თ ა რ გ მ ა ნ ი: კეთილად და ჯეროვნად განუწესა მათ სათნოებაჲ მარხვისაჲ, რამეთუ ნანდჳლვე საძიებელ არს ესე და საჴმარ განსადევნელად ეშმაკისა. და ნუვინ იტყჳს, თუ ვიეთმე თჳნიერ მარხვისაცა განჴადეს ეშმაკი. რამეთუ დაღაცათუ ჩუენდა არა საცნაურ არს, არამედ იგინი, რომელ-თაცა განჴადეს სადა ეშმაკი, ლოცვითა და მარხვითა შეზღუდვილ იყვნეს.
ხოლო დაღაცათუ თქუას ვინ, თუ: იპოვნეს სადა ვიეთნიმე თჳნიერ ფრიადისა მარხვისა მაოტებელად ეშმაკთა, გარნა ეშმაკეული ვერსადა ვინ პოოს თჳნიერ მარხვისა განკურნებული; რამეთუ ყოვლისა უმეტესად ესე უჴმს შეკრძალვაჲ, რომელნი შეპყრობილ არიან სულთაგან არაწმიდათა, რაჲთა განეყენნენ შუებისაგან და შეაიწრნენ თავნი თჳსნი მარხვითა ფრიადითა და მარხვასა თანა მოიგონ ლოცვაჲცა ლმობიერი. და ამათ სათნოებათა სარწმუნოებითურთ ძალ-უც მრავალთა ბოროტთაგან ჴსნად კაცისა და მრავალთა კეთილთა მოცემად.