თ ა რ გ მ ა ნ ი: მოწაფენი მისნი დაღაცათუ მხილველქმნილ იყვნეს სასწაულთა მრავალთა, გარნა ჯერეთ სრული გულისჴმის-ყოფაჲ ძალისა მისისაჲ არა აქუნდა და არა მოელოდეს ესევითარისა მის სასწაულისა ქმნად, რამეთუ ვითარცა კაცსაღა ხედვიდეს, რამეთუ უძლურ იყვნეს გონები-თა. ხოლო უფალმანცა არა ჰრქუა, თუ: მე გამოვზარდნე იგინი, არამედ ჰრქუეს რაჲ მათ: „განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ და იყიდონ თავისა თჳსისა საზრდელი“, მიუგო: „არა უჴმს მათ წარსლვაჲ; თქუენ ეცით მაგათ ჭამადი. ხოლო მათ ჰრქუეს მას: არა გუაქუს აქა, გარნა ხუთი პური და ორი თევზი“. რამეთუ უმეცარღა იყვნეს, ვითარცა მარკოზ იტყჳს, ვითარმედ: „ვერ გულისჴმა-ყვეს სიტყუაჲ იგი“. ამისთჳსცა ჰრქუა უფალმან: „მომართჳთ მე იგი აქა!“ რამეთუ დაღაცათუ უდაბნო არს ადგილი ესე, არამედ გამომზრდელი ყოვლისა სოფლისაჲ აქა ვარ; დაღაცათუ ჟამი გარდასრულ არს, არამედ უფალი ესე ჟამთაჲ გიბრძანებ. ხოლო იოვანე იტყჳს, ვითარმედ ქრთილისანი იყვნეს პურნი იგი. არა ცუდად გუაუწყებს ამას, არამედ რაჲთა ვისწაოთ მრავალსასყიდლისა ჭამადთა და მრავალფერთა...
Matthew 14:19
13. ესმა რაჲ ესე იესუს, განეშორა მიერ ნავითა და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა თჳსაგან. - მიდის რა იესო იქიდან ჰეროდეს მიერ ჩადენილი მკვლელობის გამო, გვასწავლის, რომ საფრთხეში თავი აშკარად არც ჩვენ უნდა ჩავიგდოთ; ამასთან, მიდის იმიტომაც, რათა არ ეფიქრათ, რომ ხორცი მოჩვენებითად ჰქონდა შესხმული; რადგან უკეთუ ჰეროდე შეიპყრობდა და მის მოკვლას შეეცდებოდა, ხოლო თვითონ თავს საფრთხეს იმიტომაც გამოსტაცებდა, რომ ჟამი მისი სიკვდილისა ჯერ არ დამდგარიყო, არ ეფიქრათ მოჩვენება არისო. აი, ამიტომაც წარვიდა უდაბნოსა ადგილსა თჳსაგან, რათა იქ პურის სასწაული აღესრულებინა.
13-14. და ვითარცა ესმა ერსა მას, მისდევდეს მას მკჳრცხლ ქალაქებისაგან. და გამოვიდა იესუ და იხილა ერი მრავალი და შეეწყალნეს იგინი და განკურნა სნეულნი მათნი.- ხალხი რწმენას ამჟღაბნებს და განმარტოებულ იესოსთან მიდის, ამიტომაც, ვითარცა საზღაურს რწმენისათვის, კურნებას იღებს, და როცა მას, საკვების გარეშე, ფეხით მისდევს - ესეც რწმენისაგანაა.
15-16. და ვითარცა შემწუხრდა, მოუჴდეს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი გარდასრულ არს; განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ...
...არს დამბადებელი სოფლისაჲ და ყოვლისაჲვე, რაჲ არს მას შინა, რაჟამს ბრძანებითა წამის-ყოფისაჲთა თევზი დიდძალი შეაწყუდია ბადეთა პეტრესთა; და წყალი ღჳნოდ გარდააქცია; და ხუთითა პურითა ესოდენი იგი ერი გამოზარდა; და ზღუასა და ქართა შეჰრისხნა, და დადუმნეს; და მნათობნი შეძრწუნდეს ჯუარ-ცუმასა მისსა და ნათელი თჳსი დაიფარეს, კუალად უბრძანა, და გამობრწყინდეს. და სხჳთა მრავლითა საქმითა გამოაჩინა, ვითარმედ იგი არს დამბადებელი ყოვლისაჲვე. ხოლო სიტყჳთ ესრეთ განცხადებულად თავადმან არასადა თქუა, ხოლო მოწაფენი ზედაჲსზედა ქადაგებენ და იტყჳან, იოვანე და პეტრე და პავლე. ესე ამისთჳს, რამეთუ ვერ ეძლო ჰურიათა სმენად მაღალთა მათ სიტყუათა. რამეთუ უკუეთუ მოწაფეთა, რომელთა დღითი-დღე ესმოდეს სიტყუანი მისნი და სასწაულთა მისთა ხედვიდეს და ყოველივე უარ-ყვეს სიყუარულისათჳს მისისა, უკუეთუ მათ ვერ ეძლო ყოვლისავე ტჳრთვად პირველ მოსლვისა სულისა წმიდისა, ვითარმცა უძლეს ჰურიათა მათ უგულისჴმოთა ტჳრთვად სიტყუათა მაღალთა და არა თქუმად, ვითარმედ წინააღმდგომ არს, უკუე-თუმცა არ...