მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 17:1

1. And after six days Jesus taketh Peter, James, and John his brother, and bringeth them up into an high mountain apart,2. And was transfigured before them: and his face did shine as the sun, and his raiment was white as the light.
Matthew თავი 17
1. And after six days Jesus taketh Peter, James, and John his brother, and bringeth them up into an high mountain apart,
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაჲ მისი, და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან. და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად, და განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე. ხოლო სამოსელი მისი სპეტაკ იყო, ვითარცა თოვლი. და ეჩუენნეს მათ მოსე და ელია მის თანა, და თანაზრახვიდეს მას“ (17,1-3).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ლუკა რვასა დღესა იტყჳს, არა თუ წინააღუდგების მათეს, არამედ ფრიადცა ეწამების; რამეთუ იგი მასცა დღესა, რომელსა შინა ეტყოდა სიტყუათა მათ, და მასცა, ოდეს-იგი მთად აღვიდა და ფერი იცვალა, თანააღჰრაცხავს, ხოლო მათე შორის გარდასრულთა მათ ხოლო იტყჳს. და ორივე ესე ერთ არს.

იხილეთ უკუე, ვითარ მათე განცხადებულად აღსწერს, ვითარმედ სხუანი იგი უფროჲს მისსა პატივცემულ იქმნეს. ამას იოვანეცა მრავალგზის იქმს, დიდთა მათ ქებათა პეტრესთა ჭეშმარიტებით წარმოიტყჳს, რამეთუ შურისა და ზუაობისაგან უცხო იყო კრებული წმიდათა მათ მოციქულთაჲ.

რაჲსათჳს-მე უკუე სამნი იგი ხოლო წარიყვანნა? ესე ამისთჳს, რამეთუ უზეშთაესსა საზომსა იყვნეს იგინი. პეტრე მჴურვალისა მისთჳს სიყუარულისა წარემატა და თავ იქმნა კრებულისა მის მოციქულთაჲსა; და იოვანე ფრიადისა მის სიწმიდისა და სიმშჳდისა და სიკეთისათჳს სულისა მისისა უფროჲს ყოველთა შეყუარებულ იყო. ეგრეთვე იაკობ ფრიადისა სიმჴურვალისაგან ჰრქუა, ვითარმედ: ძალ-გჳც სუმად სასუმელი იგი, ; და არა ხოლო თუ თქუა, არამედ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XVII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
17:1-3 — ფერისცვალება მთაზე:

1. და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაჲ მისი. - ეს არ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ლუკა ამბობს: და იყო შემდგომად სიტყუათა ამათ ვითარ რვა ოდენ დღე და სხვა. რადგან ლუკა პირველ დღესაც მიათვლის და ბოლოსაც, როცა ისინი მთაზე ავიდნენ, მათე კი მათ გამორიცხავს. პეტრე იმიტომ წაიყვანა, რომ ძლიერ უყვარდა უფალი, იოვანე - იმიტომ, რომ თვითონ მას უყვარდა იგი, ხოლო იაკობი - ვითარცა მოშურნე მისი; ცხადია, რომ მოშურნეობდა, რის გამოც შეჰპირდა სასმელის შესმას და რის გამოც ჰეროდეს მახვილით მოიკლა იუდეველთა გულის მოსაგებად.

1-2. და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან. და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად, და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე. ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი. - მაღალ მთაზე აიყვანა ისინი, რათა ეჩვენებინა, რომ უკეთუ ვინმე არ ამაღლდება, ვერც მსგავსი სანახაობის ღირსი გახდება; განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ ქრისტეს დიდთა სასწაულთა დაფარულად აღსრულება ჩვეულებად ჰქონდა, რადგან თუკი ხალხი დაინახავდა, რომ ღმერთია, არ ეფიქრა, რომ ადამიანი მოჩვენებითად იყო. როცა ფერისცვალების შესახებ ისმენ, ნუ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ობ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე თქუა იესუ და შეძრწუნდა სულითა და წამა და თქუა: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე“ (13,21).:

...ეს მისთჳს შესხმაჲ. ანუ მცირე გგონიესა, რომელ იტყჳან, ვითარმედ: „ჰრქუა: შემომიდეგ მე. და მეყსეულად დაუტევა მამაჲ თჳსი და ყოველივე და შეუდგა მას“? ; და პეტრეს თანა აღვიდა მხოლოჲ იაკობითურთ თაბორს, ; ; და კუალად სხუასა ადგილსა სახლად იგი ოდენ შეიყვანა. და რაჟამს წარვიდა ლოცვად, იგინი განიყვანნა მის თანა. ; ანუ ამან მცირედი შესხმაჲ წარმოთქუა პეტრესი, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „ჰრქუა ქრისტემან, ვითარმედ: პეტრე, გიყუარა?“ და ყოველსა ადგილსა აჩუენებს ფრიადსა სიმჴურვალესა მისსა, და ვითარ თჳსებით იყო იოვანეს მიმართ, რაჟამს თქუა, ვითარმედ: „უფალო, ამისთჳს რაჲ სთქუ?“ ფრიადისა სიყუარულისაგან იტყოდა. ხოლო უკუეთუმცა არა ჯერ-იყო და არამცა ამას ადგილსა მოსრულ იყო, არცამცა ამას ეთქუა ესე, რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „პეტრე წამ-უყვნა იოვანეს“...

სრულად ნახვა