თ ა რ გ მ ა ნ ი: ამათ სიტყუათა მიერ აჩუენებს, ვითარმედ არა მას საუკუნესა ხოლო, არამედ ამასვე სოფელსა მრავალი ბოროტი შეემთხჳოს. რამეთუ ვინაჲთგან თქუა, თუ: „ნინეველნი იგი აღდგენ სასჯელსა მას ნა-თესავისა ამის თანა და დასჯიდენ მას“, რაჲთა არა სიგრძისათჳს მომავალისა მის სასჯელისა უზრუნველ იქმნენ, აქავე მოწევნადთა ბოროტთა მიუთხრობს. ხოლო სიტყუაჲ ესე მისი ესრეთ არს, ვითარმედ: შეპყრობილ იყვენით პირველცა მძლავრებითა ეშმაკისაჲთა და იყვენით, ვითარცა კაცნი ეშმაკეულნი და ცნობამიღებულნი, დაუტეობდით ღმერთსა და კერპთა თაყუანის-სცემდით; შვილთა თქუენთა დაუკლევდით მსხუერპლად ეშმაკ-თა; ფრიადსა აჩუენებდით სიბორგილესა და სიცოფესა; ხოლო არავე დაგიტევენ თქუენ, არამედ მრავლით კერძო ვინებე ჴსნაჲ თქუენი მონებისა მისგან ეშმაკისა: წინაჲსწარმეტყუელნი მოგივლინენ, ტყუეობითა გწუარ-თენ, სასწაულნი გიჩუენენ, და აწ მე თავადი მოვედ, რაჲთამცა სრულიად წმიდა-გყვენ თქუენ არაწმიდებათა თქუენთაგან. ვინაჲთგან უკუე არა გნებავს შეწყნარებაჲ ჩემი, არამედ უმეტესსა შეხუალთ უკეთურებასა, - მაშინ წინაჲსწარმეტყუელნი მოწყჳდენით და აწ ჩემი გეგულების მოკლვაჲ, - ამისთჳს ძალიცა იგი ეშმაკისაჲ...
Matthew 12:43
43-45. ხოლო რაჟამს სული იგი არაწმიდაჲ განვიდის კაცისაგან, მიმოვალნ ურწყულთა ადგილთა და ეძიებნ განსუენებასა და არა პოვის. მაშინ თქჳს: მივიქცე სახედ ჩემდა, ვინაჲცა გამოვედ; და მი-რაჲ-ვიდის, პოვის იგი მოცალე, განშუენებული და შემკული. მაშინ წარვიდის და მოიყვანნის მის თანა სხუანი შჳდნი სულნი, უბოროტესნი მისა, და მოვიდის და დაემკჳდრის მუნ. და იქმნის უკუანაჲსკნელი კაცისაჲ მის უძჳრეს პირველისა. ესრეთ ეყოს ნათესავსა ამასცა უკუეთურსა. - უფალი აჩვენებს, რომ, არ შეიწყნარეს რა იგი, მათ დაღუპვის უკანასკნელ ზღვარს მიაღწიეს. ისევე როგორც დემონებისაგან განთავისუფლებულებს, უკეთუ საკუთარ თავზე არ იზრუნეს, უარესის დათმენა მოუწევთ, ასევე თქვენი მოდგმაც, რაჟამს თაყვანს კერპებს სცემდით, დემონს ჰყავდა შეპყრობილი. მე ეს დემონი წინასწარმეტყველთა საშუალებით განვდევნე და თავად მოვედი, რადგან თქვენი განწმენდა მსურდა. მაგრამ რადგანაც ხელი მკარით და უფრო მეტიც, ჩემს დაღუპვას ესწრაფვით, ვითარცა უარესი ცოდვის ჩამდენნი, კიდევ უფრო მეტად დაისჯებით და უკანასკნელი ტყვეობა თქვენი პირველზე უფრო მძიმე იქნება. შენ კი ესეც მოიაზრე, რომ ნათლისღებით უწმინდური სული...
...ი ვკითხულობთ, რომ ადამიანისაგან განდევნილი არაწმიდა სული ურწყულ ადგალებს მიაშურებს და რაკი იქ განსასვენებელს ვერ პოვებს, ცდილობს, ძველ სამყოფელს დაუბრუნდეს. თუ კაცი განლაღებული დახვდა, სხვა უბოროტესს ეშმაკთაც მოიყვანს და მათთან ერთად დაემკვიდრება მასში. და კაცი იგი შეიქმნება უფრო ცოდვილი, ვიდრე ადრე იყო (). ამიტომ საჭიროა ცოდვისგან მუდმივი განწმენდა, მისგან გათავისუფლება.
ჩვენს მიერ ჩადენილი ყოველი ბოროტება ცოდვაა. იგი ღვთისა და თვით ჩვენი თავის საწინააღმდეგო მოქმედებაა, ყოფის არყოფნად გარდაქმნაა, ჩვენი ბუნების დამახინჯებაა, ჩვენი დამაქცეველი ძალაა; ესაა მსვლელობა დამღუპველი მიზნისაკენ.
ბოროტებას შესაბამისი ბოროტი შედეგი მოჰყვება. ცოდვის შედეგია ღვთისგან განდგომა, სიყვარულის, მშვიდობისა და ბედნიერების დაკარგვა, სულიერი სიღატაკე, სიკვდილი... „ცოდვაჲ სოფლად შემოჴდა და ცოდვისა ძლით სიკუდილი“ ().
დარღვეული შინაგანი მთლიანობა რომ აღდგეს, ადამიანმა აღსარება უნდა თქვას და ღვთის წინაშე მოინანიოს ცოდვები. ასეთ შემთხვევაში მისი დახმარება მხოლოდ მოძღვარს შეუძლია, რადგანაც შენდობის უფლება ღვთისგან მასა აქვს მინიჭებული.
მაცხოვარმა მოციქულებს მისცა განსაკუთრებული ძალა ცოდვილთა მიმართ: „**ა...