ღვთივკურთხეულ შვილებს::

...არ იციან, რომ დაუსრულებელი ტანჯვისთვის წირავენ სულს.

თავის მოკვლა არის საშინელი დანაშაული, რომელიც სულიწმიდის გმობად ითვლება და იგი არავის ეპატიება. ამ ცოდვის ჩამდენი ჯოჯოხეთის მსხვერპლი ხდება.

სახარებაში ვკითხულობთ: „ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეგევება მათ“ ().

ღმერთმა ყველა დაიფაროს ამ უმძიმესი დანაშაულისაგან.

იმედი არასოდეს არ უნდა დავკარგოთ.

ღვთის წყალობა უნდა ვეძებოთ და ვიპოვით კიდეც გზას ერთი შეხედვით უნუგეშო მდგომარეობაშიც კი. გამოსავალი ყოველთვის არსებობს, ოღონდ საკითხი არ უნდა დავსვათ ასე: ყველაფერი ან არაფერი. უნდა დავიწყოთ ძალიან მცირედან, ყოველდღიურიდან, ჩვეულებრივიდან. ანტონი დიდის ცხოვრება ამ მხრივ ბევრს გვასწავლის.

როდესაც ეს ღირსი მამა მძიმე განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა და ეჭვიც კი შეეპარა არჩეული ყოფის სისწორეში, გულმხურვალედ დაიწყო ვედრება უფლისადმი, რომ რჩევა მიეღო მისგან. და მოევლინა წმიდა ანტონს ანგელოზი, რომელმაც უთხრა, რომ ყოველი ადამიანისათვის, თუნდაც იგი განდეგილი და მარტოდმყოფი იყოს, აუცილებელია ლოცვა და შრომა.

ლოცვას აქვს უდიდესი სასწაულთმოქმედი ძალა. ყოველი ნამდვილი კეთილი საქმე, რომელიც ღვთის სასოებითა და ლოცვით იწყება, წარმატებით მთავრდება. თვით უფალ...

სრულად ნახვა