თ ა რ გ მ ა ნ ი: ოდეს შიში იგი და ზარი გარდაემატა ძალსა მათსა, მა-შინ სახიერმან მან დაჰჴსნა იგი, „შეახო ჴელი და ჰრქუა: აღდეგით და ნუ გეშინინ!“ და დიდებაჲ იგი ხილვისაჲ მის დაფარა, და იხილეს იგი მხოლოჲ სახითა მითვე და წესითა, რომელსა ჩუეულ იყვნეს.
ხოლო ამისთჳს უბრძანა, რაჲთა ხილვასა მას არავის აუწყებდენ, ვიდრე აღესრულოს საიდუმლოჲ იგი აღდგომისაჲ, რამეთუ უწყოდა, ვითარმედ პირველ ჯუარ-ცუმისა ძნიად შესაწყნარებელ იყვნეს მაღალნი ესე და დიდებულნი სიტყუანი და საქმენი. ხოლო შემდგომად აღდგომისა არღარაჲ იყო დამაყენებელ ქადაგებად, ვითარცა ზემო ვთქუთ ამის ჯერისათჳს. ამისთჳსცა არა თქუა, თუ: მარადის ნუვის უთხრობთ ხილვასა ამას, არამედ: „ვიდრემდის ძე კაცისაჲ მკუდრეთით აღდგესო“. რამეთუ იგი იყო ჟამი ჯეროვანი ქადაგებისაჲ, ოდეს-იგი სული წმიდაჲ მოიღეს მოციქულთა და მადლი იგი სასწაულთაჲ თანაშემწედ აქუნდა ქადაგებისა მის, და საქმენი იგი დიდებულნი უმაღლეს ნესტჳსა ჴმობდეს ძალსა მას და ძლიერებასა უფლისასა.