თ ა რ გ მ ა ნ ი: მთასა მას ზედა სინასა ეჩუენა რაჲ ღმერთი მოსეს და უნდა, რაჲთა შიში დასდვას უგულისჴმოთა მათ და გულფიცხელთა ჰურიათა, ღრუბელი ბნელისაჲ გამოაჩინა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „შევიდა მოსე ნისლსა მას და ღრუბელსა. და ვითარცა კუამლი საჴუმილისაჲ აღვიდოდა ნისლი იგი და ღრუბელი, და ქუხილი იყო და ელვაჲ და ჴმაჲ სასტიკებისაჲ“. ; (19,16,18) და კუალად წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს რისხვისა მისისათჳს, ვითარმედ: „ბნელისა წყალნი ღრუბელთა შინა ჰაერისათა“. ხოლო აქა ვინაჲთგან არა შეშინებაჲ ენება, არამედ სწავლად მოციქულთა და უწყებად ჭეშმარიტებისა, ამისთჳს ღრუბელი ნათლისაჲ ჰფარვიდა. და ძუელსა მას შინა ნისლი იყო და არმური, ხოლო აქა - ნათელი თუალთშეუდგამი და ჴმაჲ სიხარულისაჲ.
პეტრე იტყოდა, ვითარმედ: „ვქმნეთ სამ ტალავარ“, ხოლო ღმერთმან ღრუბელი ნათლისა - ტალავარი ჴელითუქმნელი - მოჰფინა და ძე იგი საყუარელი წამა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ“.
ხოლო ჴმაჲ ესე რაჲ ისმა, რაჲთა არა საგონებელ იქმნას, ნუუკუე...