მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 12:37

36. But I say unto you, That every idle word that men shall speak, they shall give account thereof in the day of judgment.37. For by thy words thou shalt be justified, and by thy words thou shalt be condemned.38. Then certain of the scribes and of the Pharisees answered, saying, Master, we would see a sign from thee.
Matthew თავი 12
37. For by thy words thou shalt be justified, and by thy words thou shalt be condemned.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მე გეტყჳ თქუენ: ყოველი სიტყუაჲ უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაჲ მისთჳს დღესა მას სასჯელისასა. რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო“ (12,36-37).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა სამსჯავროჲსა მის სიმართლე? არა თუ სიტყუა-თაგან უცხოთაო, არამედ შენთავე სიტყუათაგან ანუ დაისაჯო, ანუ განჰმართლდე. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ უქმი? - ყოველივე სიტყუაჲ ცუდი, რომლისაგან არარაჲ არნ საქმე საჴმარი: ყოველი სიტყუაჲ ტყუილისაჲ, ყოველივე სიტყუაჲ ძჳრის-ზრახვისაჲ, ყოველი სიტყუაჲ ბასრობისაჲ, ვნებული და მავნებელი, - ესევითარნი სიტყუანი ბრალისა თანამდებ არიან.

ვინაჲთგან უკუე ესე ესრეთ არს, ამიერითგან ნუ იგინი არიან ზრუნვასა და საურავსა შინა, რომელთათჳს ძჳრის-ზრახვანი ითქუმოდინ, არამედ რომელთა მიერ ითქუმოდინ; რამეთუ არა თუ ამათ უჴმს სიტყჳს-მიცემაჲ, თუ რად ძჳრი ვინ უზრახა, არამედ ამათ თანააც სიტყჳს-მიცემაჲ, თუ რად ძჳრსა იტყოდეს.

და ნანდჳლვე ესე ვნებაჲ არცა ჴორცთა რას ერგების და სულსა დიდად ავნებს. რაოდენ იგი სხუათა შეაწუხებს, ეგოდენ მეტყუელისა მის სულსა აჭირვებს, და ყოველივე სიტყუაჲ და ყოველივე საქმე, რომლითა მოყუასსა ვინ ავნებდეს, უმეტეს და უპირატეს თავსა თჳსსა ავნებს, რამეთუ რომელი ცეცხლსა დასთრგუნვიდეს, ფერჴთა თჳსთა დაიწუავს, და რომელი დეზსა წიხნიდეს, მოიწყლვის. ეგრეთ არს, რომელი მოყუასსა თჳსსა ავნებდეს.

მათეს სახარების განმარტება - თავი XII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
12:31-37 — სულიწმიდის გმობა და სიტყვის პასუხისმგებლობა:

31-32. ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველი ცოდვაჲ და გმობაჲ მიეტეოს კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა გმობაჲ არა მიეტეოს კაცთა. და რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა კაცისათჳს, მიეტეოს მას; ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათჳს, არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას. - აქ იგი ამბობს: ყოველ სხვა ცოდვას, მაგალითად, მრუშობასა და ქურდობას, რაღაც მცირე გამართლება მაინც აქვს, რადგან ამ დროს კაცობრივ სისუსტეს მოვიხმობთ და შედარებით პატიებასაც უფრო ვიმსახურებთ. მაგრამ რაჟამს ვინმე სულის მიერ აღსრულებულ სასწაულებს უყურებს და ცილს სწამებს, რომ თითქოს ისინი დემონური ძალით სრულდებიან, ამას რა გამართლება მოეძებნება? ცხადია, მან იცის, რომ ისინი სულისა მიერ წმიდისა ხდება, მაგრამ ცუდად განზრახ იქცევა. ამგვარს როგორღა მიეტევება? როცა იუდეველები ხედავდნენ უფალს, რომელიც ჭამდა და სვამდა, ურთიერთობა ჰქონდა მეზვერეებსა და მეძავებთან და ყველა სხვა საქმეს, ვითარცა ძე კაცისა, აღასრულებდა და შემდეგ საყვედურობდნენ ჭამისა და ღვინის სმის გამო, ამ დროს ისინი შენდობის ღირსნი იყვნენ და ამისთვის არც სინანული მოეთხოვებოდათ, რადგან ჩანდა, რომ ცდომილებისათვის საკმარისი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნა
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნა თუ ვითარ შეიგინების სული ანუ ვითარ განწმიდნების; და ვითარმედ დიდისა სასყიდლისა მომატყუებელ გუექმნებიან მაჭირვებელნი ჩუენნი:

...(იერ. 3,7)

განიბანე, კაცო, პირი შენი და ენაჲ სიტყუათაგან ბოროტთა, რაჲთა კადნიერებით ევედრებოდი ღმერთსა, რამეთუ წერილ არს: „ცხორებაჲ და სიკუდილი ჴელთა შინა ენისათა არს“, და „სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო“. აწ უკუე მსგავსად გუგათა თუალისათა დაიცევ ენაჲ შენი, რამეთუ ასწაო თუ მას წესიერებაჲ, იქმნას ეტლ მეუფისა; ხოლო დაუტეო თუ წარმდებებით სლვად ყოველსავე ბოროტსა შინა, იყოს იგი საჴედარ ეშმაკისა, რაჟამს აღივსებოდის ყოვლითავე გინებითა და ბოროტისმეტყუელებითა, გულისწყრომით ზრახვითა მოყუსისაჲთა და სხჳთა მრავლითა ბოროტითა. ამისთჳს გევედრები, უკუეთუ გნებავს, რაჲთა კადნიერებით ევედრებოდი ღმერთსა, ყოვლისავე რისხვისა და გულისწყრომისაგან წმიდა-ყავ სული შენი, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „მნებავს ლოცვაჲ მამათაჲ ყოველსა ადგილსა აპყრობად წმიდად ჴელთა თჳნიერ რისხვისა და გულისწყრომისა; ეგრეთვე დედათა წესიერებისა სამკაულითა მორცხუედ და ღირსებით შემკობად თავთა თჳსთა“. აწ უკუე, კაცო, ნუ სირცხჳლეულ-ჰყოფ ენასა შენსა. უკუეთუ არა, ვითარ შეწიროს შენთჳს ვედრებაჲ, ოდეს კადნიერებაჲღა თჳსი წარეწყმიდოს?...

სრულად ნახვა