ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თჳსითა“ (16,28).
ვინაჲთგან ზემო მრავალი წარმოუთხრა მოწევნადთა მათთჳს მათ ზედა განსაცდელთა და სიკუდილისა, და აუწყა მათ თჳსიცა ვნებაჲ და მრავალი ძნელოვანი მოასწავა შემთხუევად მათდა, და იყო ყოვლისავე მის საჭიროჲსა მოწევნაჲ ამასვე ცხორებასა, ხოლო კეთილნი იგი მის საუკუნოჲსანი და ცხორებაჲ სულთაჲ და მოსლვაჲ მისი დიდებითა მამისაჲთა შემდგომად მრავალთა ჟამთა მოლოდებად იყო, ამისთჳს სათნო-იჩინა მეუფემან ჩუენებადცა მათდა ამასვე სოფელსა სახე დიდებისა მის, რომლითა მოსლვად იყო, რაოდენ ძალ-ედვა მათ ხილვად; რაჲთა არცაღა ვნებისა მისთჳს უფლისა მწუხარე იყვნენ, არცა თჳსისა ურჩულოთა მიერ ტანჯვისა და მოკლვისათჳსღა ელმოდის, და უფროჲსღა პეტრეს, რომელი დიდად მწუხარე იყო, ესმა რაჲ, ვითარმედ მიცემად არს უფალი ვნებად.
და იხილეთ, ვითარ განაწესა საქმე ესე განმგებელმან მან ყოველთამან: ზემო თქუა სასუფეველისათჳს და სატანჯველისა, ვითარმედ: „უკუეთუ ვისმე უნდეს სული თჳსი განრინებად, წარიწყმიდოს იგი; და...