მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 13:52

51. Jesus saith unto them, Have ye understood all these things? They say unto him, Yea, Lord.52. Then said he unto them, Therefore every scribe which is instructed unto the kingdom of heaven is like unto a man that is an householder, which bringeth forth out of his treasure things new and old.53. And it came to pass, that when Jesus had finished these parables, he departed thence.
Matthew თავი 13
52. Then said he unto them, Therefore every scribe which is instructed unto the kingdom of heaven is like unto a man that is an householder, which bringeth forth out of his treasure things new and old.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გულისჴმა-ჰყავთა ესე ყოველი? ხოლო მათ ჰრქუეს: ჰე, უფალო. და ჰრქუა მათ: ამისთჳს ყოველი მწიგნობარი, რომელი მოწაფე ყოფილ არს სასუფეველსა ცათასა, მსგავს არს იგი კაცსა სახლისა უფალსა, რომელმან გამოიღის საუნჯისაგან თჳსისა ძუელი და ახალი“ (13,51-52).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ არა განაგდებს ძუელსა მას წერილსა, არამედ აქებს და სიმდიდრედ უწესს, და აქებს მოციქულთა, რამეთუ კე-თილად გულისჴმა-ჰყვეს იგი და ჰრწმენა უფლისაჲ? რამეთუ ამისთჳს ყოველივე შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი ქადაგებდეს. და ესე წმიდანი მოციქულნი მიამსგავსნა სახლისა უფალსა მდიდარსა და ჭეშმარიტად მწიგნობრად სახელ-სდვა მათ, რამეთუ ძუელისა მის წერილისა ძალი კეთილად ცნეს და ახალი ესე ქადაგებაჲ და მოძღურებაჲ ქრისტესი სარწმუნოებით და გულსმოდგინედ შეიწყნარეს და აღასრულეს. ხოლო რომელნი-იგი ძალსა წერილთასა უმეცარ არიან, არა არიან იგინი სახლისა უფალ. რამეთუ არცა თავით თჳსით აქუს, არცა სხუათაგან მიიღებენ, არამედ უდებებისაგან სიკუდილითა მოსწყდებიან. ეგრეთვე მწვალებელნი სრულიად უცხო არიან ნეტარებისაგან, რამეთუ არცა ძუელისა მის წერილისაგან აქუს ნაწილი, არცა ახლისა, არამედ ორისაგანვე დაკლებულ და განვრდომილ არიან, რამეთუ ორნივე შჯულნი შეერთებულ და შეთხზულ არიან ურთიერთას.

მათეს სახარების განმარტება - თავი XIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
13:51-52 — მწიგნობარი ძველსა და ახალს გამოიღებს:

51-52. ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: გულისჴმა-ჰყავთა ესე ყოველი? ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჰე, უფალო. და ჰრქუა მათ: ამისთჳს ყოველი მწიგნობარი, დამოწაფებული სასუფეველსა ცათასა, მსგავს არს იგი კაცსა სახლისა უფალსა, რომელმან გამოიღის საუნჯისაგან თჳსისა ძუელი და ახალი. - ხედავ, რომ იგავებმა ისინი უფრო დაფიქრებულებად აქციეს? სხვა მხრივ გაუწვრთნელთა და უვიცთა, გაურკვევლად ნათქვამი გაიგეს. ამიტომაც, აქებს რა მათ უფალი, ეუბნება: ყოველი მწიგნობარი და ა.შ. მწიგნობრებს მათ, ვითარცა სჯულის მცოდნეთ, უწოდებს; სჯულში კი განისწავლნენ, მაგრამ მასში არ დარჩენილან, ამაზე არ გაჩერებულან, არამედ სასუფევლის შესახებაც ისწავლეს, ანუ ქრისტე შეიმეცნეს და შეეძლოთ გამოღება საუნჯისა ახალი და ძველი აღთქმიდან. სახლის უფალი თავად ქრისტეა, ვითარცა მდიდარი, რადგან მასშია საგანძურნი სიბრძნისანი. ასწავლიდა რა ახალს, დამოწმებანი მას იქვე ძველიდანაც მოჰქონდა, როგორც მაგალითად, როცა თქვა, რომ "პასუხს აგებ ყოველი უქმი სიტყვისათვის", ეს ახალია, მაგრამ იქვე დამოწმებაც მოიყვანა: რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო, რომელიც ძველი აღთქმიდანაა....

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის